ულამაზესი სანახაობა - ყინულის ყველაზე დიდი ფესტივალი მსოფლიოში

მათ, ვისაც არ აშინებთ ყინვა და სიცივე, ულამაზესი სანახაობა ჩინეთის ქალაქ ჰარბინში ელოდებათ. ყინულისა და თოვლის სკულპტურების ტრადიციულ ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს და ის 1963 წლიდან იწყება.

ჰარბინის ყინულის ფესტივალი

თავდაპირველად ფესტივალში მონაწილეობას მხოლოდ ადგილობრივები იღებდნენ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მან საერთაშორისო ღონისძიების სახე მიიღო და ყინულისა და თოვლის სკულპტურების ყველაზე დიდ ფესტივალად ჩამოყალიბდა მსოფლიოში. სწორედ ამ ფესტივალზე ნახავთ მსოფლიოში ყველაზე დიდ ყინულის სკულპტურებსაც.

 ჰარბინის ფესტივალი 5 იანვრიდან 25 თებერვლამდე იმართება, თუმცა შესაბამისი ამინდის პირობებში ის უფრო დიდხანსაც გრძელდება. საფესტივალო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი: მზის კუნძულზე თოვლის ქანდაკებებია წარმოდგენილი და, ძირითათად, დღისით დასათვალიერებლადაა განკუთვნილი. ყინულისა და თოვლის სამყაროს ნაწილს კი ღამით უნდა ესტუმროთ, რათა ფერადი შუქებით განათებული ყინულის შენობების სილამაზე შეიგრძნოთ.

გახსოვდეთ, რომ ჰარბინში ზამთრის საშუალო ტემპერატურა -16 გრადუსია.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %