სედლეცის ადამიანის ძვლებით დეკორირებული აკლდამა

ჩეხეთში, ქალაქ კუტნა ჰორა-ში სედლეცის აკლდამა მდებარეობს. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული  - გოთიკურ სტილში აგებული ეკლესია და პატარა სასაფლაო. მაგრამ ამ ადგილს ერთი საინტერესო ლეგენდა და ექსპოზიცია უკავშირდება. 9679131958_dc740d51eb_z9675788259_c5661f1403_z   9675796221_0c110e963a_z ლეგენდის მიხედვით 1278 წელს სედლეცის მონასტრიდან ადგილობრივი აბატი იერუსალიმში გაგზავნეს. მან გოლგოთადან ერთი მუჭა მიწა ჩამოიტანა და სედლეცის სასაფლაოზე მოაყარა. შედეგად, სიკვდილის შემდეგ აქ დასაფლავების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. 9675811479_b321454126_z9675820781_f5c9b1e680_z დღეს კი სედლეცი სხვა მიზეზითაა ცნობილი - აქაური აკლდამა ადამიანების 30-40 ათასი ძვლითაა მორთული. აქაური სასაფლაო 1100 წლიდან ფუნქციონირებს, გოთიკურ სტილში ნაგები ეკლესია  14-ე საუკუნეში აშენდა, ხოლო მეთვრამეტე საუკუნეში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1200-იანების შემდეგ ძალიან პოპულარული საბოლოო განსასვენებელი ადგილი გახდა. განსაკუთრებით გაიზარდა მიცვლებულთა რიცხვი ევროპაში შავი ჭირის ეპიდემიის დროს. მე-15-ე საუკუნის ბოლოს ძვლების მიწიდან აკლდამაში გადატანა დაიწყეს. ლეგენდის მიხედვით ძვლებს ნახევრად ბრმა ბერი ფრთხილად და სათუთად ალაგებდა პირამიდებად. იძახიან ,რომ ამ საქმის დამთავრების შემდეგ მას მხედველობა ისევ აღუდგა. 9675847653_be01cd0e68_z9675861391_630a6e2e3e_z9675883633_83fc1cf5ed_z ისტორიკოების მიერ მოწოდებული ოფიციალური ცნობების მიხედვით, ძვლებით აკლდამის დეკორირება ისე, როგორც ახლაა, მეთექვსმეტე საუკუნეში მოხდა. მათი ხელახალი გადაწყობა 1660 წელს მოხდა, ეკლესიის რესტავრაციის და განახლების დროს. სედლეცის სააბატო 1783 წელს გაუქმდა, მაგრამ მონასტერი შვარცენბერგების გვარის წარმომადგენლებმა იყიდეს და შეინარჩუნეს. ძვლების ექსპოზიცია ჩეხმა მეჩუქურთმემ ფრანტისეკ რინკმა განაახლა 1870 წელს. მან მოახდინა ყველა ძვლის გათეთრება და დეზინფექცია და საკუთარი შტრიხები დაამატა დეკორაციას.   9675889947_e1155a2a5f_z9679088486_9c6c299a37_z   OLYMPUS DIGITAL CAMERA
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %