სოფელი, სადაც მამაკაცები არ დაიშვებიან

საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ არაერთი ადგილია, სადაც ქალების შესვლა აკრძალულია. ასეთი წესები, ძირითადად, სხვადასხვა რელიგიურ წარმოდგენებს უკავშირდება. მაგრამ არსებობს ადგილი, სადაც სწორედაც რომ მამაკაცების შესვლაა აკრძალული. თუმცა ამ აკრძალვას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს. Umoja-women-009 კენიაში მდებარე სოფელი Umoja  1990-იან წლებში დაარსდა.  მისი დაარსების მიზანი იძულებითი ქორწინებისა და მამაკაცთა მხრიდან ძალადობისაგან ქალების დაცვა იყო. სოფელი 15 ქალისაგან შემდგარმა ჯგუფმა შექმნა, დღესდღეობით კი მოსახლეობა გაიზარდა და ის 47 ქალისა და 200 ბავშვისგან შედგება. სოფელს თავს აფარებენ ქალები, რომლებიც გაურბიან ნაადრევ ქორწინებას, იძულებით წინადაცვეთას, ოჯახურ და სექსუალურ ძალადობას და ა.შ. 2-EWtravel_Kenya04umoja მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ხელმომჭირნედ ცხოვრობენ, მათ აქვთ საკუთარი შემოსავალი, როთაც ახერხებენ საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით უზრუნველყოფას. სოფლის მახლობლად რამდენიმე ნაკრძალია. მათში შესვლის მსურველ ტურისტებს გარკვეული თანხის გადახდა სწორედ Umoja-ს მცხოვრებლებისთვის უწევთ. სოფელს აქვს დაწყებითი სკოლა, კულტურის ცენტრი და ტურისტული ბანაკი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქალებისთვის. women-kenya-GETTY-TRAVEL-large  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %