სად წავიდეთ და რა დავაგემოვნოთ პრაღაში ?

სამზარეულო

წარმოგიდგენთ პრაღის სამზარეულოს კერძებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

Vepřo-knedlo-zelo

შემწვარი ღორის ხორცი, პურის პელმენები და შემწვარი კომბოსტო, ამ ინგრედიენტებისგან მზადდება Vepřo-knedlo-zelo.  ჩეხურ სამზარეულოს ახასიათებს ხორცის დიდი რაოდენობით გამოყენება, მაგრამ ეს კერძი ხორცის და ბოსტნეულის ბალანსირებულ ვარიანტს გთავაზობთ.

Vepřo-knedlo-zelo, პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი,   prague, travel, tourist

Guláš

Guláš-სს უნგრული ფესვები აქვს, მაგრამ ის სრულად ადაპტირდა ჩეხურ სამზარეულოში და მის ერთ-ერთ ძირითად კერძად იქცა. უნგრული Guláš-ისგან განსხვავებით, ჩეხურ გულასში უფრო მეტი ხორცი და შედარებით ნაკლები ბოსტნეულია.  კერძი ძირითადად ძროხის ხორცისგან მზადდება, (ქათმის და ღორის ხორცს ალტერნატიულს ინგრედიენტებად იყენებენ), მას წყავენ, სოუსს უმატებენ და პურის პელმენებთან ერთად მიირთმევენ.

პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი,   prague, travel, tourist, Guláš

Smažený Sýr

ეს კერძი ყველის მოყვარულთათვისაა. კერძი შემწვარი ყველისგან მზადდება, მას  კარტოფილის ფრისთან, სალათთან ან  ფუნთუშასთან ერთად მიირთმევა.

Smažený Sýr, პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი,   prague, travel, tourist

Grilované Klobásy

Grilované Klobásy წარმოადგენს რულონში გახვეულ, შემწვარ  კალბასს სოუსთან ერთად. მისი დაგემოვნება პრაღის ქუჩებშიც შეიძლება. ის მარტივი მოსამზადებელი, ძალიან გემრიელი და პოპულარულია.

Grilované Klobásy, პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი,   prague, travel, tourist

რესტორნები

George Prime Steak

George Prime Steakპრაღის საუკეთესო სტეიკ ჰაუსია. ის სახელგანთქმულია სტეიკების „იდეალური“ რეცეპტებით. ხორცს სპეციალურად შეფ-მზარეული არჩევს, რომელსაც მოგვიანებით ის იდეალურ მდგომარეობამდე “მიჰყავს”. რესტორანი ასევე გთავაზობთ ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს, ბარის მენიუს, კოქტეილებს და ღვინის ფართო არჩევანს.

George Prime Steak, პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი,   prague, travel, tourist

Terasa u Zlate Studne

რესტორანი მდ.ვლტავთან ახლოს, Golden Well სასტუმრო ბუტიკის მეოთხე სართულზე მდებარეობს. ინტერიერი ცოტა ხნის წინ იტალიელმა არქიტექტორებმა ლორენცო კარლელინიმ და კატრინ ჰერდენმა განაახლეს. რესტორნის მენიუ მრავალი ჯილდოს მფლობელმა შეფ-მზარეულმა პავლ საპიკამ შექმნა. აუცილებლად დააგემოვნეთ ფუა-გრა და ღორის ღვიძლი, ადგილობრივი ღვინო, ღვინის დახვეწილი მენიუდან და საღამო ნამდვილად სრულყოფილი გახდება.

Terasa u Zlate Studne, პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი,   prague, travel, tourist

Mlejnice

Mlejnice სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს, პრაღის ძველი ქალაქის მოედანთან ახლოს, ხმაურისგან მოშორებით. რესტორანი სოფლის მეურნეობის ინსტრუმენტებითაა მორთული, რაც სტუმრების გაოცებას იწვევს. მენიუ ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს და ღვინოს გთავაზობთ.

Mlejnice, პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი,   prague, travel, tourist

ღამის ცხოვრება

პრაღაში ძალიან აქტიური ღამის ცხოვრებაა. აქ ყველა გემოვნების და ყველა თაობის ადამიანისთვის მოიძებნება გასართობი ადგილი.  შეგიძლიათ ესტუმროთ ღამის კლუბებს, rock and roll-ის ობიექტებს, ლუდის და ღვინის ბარებს, ჯაზის და ბლუზის ბარებს და კაზინოს.

გთავაზობთ ადგილებს რომლებიც პოპულარულია ტურისტებში.

კლუბები

Café 80 - V Kolkovně 6, Praha 1, +420 725 991 924, www.cafe80.cz 

Sasazu - Bubenské Nábřeží 306, Praha 7, Holešovická Tržnice (River Town Prague), Prague 7,  www.sasazu.com

 Radosft FX - Bělehradská 120, Praha 2, +420 603 181 500,  www.radostfx.cz

 

ბარები

Tretters - V Kolkovně 3, Praha 1, +420 224 811 165, www.tretters.cz

Grove Bar - Voršilská 6, Praha 1, +420 775 799 110, www.groovebar.cz 

Anonimous Bar - Michalská 12, Praha 1, +420 608 280 069, www.anonymousbar.cz 

 

ღვინის და ლუდის ბარები

Wine Society - Korunní 21, Praha 2, +420 720 151 667, cheers@winesociety.cz, www.winesociety.cz

Bokovka Wine Bar - Pštrossova 8, Praha 1, +420 222 544 014, www.bokovka.com

U Vejvodu - Jilská 4, Praha 1, +420 224 219 999, www.restauraceuvejvodu.cz

 

კაზინოები

Casino V.I.P. Club: Casino Ambassador - Ambassador Hotel: Casino Ambassador, Václavské Nám. 7, Praha 1, +420 224 193 681, +420 724 747 401, www.vipclub.cz 

Casino V.I.P. Club: Casino Panorama - Hotel Corinthia Panorama: Casino Panorama, Milevská 7, Praha 4, +420 261 164 061, +420 724 747 403, www.vipclub.cz 

 

 ნარკოპოლიტიკა

ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში 550 ევროთი დაჯარიმდებით, გათვალისწინებული იქნება ნარკოტიკების ტიპი. ნარკოტიკების შენახვა და გავრცელებაზე 10-18 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %