53
ხეებისგან შექმნილი ეკლესია იტალიაში
ევროპაში, იტალიის ჩრდილოეთში, ბერგამოს პროვინციაში ერთი უჩვეულო ეკლესიაა განლაგებული: Cattedrale Vegetale. მთა არერას მისადგომებთან განლაგებული ეს სკულპტურა ხეებისგან შედგება, რომლებიც საბოლოო ჯამში ეკლესიის მსგავს სტრუქტურას ქმნიან. 600-ზე მეტი წაბლის და თხილის და 1800-ზე მეტი სოჭის ხეების გამოყენებით 42 სვეტია შექმნილი, რომელთა თავზე გადმოხურული ხის ტოტები ბაზილიკის გუმბათს ქმნის.
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის ხელით შექმნილი ეს სვეტები მალე დაიშლება, თითო სვეტის შიგნით თითო წიფელია დარგული. წლების განმავლობაში წიფლის ხეები გაიზრდება და აბსოლუტურად ბუნებრივ კედლებს და სახურავს შექმნის. სკულპტურა 2010 წელს შეიქმნა.
Cattedrale Vegetale ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხეების კათედრალია მსოფლიოში, მაგრამ არა ერთადერთი. სკულპტურის ავტორმა ჯულიანო მაურიმ მსგავსი კომპოზიცია იტალიაში, ვასულგანას პროვინციაში 2002 წელს შექმნა. 1932 წელს დაირგა Whipsnade Tree Cathedral ინგლისში, ბედფორდშირში, პირველი მსოფლიო ომის საპასუხოდ, ხოლო Cathedral of Trees-ს, რომელიც მილტონ კეინესმა შექმნა ისეთივე დიზაინი აქვს, როგორც ნორვიჩის კათედრალს.