წყლის არხზე გაშენებული 7 საუკეთესო ქალაქი მსოფლიოში

როდესაც წყლის არხზე გაშენებულ ქალაქს ახსენებენ, ასოციაცია ჩნდება, რომ საუბარია ვენეციაზე ან ამსტერდამზე... თუმცა ამ ორი ნცობილი ქალაქის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქია, სადაც შეგიძლიათ ქალაქის ქუჩებს გონდოლაზე მოკალათებული გაუყვეთ. თუმცა ამ სიაში ლიდერი მაინც ვენეციაა.

 

ვენეცია, იტალია

 

ვენეცია ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე მდებარეობს. კუნძულები ერთმანეთს ხიდებით უკავშირდება.  ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

 

ვენეცია

Narrow-canal-of-Venice

 

ბრიუგე, ბელგია

 

ბრიუგეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც "ჩრდილოეთის ვენეციას". ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის, ოვალური ფორმისაა და 430 ჰექტარს მოიცავს.

 

bruges

ბრიუგე

 

ანსი, საფრანგეთი

ქალაქი ანსი, მე-14 საუკუნის კოშკის გარშემოა გაშენებული, მის ქუჩებს, სიძველის შარმი დაჰკრავს, ფრანგული ალპები კი, სურათს სრულყოფილებას ანიჭებენ.

 

ansi11

ანსი

 

ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

ქალაქი 1275 წელს დაარსდა იმ დამბის წყალობით, რომელიც რაიონს წყალდიდობის დროს იცავდა. მთელი ამსტერდამი წყლის არხებითაა დაქსელილი, რომლის ნაპირზეც თავისუფალი დროის გატარება და ლუდის დალევა ადგილობრივების საყვარელი გასართობია. ქალაქში რამდენიმე ასეული ხიდია.

 

Canal. Amsterdam. Netherland

amsterdam2_1

 

კოპენჰაგენი, დანია

კოპენჰაგენი ჩასულ სტუმრებს, პირველ რიგში, სწორედ გრძელი ხიდებით და არხების სილამაზით ხიბლავს. ქალაქი სილამაზესთან ერთად სიმშვიდითაც გამოირჩევა.

 

Copenhagen

copenhagen-denmark-16

 

სანკტ პეტერბურგი, რუსეთი

სანქტ-პეტერბურგის მდინარეებისა და წყლის არხების საერთო სიგრძე 282 კმ-ს აღწევს, წყალი ქალაქის ფართობის 7%-ს შეადგენს. ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული.

 

aug27_destination_immersion_in_st_petersburg_russia

canal-boats-neva-river-st-petersburg-russia_main

 

სტოკჰოლმი, შვედეთი

სტოკჰოლმი შვედეთის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია XIII საუკუნიდან. მისი სტრატეგიული მდებარეობა შვედეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს თოთხმეტ კუნძულზე ტბამელარენის შესართავთან, სტოკჰოლმის არქიპელაგთან, ისტორიული მნიშვნელობისაა. ის განთქმულია წარმტაცი პარკებით, ბაღებითა და არხებით, რის გამოც სკანდინავიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია საერთაშორისო ტურიზმისთვის.

 

stockholm-438231_1280

Aerial panorama of Stockholm, Sweden    

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %