20 ქალაქი, რომელიც ცხოვრების მანძილზე უნდა ნახო - ნაწილი II

პირველი 10 ქალაქის შემდეგ მომდევნო ათის ჯერი დგება... დღეს, ხვალ ან ზეგ, ან მაშინ, როცა მომავალი შვებულების დაგეგმვას დაიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ამ სიას გადახედოთ, იქნებ სწორედ აქ გეწვიოთ მუზები და გადაწყვიტოთ, საით გაქვთ ამჯერად გეზი აღებული. მაშ ასე...

11. ბუენოს-აირესი, არგენტინა

5313105-R3L8T8D-950-14-1
ბუენოს-აირესს სამხრეთ ამერიკის პარიზს ეძახიან ერთი მხრივ ქალაქის არქიტექტურის და მეორე მხრივ დიდი ევროპული კულტურის გამო.  მიუხედავად ამისა, აქ მკვეთრად იგრძნობა ლათინოამერიკული ცხოვრების სტილი და ტემპერამენტი. ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე  არსებული ობელისკი ზუსტად იმ ადგილასაა აღმართული, სადაც პირველად გაიშალა არგენტინისდროშა (იხ. ფოტო).  თუ ბუენოს-აირესის ცხოვრების ტემპი და აქაური აურა გინდათ შეიგრძნოთ, ლა-ბოკას რაიონს უნდა ეწვიოთ. უამრავი კაფე და რესტორანი, ლათინოამერიკული ცეკვები და მხიარული ატმოსფერო სწორედ ისაა, რის გამოც ტურისტების ნაკადი არ წყდება.

12. ფლორენცია, იტალია

5313255-R3L8T8D-950-13-2
ფლორენცია - დროში გაყინული სილამაზე.  მუზეუმების და ტაძრების ქალაქი. პონტე ვეჩიო  - მდინარეზე გადებულ ხიდზე სუვენიერების უამრავი მაღაზიაა განთავსებული. ფლორენციის მრავალ მუზეუმს და გალერეას შორის ყველაზე ცნობილი უფიცის გალერეაა, სადაც ყოველთვის უზარმაზარი რიგებია - მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ნახატების სანახავად აქ  ყველა კუთხიდან მოდიან. ულამაზესი ხედები იშლება მიქელანჯელოს მოედნიდან, რომელიც შემაღლებულზეა და ფლორენცია როგორც ხელისგულზე, ისე მოჩანს.

 13. ნიუ-იორკი, აშშ

5313405-R3L8T8D-950-12-2
გაისეირნეთ ცენტრალურ პარკში, დატკბით ცათამბჯენებით, შედით მეტროპოლიტენ მუზეუმში, გაისეირნეთ ბროდვეიზე, მოინახულეთ თავისუფლების ქანდაკება, მიირთვით პიცა რომელიმე ლეგენდარულ კაფეში - ამ ქალაქში ყველასთვის მოიძებნება ადგილი და საერთო ინტერესების მქონე ადამიანები.

14. ბერლინი, გერმანია

5313505-R3L8T8D-950-11-2pg
5313555-R3L8T8D-950-11-1
უნიკალური მრავალსაუკუნოვანი კულტურა და არქიტექტურა გერმანიის დედაქალაქს განუმეორებელს ხდის. აქ თანამედროვეობა და ისტორია ფეხდაფეხ მიდიან. ვხვდებით როგორც ყოფილი საბჭოთა წარსულის ნაშთებს, ბერლინის დიდ კედელს, ასევე პატარ-პატარა, მყუდრო, ევროპულ ქუჩებს, მწვანე პარკებს და საინტერესო მუზეუმებს.

15. შანხაი, ჩინეთი

5313755-R3L8T8D-950-10-1
შანხაი  - ქალაქი რომელსაც არასოდეს სძინავს (თუმცა იგივეს თქმა ნიუ-იორკზეც შეიძლება). შანხაიში ავტომობილების მოყვარულთათვის უზარმაზარი მუზეუმია -ხუთ დიდ პავილიონში თემატურადაა წარმოადგენილი ძველი და ახალი საუკუნის ავტომობილები, იშვიათი და ძვირფასი მოდელები...  აქვეა ნეფრიტის ბუდას ტაძარი და დუნთაი ბაზარი, რომელის მონახულება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება ტურისტებს.

16. პარიზი, საფრანგეთი

5314105-R3L8T8D-950-7-1
5314205-R3L8T8D-950-7-3
პარიზზე უკვე იმდენი რამ დაიწერა და ითქვა, რომ უბრალოდ აღვნიშნავთ - ეს ის ქალაქია, სადაც შეყვარებული ადამიანები უნდა წავიდნენ. და თუარ გიყვართ, აუცილებლად შეგიყვარდებათ. თუნდაც მხოლოდ პარიზი. არამარტო ლუვრი ანდა ეიფელის კოშკი  - არა, აქ ყველა ქუჩა საკუთარ, უნიკალურ ისტორიას ყვება.

17.  პრაღა, ჩეხეთი

5314505-R3L8T8D-950-5-3
პრაღა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ქართველ ტურისტებს შორის. შუა საუკუნეებში ეს ქალაქი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი იყო.  ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს,  მათ შორის: „ოქროს ქალაქი“,  „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად ითვლება ევროპაში.

18. რომი, იტალია

5314905-R3L8T8D-950-2-1 ყველა გზა რომში, შვიდ ბორცვზე გაშენებული ქალაქში მიდის... ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში მოიხსენიებდნენ რომს, როგორც მარადიულ ქალაქს. რომი ის ქალაქია, რომლის ძველი ნაწილიც ფეხ-და-ფეხ უნდა შემოიარო, წინდა პეტრეს ტაძარში კიბეზე ფეხით ახვიდე, კაპიტოლიუმის ბორცვზე ჩამოჯდე, დაღლილმა ვილა ბორგეზეს ბაღში შეისეირნო ნაყინით ხელში და მიხვდე, რომ რომი ის ქალაქია, სადაც ერთხელ თუ მოხვდი, მეორედ აუცილებლად დაბრუნდები.

 19. სტამბოლი, თურქეთი

5315105-R3L8T8D-950-1-2
სტამბოლი - დინამიური ქალაქი ევროპის და აზიის გზაგასაყარზე. ის ცნობილია მრავალფეროვანი, ფერადი ბაზრობებით და ბაზრებით, გემრიელი ყავით და საკვებით და უძველესი არქიტექტურით.

20. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

5314705-R3L8T8D-950-3-1
ლონდონი - ნისლიანი ალბიონის დედაქალაქი - თავის თავში უამრავი კულტურის ნაზავს აერთიანებს. აქ მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელს და შესაბამის სამზარეულოს იპოვით. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %