შტეინერის ქუჩა - სან-ფრანცისკოს ყველაზე ლამაზი უბანი

სან-ფრანცისკოში თუ მოხვდებით, ლომვარდის ქუჩის გარდა, აუცილებლად უნდა შეიაროთ ამ ქუჩაზეც. რატომ? იმიტომ რომ აქ სან-ფრანცისკოს ყველაზე ლამაზი შენობები მდებარეობს.  აქ ვიქტორიანული სტილის სახლები დგას, რომლებსაც "Painted ladies" ეძახიან..ასეთი სტილის სახლები რამოდენიმე ადგილასაა შემორჩენილი, მაგრამ ყველაზეცნობილი მაინც შტეინერის ქუჩაა, რადგან პირველი ასეთი სახლები სწორედ აქ აშენდა. მოდა "Painted ladies" სტილის სახლებზე 1849 წელს დაიწყო და 1915 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში სან-ფრანცისკოში 48 ათასზე მეტი სახლი აშენდა, რომელთა განმასხვავებელი დეტალი ის იყო, რომ ლამაზ, ელეგანტურ ფერებში ღებავდნენ და ჩუქურთმებით ამშვენებდნენ. ფერები უამრავი იყო, მათ შორის მწვანე, ვარდისფერი, ფორთოხლისფერი, ყავისფერი და ყვითელიც კი.   article3116steiner-street-002steiner-street-003steiner-street-004სწორედ ამიტომ დაერქვა ამ სტილის სახლებს "გაპრანჭული ქალბატონები" ანუ  "Painted ladies". მათი უმეტესონა 1892 - 1896 წლებშია აშენებული. დასახელება მწერლების - ელიზაბეტ პომადას და მაიკლ ლარსენის დამსახურებით გაჩნდა, რომლებმაც 1978 წელს წიგნი გამოსცეს, რომელიც სწორედ ამ სახლებზე იყო: "Painted Ladies — San Francisco’s Resplendent Victorians"  ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ მეტსახელი მყარად დამკვიდრდა ყოველდღიურ საუბარში და ამის შემდეგ ამ სტილის ყველა სახლს სწორედ ასე მოიხსენიებდნენ.  გაპრანჭულ ქალბატონებს შეხვდებით ბალტიმორში, ცინცინატიში, კეიპ-მეიში, სენტ-ლუისში და კიდევ ბევრ ქალაქში.   steiner-street-005სახლების დიდი უმრავლესობა სან-ფრანცისკოს 1906 წლის მიწისძვრის და შემდგომი ხანძრის შედეგად განადურდა. გარდა ამისა, პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს შენობები ნაკლებად მყვირალა, ნაცრისფერ ფერებში გადაღებეს. ხოლო ქუჩა, სადაც განადგურებას ყველაზე მეტი სახლი გადარჩა, შტაინერის ქუჩა იყო.steiner-street-006steiner-street-008სახლები აქაც გადაღებეს და უამრავი წლის განმავლობაში ქუჩაზე ერთნაირი, ნაცრისფერი შენობები იდგა, მაგრამ ერთხელ მხატვარმა ბუჩ კარდუმმა, რომელიც ერთ-ერთ ასეთ სახლში ცხოვრობდა, გადაწყვიტა თავიდან მოეხატა შენობა, რომელიც თავის დროზე თეთრი იყო, ცისფერი და მწვანე აქცენტებით. მხატვარს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა მაგრამ მათ, ვისაც ბუჩის იდეა მოეწონათ, გადაწყვიტესსაკუთარი სახლებისთვისაც მიეცათ პირვანდელი სახე.  ბუჩს მალე შეუერთდნენ ტონი კატალეტიჩი, ბობ ბანერი და ჯეისონ ვონდერი. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ გაპრანჭულმა ქალბატონებმა ისევ დაიბრუნეს ადრინდელი სილამაზე. სარესტავრაციო სამუშაოებმა პიკს 1970-იან წლებში მიაღწია.  თუმცა ეს სამუშაოები  დღემდე გრძელდება.steiner-street-010steiner-street-011steiner-street-014steiner-street-018დღეს შტეინერის ქუჩა ისტორიული ადგილია, რომელსაც უამრავი ტურისტი სტრუმრობს და სახლები  ძალიან იშვიათად იყიდება.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %