პლაჟი, სადაც ქვიშის მაგიერ ფერად-ფერადი შუშის კენჭებია

შუშის პლაჟი (Glass Beach) მარკ-კერიჩერის ნაციონალურ პარკში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. პლაჟმა ასეთი სახელწოდება იმიტომ მიიღო, რომ ქვიშის შემადგენლობაში უამრავი ფერად-ფერადი შუშის კენჭები შედის. ის ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სანახაობას წარმოადგენს და ის ადამიანის და ბუნების ერთობლივი მოქმედების შედეგად შემქნილი უნიკალური სანაპიროა. article1827 ადგილობრივი მაცხოვრებლები წლების განმავლობაში ამ ადგილას ნაგავს ყრიდნენ - ძველ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს, საყოფაცხოვრებო ნაგავს და ა.შ. 1967 წელს ადგილობრივმა მმართველობამ პლაჟი დაკეტა, დასუფთავების სამუშაოები დაიწყო და ნაგვის შემდგომი დაყრა აკრძალა.   glass-beach-003   glass-beach-005 რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში ბუნება თვითონაც გაუმკლავდა დაბინძურების შედეგებს. ის ნამსხვრევები, რაც დასუფთავების შემდეგ აქ დარჩა, თეფშების, ბოთლების და ა.შ., ზღვამ გააპრიალა, ბასრი კუთხეები მოუმრგვალა და შემდეგ უკან, სანაპიროზე დააბრუნა. ახლა ისინი არაფრით არ განსხვავდებიან პლაჟის კენჭებისგან- მილიონობით ფერადი ნამსხვრევი ულამაზეს სანახაობას ქმნის.   glass-beach-007   glass-beach-0082002 წელს ეს სანაპირო პარკ მაკ-კერიჩერის საკუთრებაში გადავიდა, საბოლოოდ გასუფთავდა და ტურისტებისთვის გაიხსნა, რომელსაც სიმბოლური თანხის საფასურად შეუძლიათ აქ შესვლა, დათვალიერება და გარუჯვა. კენჭებისგან ათასგვარი სუვენირებიც მზადდება, რომელსაც ტურისტებზე ყიდიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალურად აკრძალულია, ტურისტების უმეტესობა ცდილობს სახსოვრად რამოდენიმე კენჭი თან წაიღოს.   glass-beach-009   glass-beach-010   glass-beach-012   glass-beach-014   glass-beach-016   glass-beach-021 სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, შუშის საბოლოოდ დაშლას ბუნებაში 500-დან 1000-მდე წელი ჭირდება. სავარაუდოდ 1000 წლის შემდეგ კი ამ პლაჟისგან კვალი აღარ დარჩება.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %