მთის არწივების ფესტივალი მონღოლეთში

მთის არწივის სიგრძე ერთ მეტრამდეა, გაშლილი ფრთების სიგრძე კი 2 მეტრამდეაღწევს. ბოლო პერიოდში მთის არწივის რიცხოვნობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შემცირდა. ამის მიზეზია ადამიანების მიერ მოწამლული სატყუარების გამოყენება, საკვების ბაზის შემცირება და შეწუხება ბუდობის ადგილებში. შუა აზიაში კი მთის არწივის მართვეს წრთვნიან და  მელიებზე, კურდღლებზე და სხვა ცხოველებზე სანადიროდ იყენებენ და დღემდე მართავენ "მთის არწივების ფესტივალს", რომელსაც ყველა მონადირე ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დაესწროს.   186__880   202__880   250__880 მთის არწივების ფესტივალი ყოველწლიურად იმართება მონღოლეთში, ბაიან-ილგიის აიმაკში, ქალაქ ულგიი-ში, რომელიც ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ფესტივალის განმავლობაში ყაზახი მონადირეები ტრადიციულ სამოსში იმოსებიან და ნადირობას მართავენ პატარ-პატარა ცხოველებზე  ამისათვის სპეციალურად გაწვრთნილი მთის არწივების მეშვეობით.  სანახაობა ერთი მხრივ ფრინველების, ხოლო მეორე მხრივ მონადირეების ოსტატობის ჩვენებას ემსახურება. პრიზები გაიცემა სიმარდის, სიმარჯვის, მოხერხებულობის და სიზუსტისთვის, ასევე, ყოველწლიურად, ვლინდება ყველაზე საუკეთესო ტრადიციული კოსტუმი და ა.შ. 347__880   435__880631__880724__8801124__880 მთის არწივების ფესტივალი ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ემთხვევა და მონღოლეთის არწივებით მონადირეთა ასოციაცია ხელმძღვანელობს. ქალაქის ცენტრში იმართება გამოფენები, კულტურული ღონისძიებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, პარადი- ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც აქ ჩასულ სტუმარს დახვდება. სპორტული ასპარეზობები ქალაქიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით იმართება. მუქი კლდოვანი რელიეფი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის სანახაობას. შეჯიბრებები იმართება საუკეთესო მონადირე არწივის და მისი პეპატრონის ტიტულის მოსაპოვებლად. ვლინდება არწივიც, რომელიც ყველაზე სწრაფად უბრუნდება შორი დისტანციიდან პატრონს. 1217__880 ცხენებით რბოლის გარდა თამაშობენ "ბუზკაშს", რომელი ცქართულად ითარგმნება, როგორც - "თხის წართმევა". ცხენებზე ამხედრებული ორი მოწინააღმდეგე გუნდი ცდილობს ფინიშამდე მიიტანოს თხის ტყავი. თამაში საკმაოდ ძლიერ ფიზიკურ შესაძლებლობებს საჭიროებს. 1413__880   1514__880   2110__880   2211__880   2310__880
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %