ოცი ქალაქი რომელიც ზამთარში უნდა მოინახულო – ნაწილი II
ზამთარში ადამიანების უმეტესობას მოგზაურობა არ ეხალისება. რა ჯობია სახლში თბილად ჯდომას, პლედში გახვევას და კაკაოს წრუპვას... და მაინც, არის ქალაქები, რომელიც სწორედ ზამთარშია ყველაზე ლამაზი, ჯადოსნური და დაუვიწყარი. ისეთი, როგორიც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ისინი ამართლებენ დახარჯულ დროს, გათოშილ ხელ-ფეხს და გაყინულ ცხვირს. მათგან ყველაზე ლამაზი ზამთრის მოგონებებით დაბრუნდებით. ჩვენ კი ქალაქების ჩამონათვალის მეორე ნაწილს გთავაზობთ:
პარიზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 520 კილომეტრის მანძილზე მდებარე დასახლებულ პუნქტს თავზე უზარმაზარი მთა - მონ ეგი დაყურებს. მთა ზღვის სიმაღლიდან დაახლოებით 2000 მეტრზეა და სხვანაირად "მიუწვდომელ მთად" მოიხსენიებენ - მასზე ნებისმიერი ფერდობიდან ასვლა ძალიან საშიშია. პირველად მწვერვალზე 1492 წელს ავიდნენ და ითვლება, რომ სწორედ მასზე ასვლის შემდეგ დაიბადა ალპინიზმი, როგორც ასეთი.
ჩეხეთის ცნობილი ციხესიმაგრე პრაღიდან 120 კილომეტრში მდებარეობს. დასახელება სიტყვა"იდაყვი"-დან მომდინარეობს - მდინარე ოგრჟეს, რომელიც ციხესთან მოედინება, ამ ადგილას მოხრილი მკლავის ფორმა აქვს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ციხეს საზღვრის დაცვის დანიშნულება ქონდა. წერილობით ისტორიულ წყაროებში პირველად 1234 წელს გვხვდება, ხოლო კითხვაზე პასუხი - ვინ ააგო ციხე - დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.
რეინე, მეთევზეთა პატარა სოფელი ლოფოტენის კუნძულებზე, ნორვეგიაში მდებარეობს. აქ სულ 350-მდე ადამიანი ცხოვრობს და 1743 წლიდან მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტია. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაციისგან საკმაოდ დაშორებულია, ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ტურიზმი. აქ ზამთარი ყველაზე ლამაზია, რადგან მიმდებარე გორები ქათქათა თოვლით იფარება, რომელის ფონზეც ხასხასა ფერებში შეღებილი სახლები კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყურება.
ეს პატარა ქალაქი ულამაზესი ტყით და ორიგინალური ხიდითაა ცნობილი, რომელიც ზამტარში განსაკუთრებით ზღაპრულად გამოიყურება.

ეს ქალაქი გრელანდიის ყველაზე მიუდგომელი დასახლებული პუნქტია- აქ მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით თუ მოხვდები, ჯერ თვითმფრინავით, (რეისები სრულდება კვირაში ორჯერ, კონსტებლ-პინტიდან), შემდეგ ვერტმფრენით ან ნავით. ისიც წელიწადში რამოდენიმე თვის განმავლობაში. ქალაქი 1925 წელს დაარსდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ისტორიულად დათვებზე და ვეშაპებზე ნადირობით ირჩენდნენ თავს.
ენდელბერგი შეიცარიის კურორტია. ლეგენდის თანახმად ქალაქი სათავეს ბენედიქტური მონასტრისგან იღებს: Konrad von Sellenburen-ის მონასტრის დამაარსებელს ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც წმინდა მიწაზე მიუთითა. როდესაც მონასტერი ააშენეს - 1120 წელს, ორ აბატს ხილვა ქონდა - მონასტრის ახლოს არსებულ მთაზე მათ დაინახეს ანგელოზების გუნდი, რომლებიც ღმერთს უგალობდნენ. აქედან მოდის ქალაქის სახელწოდებაც, რომელიც ანგელოზების მთას ნიშნავს.ანგელოზი ქალაქის ღერბზეა გამოსახული. ხოლო ანგელოზის ათასგვარ ფიგურებს ქალაქში ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.
ლეგენდის მიხედვით, შტრამბერკის ციხე-სიმაგრე ტამპლიერების ორდენის მიერაა აგებული. სინამდვილეში, ციხე-სიმაგრე XIV საუკუნეში მორავიის მარკგრაფებმა ან ბენეშოვცევების გვარმა ააშენა. ციხე-სიმაგრის დანიშნულება მორავიის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვა იყო. ცოტა ხანში ციხე-სიმაგრის ირგვლივ პატარა დასახლება გაშენდა, რომელმაც ქალაქის სტატუსი 1359 წლის 4 დეკემბერს მიიღო. აქაურობის მთავარი ღირსშესანიშნაობა ციხე და მის თავზე აღმართული ყველაზე მაღალი კოშკია, რომლიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. აქაურობა განთქმულია უნიკალური, უგემრიელესი ტკბილეულითაც.
იამნიკი პატარა სოფელია სლოვენიაში. აქაურობა ცნობილია პატარა ეკლესიით, რომელის სოფლისგან მოშორებით, გორაკზე მდებარეობს. ტაძარი წმინდა პრიმის და ფელიციანის სახლობისაა.
ფონზე მოჩანს მწვერვალი ფიცროი (Cerro Fitzroy, Cerro Chaltel, Chaltén, Monte Fitz Roy) — არგენტინის და ჩილეს საზღვარი, პატაგონია. სიმაღლე 3405 მეტრი. ეს პატარა სოფელი მწვერვალთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია. აქ მოხვედრა ელ-კალაფატედან მომავალი ტურისტული ავტობუსებითაა შესაძლებელი.
ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც უხვთოვლიანობითაა ცნობილი. თოვლის ნალექების საშუალო რნ-ბა წლიურად 9.30 მეტრია.
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
11. შიშილიანი, საფრანგეთი

2. ლოკეტი, ჩეხეთი

3. რეინე, ნორვეგია

4. ლანგვისი, შვეიცარია

5. სიგლუფიორდური, ისლანდია

სიგლუფიორდური ქვეყნის ჩრდილოეთით, გრელანდიის ზღვის სანაპიროზე, ნახევარკუნძულ ტრიოლლასკაგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის საერთო ფართობი სულ 155 კვადრატული კილომეტრია და დედაქალაქიდან 401 კილომეტრითაა დაშორებული. აქ მანქანით გადაადგილება მხოლოდ გვირაბების გაყვანის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მეთევზეების ეს პატარა ქალაქი ზამთრობით სიამოვნებით მასპინძლობს ტურისტებს. ქალაქში მდებარეობს მეთევზეობის მუზეუმი და ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება მეთევზის დღესასწაული
6. იტოკორტოორმიიტი, გრელანდია

6. ენგელბერგი, შვეიცარია

7. შტრამბერკი, ჩეხეთი

8. იამნიკი, სლოვენია

9. ელ-ჩალტენი, არგენტინა

10. დამიულსი, ავსტრია
