14 ყველაზე უჩვეულო შადრევანი (ნაწილი I)

მსოფლიოს უამრავ შადრევანს შორის არიან ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული შადრევნები. ჩვენ დღეს განსაკუთრებულებზე მოგიყვებით, რომლებიც მსოფლიოს ყველა წერტილში არიან გაბნეულნი.

1. მონჟუიკის შადრევანი, ესპანეთი

14745010-R3L8T8D-1000-1.png მონჟუიკის მაგიური შადრევანი ბარსელონაში, ესპანეთში მდებარეობს. შადრევანი 1929 წლის მსოფლიო გამოფენისთვის  ადგილობრივი ინჟინერის, კარლოს ბუიგასას პროექტის მიხედვით აშენდა. ის ფუტურისტულ სტილშია გადაწყვეტილი და ელიფსის ფორმა აქვს. 1992 წლამდე შადრევანი პირვანდელ სახეს ინარჩუნებდა, მაგრამ 1992 წლის ოლიმპიადის წინ გადაწყვიტეს, რომ შადრევანი ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო უნდა გამხდარიყო და მუსიკალური გაფორმება დაუმატეს. ერთი წლის მანძილზე პროექტზე 3000-მდე ადამიანი მუშაობდა. წყლის 3620  ჭავლი მუსიკის ფონზე ასრულებს ულამაზეს "ცეკვას". წელიწადში შადრევანს 2.5 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. თავდაპირველად შადრევანს 20 ადამიანი ემსახურებოდა - არეგულირებდნენ წყლის მიწოდებას, თვალყურს ადევნებდნენ მუსიკის და განათების ცვლილებებს. შემდგომში ეს პროცესები ავტომატური გახდა.

2. ჯული პენროუზის შადრევანი, აშშ

14745360-R3L8T8D-1000-xBAKx0BZ1AQეს "უსასრულო" შადრევანი აშშ-ში, კოლორადო-სპრინგსის ცენტრში მდებარეობს. არქიტექტორი დევიდ ბარბერია. შადრევანი ფორმით სპირალის ნაწილს წააგავს და წყლის 366 ჭავლისგან შედგება. აშშ-ს ყველაზე დიდი სკულპტურა - 24 ტონიანი შადრევანი 15 წუთის განმავლობაში ერთ ბრუნს აკეთებს. შადრევნის მუზად არქიტექტორისთვის "Pikes Peack"-ის მთები იქცა, სადაც მუდმივად დევს თოვლი, მოედინება თბილი წყაროები და ბუნება თითქოს მუდმივ ცირკულაციაშია.

3. მეტალმორფოზები, აშშ14748910-R3L8T8D-1000-000010

ადამიანის თავის ფრომის სარკისებრი შადრევანი ჩრდილო კაროლინაში, ქალაქ შარლოტში მდებარეობს. სკულპტურის ავტორი ჩეხი დედვიდ ჩერნია. 14-ტონიანი სკულპტურა ერთმანეთზე დალაგებული უჟანგავი ფოლადის ბლოკებითაა გაკეთებული, რომლებსაც ურთიერთსააწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვა შეუძლიათ.  შადრევნის მოძრაობა სპეციალური პროგრამის საშუალებით რეგულირდება. ბლოკები მუდმივ მოძრაობაში არიან და ერთი შეხედვით "ჩვეულებრივი" სახის ნაკვთების უამრავ, გასაოცარ ფორმაციებს გვთავაზობენ. სკულპტურის სიმაღლე 7.6 მეტრია. შადრევნის ჭავლი კი სახის "პირიდან" გადმოედინება. სახელწოდება "მეტალმორფოზები" "მეტალის" და "მეტამორფოზების" კომბინირებითაა შექმნილი. ქალაქის მთავრობის ინიციატივით სპეციალური საიტია შექმნილი, რომელიც შადრევანს ეძღვნება და 24 საათის განმავლობაში შეიძლება მის მოძრაობაზე დაკვირვება.

4. ნავის ფორმის შადრევანი. ესპანეთი

14752660-R3L8T8D-1000-23იალქნიანი ნავის ფორმის მქონე უნიკალური შადრევანი ესპანეთის პროვინციას, ვალენსიას ამშვენებს. უფრო ზუსტად კი, ადგილს სადაც ამ მშვენიერების ხილვა შეგიძლიათ, პლაია-დე-ლა-მალვაროსა ქვია და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. სკულპტურის კონსტრუქცია ძალიან მარტივია - რამოდენიმე მეტალის მილი ერთმანეთზეა შედუღებული ისე, რომ ნავის ფორმა მიეღოთ. მილებში ასობით წვრილი ხვრელია, საიდანაც წყლის ჭავლი გამოდის. წყალი კომპოზიციის ნაწილს წარმოადგენს და სწორეს ის ასხავს ხორცს მთლიან სკულპტურას. შადრევანი განსაკუთრებით ლამაზია საღამოს საათებში, როცა აქაურობა ჩამავალი მზის სხივებითაა განათებული და წყალს დაისის ფერებში "ღებავს". ღამით კი, როცა შადრევნის განათება ირთვება ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნავი ზღვაში უნდა შეცურდეს.  ასეთი კონსტრუქციები ესპანეთის რამოდენიმე სხვა ქალაქშიც დგას.

5. დაივერები.

14752760-R3L8T8D-1000-dubai-mall-waterfall-777231950ეს ჩანჩქერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრშია განლაგებული. უზარმაზარი სიმაღლიდან წყლის წვრილი ჭავლებისგან შემდგარი "ფარდა" მცირე აუზში ეშვება, ხოლო ადამიანთა ფიგურები თითქოს სივრცეში ფრენენ.

6. შადრევანი-ონკანი. ესპანეთი

14753010-R3L8T8D-1000-1bb0b943280d389b1e18ddd433ba6ca2

ჰაერში გამოკიდებული კონსტრუქცია, რომელიც ერთი შეხედვით გაუგებარია, საიდან იღებს წყალს. პასუხი მარტივია - წყლის ჭავლის შიგნით ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკური მილია დამალული და მნახველთათვის შემჩნეველი რჩება. ეს შადრევანი ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ კადისში მდებარეობს.

7. სვაროსვკის შადრევანი, ავსტრია

14753210-R3L8T8D-1000-Riese_sommer_by_Edgar_Moskoppსვაროვსკის შადრევანი ინსბრუკში მდებარეობს. ესაა გოლიათის თავის ქანდაკება, რომლის პირიდანაც შადრევანი გადმოდის, თვალების მაგიერ კი სვაროსვკის კრისტალები აქვს. შადრევანი 1995 წელს აშენდა ინსბრუკში, "სვაროვსკის" მუზეუმის გახსნის აღსანიშნავად. შადრევნის შექმნაში წამყვანი დიზაინერების, სკულპტორების და არქიტექტორების გუნდი მუშაობდა. შადრევნის უნიკალურობა იმაშია, რომ ის ერთდროულად შადრევნის და კრისტალების მუზეუმში შესასვლელის ფუნქციას ასრულებს.  თავად მუზეუმი მიწის ქვეშ მდებარეობს და შადრევანი მისი ერთადერთი მიწისზედა კონსტრუქციაა. ნაწილი II
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %