14 ადგილი, რომლის ნახვაც უნდა მოასწრო სანამ ტურისტების ნაკადები წალეკავს (ნაწილი II )

რა აფუჭებს მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს ყველაზე მეტად? რასაკვირველია ის უცხო ტურისტები, რომლებიც შემთხვევით ჩნდებიან ჩვენს კადრებში. ძალიან ძნელია ფოტო ისე გადაიღო, რომ რამოდენიმე ცდა არ დაგჭირდეს. თუმცა ჯერ კიდევ დარჩა პლანეტაზე ისეთი ადგილები, სადაც ტურიზმი ახლა იწყებს განვითარებას ან მცირედაა განვითარებული და მშვიდად შეძლებთ ყველაფრის დათვალიერებას ისე, რომ ტურისტების ნაკადები ხელს არ შეგიშლიან. ნაწილი I

8. აპულია, იტალია

აპულია იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონია. აქ დასვენება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ: ლაჟვარდისფერი ზღვა, წითელი მიწები, ოქროსფერი დაისები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სტუმართმოყვარე ხალხი.  გარდა პლაჟზე გარუჯვისა, შეგიძლიათ დრო აქტიური დასვენებისთვისაც გამონახოთ და ბარის ციხე, სანტა-კროჩეს ბაზილიკა, ქალაქის არქეოლოგიური მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ.

9. ზამბია და ზიმბაბვე

3355210-950-1446119960vodopad-Viktoria-1 ვიქტორიას ჩანჩქერი ყველამ იცის და ყველას ნანახი აქვს, მაგრამ მასთან სულ ახლოს ხვანგეს ნაციონალური პარკია, რომელზეც ადამიანების უმეტესობას არაფერი სმენია. 14 600 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ნაციონალურ პარკში არის ტბები, იშვიათი მცენარეები, ველური აფრიკული ცხოველები და ნაირ-ნაირი ფრინველები. აქ სპილოების განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა - 30 ათასი ეგზემპლარი.

10. პუსანი, სამხრეთ კორეა

3356210-950-14461207095352341 სანამ ტურისტები სეულისკენ მიემართებიან, თქვენ შეგიძლიათ გეზი პუსანისკენ, სამხრეთ კორეის სიდიდით მეორე ქალაქისკენ  აიღოთ. პუსანს საზაფხულო დედაქალაქსაც ეძახიან - აქ უამრავი პლაჟია. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოინახულოთ ფრინველების ნაკრძალი, თევზის ბაზარი, მრავალი მხატვრული გალერეა. მოკლედ, აქ არ მოიწყენთ.

11. მანილა, ფილიპინები

3360460-950-14461216296423ფილიპინების დედაქალაქში ძალიან გემრიელი და იაფი სამზარეულო აქვთ. სამი თავი კერძისგან შემდგარი სადილი დაახლოებით 20 დოლარი დაგიჯდებათ მაშინ, როცა დიდ ქალაქებში იგივე საკვებში 100 დოლარამდე მოგიწევდათ გადახდა.  ქალაქში უამრავი ღირსშესანიშნაობაა: ძველი ეკლესიები, ულამაზესი სასახლეები, მონასტრები და მუზეუმები. აქვეა თვალწარმტაცი პორტი.

12. ფუ ქუოკი, ვიეტნამი

3361660-950-1446122446579

ფუ ქუოკი - სამოთხე დედამიწაზე, ვიეტნამის ყველაზე დიდი კუნძულია. 2014 წლის მარტიდან ტურისტების შესვლა დაუშვეს 30-დღიანი ვიზით. კუნძულზე კრისტალურად სუფთა პლაჟები დაგხვდებათ, ქათქატა თეთრი ქვიშით. აქ შეგიძიათ დაკავდეთ დაივინგით, კაიაკინგით, ესტუმროთ დაგილობრივ ფერმებს ან უბრალოდ, სანაპიროზე რელაქსირდეთ.

13. იორკი, დიდი ბრიტანეთი

3367710-950-14461233933243412

იორკი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ქალაქია. აქ არის ყველაფერი, რასაც ნამდვილი პატარა ინგლისური ქალაქისგან ელოდებით - პაბი, საჩაიე, კაფე, პატარ-პატარა, ძველი, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, უძველესი არქიტექტურა და ა.შ. მთავარი ღირსშესანიშნაობა კათედრალური ტაძარია, რომელიც 5 საუკუნეზე მეტს ითვლის.

14. კაეპის პროვინცია, კამბოჯა

3368110-950-144612406952342ნაწილი I
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %