42
ალტეა - ესპანეთის ქათქათა ქალაქი
ალტეა ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ქალაქია. აქაური მზიანი ამინდები, პლაჟები და მოკირწყლული ქუჩების ლაბირინთები უამრავ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
აქ დასახლება ჯერ კიდევ ფინიკიელების პერიოდში არსებობდა. მავრებმა, რომლებმაც აქაურობა დაიპყრეს, მას ალტაია დაარქვეს, რაც მავრიტანულ ენაზე ნიშნავს "ჯანმრთელობა ყველასათვის".
ისევე, როგორც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე განლაგებული ბევრი ესპანური ქალაქი, ალტეაც გორაკზეა შეფენილი - ძველი ქალაქი - ისტორიული და კულტურული ცენტრი ძველებური, ვიწრო ქუჩების ნამდვილ ლაბირინთს წარმოადგენს. აქ სახლების მაქსიმალური სიმაღლე ოთხი სართულია.
სიძველის მიუხედავად ძველი ქალაქი მუზეუმს არ წააგავს - ქალაქის ამ ნაწილში ყველაზე მეტი კაფე, ბარი და რესტორაანია. ზველ ქალაქწში მოსახვედრად კი 257-საფეხურიანი კიბის ავლაა საჭირო. გორაკის თავზე კი ალტეას სიმბოლოა აღმართული - მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია, კაშკაშა ლურჯი გუმბათით გამოირჩევა.
ალტეა პირველ რიგში ხელოვანი ხალხის და არტ-გალერეების, გამოფენების და ცოცხალი კონცერტების ქალაქია. ქალაქი ცნობილია "მხატვრების კოლონიით", რომელიც აქ 1950-იან წლებში არსებობდა და ქალაქი სულმთლად გადაასხვაფერა. დღეს ალტეა ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საკურორტო ქალაქდ ითვლება. ქალაქის საპატივსაცემოდ გამოშვებულია ავტომობილი Seat Altea.
ალტეა - ბოჰემური კურორტია. ზაფხულის სეზონზე ქალაქში კლასიკური მუსიკის კონცერტები იმართება, ხოლო სამხატვრო გამოფენები და არტ-პროგრამები თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება.
ქალაქში დაახლოებით 23 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათი მესამედი უცხოელია, უმეტესად ევროპელები.