ესპანეთის ციხესიმაგრეები - ნაწილი 2

წარმოგიდგენთ ესპანეთში არსებულ ციხესიმაგრეებს, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი და ელეგანტური არქიტექტურით. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Manzanares el Real

Manzanares el Real მე-15 საუკუნეში აშენდა და დღემდე ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ის ექვს სართულიანია, გრანიტითაა აგებული და ესპანური სამხედრო არქიტექტურის მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს. ციხესიმაგრე ასევე ცნობილია, როგორც  El Cid, რადგან ის ამ ოჯახის საპრეზიდენტო რეზიდენციას წარმოადგენდა. დღეს ის ფუნქციონირებს როგორც მუზეუმი. 

Manzanares el Real

Bellver

თუ Bellver Castle-ს ხილვა გსურთ, ჯერ მალიორკას კუნძულს უნდა ესტუმროთ. ციხესიმაგრე უნიკალურია არამხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელს ევროპაში მისი წრიული ფორმის გამო. ეს ფორმა აქვს არამხოლოდ ციხესიმაგრის გარშემო არსებულ კედელს, არამედ კოშკებს და ძირითად შენობასაც. დღეს Bellver Castle-ი კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს და ამავდროულად ქალაქ პალმას სიმბოლოს წარმოადგენს. 

Bellver

La Mota

La Mota აღდგენილი ციხესიმაგრეა, რომლის ისტორიაც მე-11 საუკუნეში იწყება. ის Medina del Campo-ს მთის წვერზე მდებარეობს. საუკუნეების მანძილზე კასტილიის და არაგონის მეფეები იბრძოდნენ მის ხელში ჩასაგდებად, მე-15 საუკუნიდან ის კასტილიის მფლობელობაში აღმოჩნდა.

La Mota ასევე ითავსებდა ციხის ფუნქციებსაც, სადაც ისეთი ცნობილი და გავლენიანი ადამიანები მოხვდნენ, როგორებიც იყვნენ ჩეზარე ბორჯია და პერუს დამპყრობელი ერნანდო პისარი. 

La Mota

Coca Castle

Coca Castle უნიკალური ციხესიმაგრეა. ის კლდის ფერდობზეა აგებული, რის გამოც მხოლოდ 3 მხარე აქვს, მეოთხეს კი კლდე წარმოადგენს, რაც ისტორიულად მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. Coca Castle-ის კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მე-15 საუკუნეში ქრისტიანების მიერ აგებულ ციხესიმაგრეს მავრიტანული არქიტექტურული სტილი აქვს. 

Coca Castle

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %