გასეირნება დუბროვნიკის გალავანზე

დუბროვნიკში მოგზაურობისთვის საუკეთესი სეზონი სექტემბერ-ოქტომბერია, ზაფხულში აქ ძალიან ცხელა და ტურისტების უზარმაზარი არმია მოძრაობს. „ადრიატიკის ზღვის მარგალიტი“ ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს. 1979 წელს დუბრივნიკი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. ძველ ქალაქს დღემდე არტყავს გარს უზარმაზარი გალავანი, რომლის ქონგურებიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულზე მოჩანს. მოდი, ერთად გავიაროთ ეს მარშუტი 8117392606_7c1941b0ac_z8117350183_85e6537d3f_z უმჯობესია თუ ამ მარშუტის გავლას დილით დაიწყებთ, როცა ჯერ კიდევ არ ცხელა, ტურისტების ნაკადი კი მცირეა. ამინდი აქ უმეტესად მზიანია, ფოტოებიც, შესაბამისად, დღის ყველა მონაკვეთში საუკეთესო გამოდის. 8117389978_fda6c4f507_z დასაწყისისთვის, ძველ ქალაქში უნდამოვხვდეთ... უძველეს, ულამაზეს და ისტორიულ ნაწილში. შემდეგ კი კედელზე უნდა ავიდეთ, რომელიც დაახლოებით 24 მეტრი სიმაღლისაა. ზედა ნაწილამდე რკინის კიბეები ადის, ზემოთ კი მშვენიერი სავალი ბილიკია... 8117387342_2feeac2ae8_z8117370585_7c8483976d_z კედლიდან საოცარი ხედები იშლება... 8117372975_a373bb8501_z8117375510_2a8eee500a_z8117346937_c1ffd7f592_z8117334091_d56df45a20_z საუკუნეების მანძილზე დუბროვნიკში საუკუნეების მანძილზე სიმშვიდე და ნაკლები ომიანობა იყო, თუმცა 1990-იან წლებში მიმდინარე დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ეს ადგილები მრავალჯერ დაიბომბა და ზოგიერთ შენობას დღემდე ეტყობა ტყვიების კვალი. თუმცა, თუ ისტორიაში ჩახედული არ ხარ, ვერც მიხვდები - ამისათვის კარგად უნდა დააკვირდე სახურავებს - მათი უმეტესობა ახალი დახურულია. კედლიდან ადრიატიკის ზღვის მომაჯადოვებელი ხედებიც იშლება. 8117358773_0faa17b79e_z აქაური ქუჩები ვიწროა, კედელს და მიმდებარე შენობებს შორის მოქცეული, ღრმა კანიონებივით. 8117319152_710b3c2989_z აქედან ქალაქის ნავსადგურიც ჩანს 8117328890_18cff20bce_z8117341770_3f7fc7fc44_z ძველ შენობებს ახლები ესაზღვრება - კონტრასტები შეუმჩნეველია, ერთიმეორეში გარდამავალი. 8117331894_bb2d23ebd1_z კედელზე "მოგზაურობა" მაქსიმუმ ორ საათს წაგართმევთ (ისიც იმ შემთხვევაში, თუ უამრავ ფოტოს გადაიღებთ). დამეთანხმებით, ზემოდან დანახული დუბროვნიკი სულ სხვა სანახაობაა....
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %