რა ვითარებაა ახლა Covid-19 იტალიაში?

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გასული კვირის ხუთშაბათს განაცხადა, რომ იტალიის მთავრობა გეგმავს კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მომდევნო წლამდე.

იტალიის საგანგებო მდგომარეობის ვადა 15 ოქტომბერს იწურება, მაგრამ ვითარება კვლავ არამდგრადია, მთავრობის სამეცნიერო და ტექნიკურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია საგანგებო სიტუაციის გაგრძელებას 31 იანვრამდე.

თუ პარლამენტის მიერ დადასტურდება საგანგებო სიტუაციის გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ იტალია საგანგებო მდგომარეობაში რჩება ერთი წლის განმავლობაში.

კონტემ პირველად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 2020 წლის 31 იანვარს, მას შემდეგ, რაც რომში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ჯერ არ არის ცნობილი, რას გეგმავენ მინისტრები, თუმცა რადგან ახლა იტალიაში ახალი შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე წესი შემსუბუქდეს.

ბოლო კვირების განმავლობაში ინფექციის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდებოდა, მაგრამ ევროპის ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით დაბალი და სტაბილურია.

გასული კვირის ოთხშაბათს ხელისუფლებამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 1,851 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რაც 200 – ით მეტია სამშაბათის მატებასთან შედარებით, ყველა რეგიონში დაფიქსირდა ინფექციები, ჰოსპიტალიზაცია სტაბილურად იზრდება, 280 პაციენტი ახლა რეანიმაციაშია, ოთხშაბათს დაიღუპა 19 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიაში დაღუპულთა საერთო რიცხვი ახლა 35 894 ადამიანია.

ინფორმაციის წყარო: www.thelocal.it

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %