საბერძნეთის კუნძულები - სანტორინი

რა უნდა მოვინახულოთ საბერძნეთში, თუ არა მისი პატარ-პატარა, ლურჯ სივრცეში გაბნეული კუნძულები? ათენის და მეტეორას მონახულების მერე ტურისტების უმეტესობა სანტორინის მიაშურებს ხოლმე - ფილმებში და ბროშურებში ყველაზე კარგად რეკლამირებულ ადგილს.  სანტორინიზე იპოვით წითელ კლდეებს, შავ პლაჟებს, თეთრ ქარის წისქვილებს, ლურჯ ზღვას და საუკეთესო განწყობას  - იმას, რაც სანტორინის საბერძნეთის სავიზიტო ბარათად აქცევს.  

 

10801660095_1e02223fc2_z   10801710806_1b9f04b2cb_z

 

საინტერესო ფაქტები სანტორინის შესახებ:

  • სანტორინის კუნძული ყოფილი ვულკანია, რომელმაც, როგორც ფიქრობენ კრეტაზე არსებული მინოსის ცივილიზაცია დაასამარა
  • ვულკანური წარსულის გამო აქ შეხვდებით თეთრ, შავ და წითელქვიშიან პლაჟებს
  • სანამ სანტორინი ეწოდებოდა, კუნძულს კალისტე ერქვა, რაც "ყველაზე ლამაზ"-ს ნიშნავს
  • მიუხედავად მშრალი და ცხელი კლიმატისა, აქ ვაზის და ღვინის კულტურა ფართოდაა გავრცელებული

 

  10801728246_d15a7cfe2c_z   10801809984_e56ed84bea_z

 

რა ვაკეთოთ სანტორინიზე?

 

ყველაზე მარტივი კომფორტული  და ლამაზხედიანი ტერასის მოძებნა და აქვე დარჩენაა. ღვინის წრუპვა, გემრიელი სალათა ჩერი პომიდორებით და ზეთისხილით, მზის ჩასვლის ხედები... მაგრამ იმ შემთხვევაში თუ  აქტიური ცხოვრება გიზიდავთ, სანტორინი ბევრ სიურპრიზებს გთავაზობთ: შოპინგი ფირაში ფირა სანტორინის დედაქალაქია. ეს ის ადგილია, სადაც საკრუიზე გემების უმეტესობა ჩერდება. აქ უამრავი დიდი და პატარა სასტუმროა და შოპინგისთვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ საინტერესო სუვენირებს, ხელოვნების ნიმუშებს ან სამკაულებს ეძებთ, აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ფირას ვიწრო ქუჩებში

 

  10801851213_40daf32893_z   10972549716_13f48dacef_z

 

სანახაობრივი ტური ოიაში სანტორინის პატარა სოფელი, სადაც იპოვით წითელ კლდეებს და იმ ლურჯსახურავიან თეთრ ეკლესიებს, ასე რომ მოგვწონს ღია ბარათებზე.  მის სანახავად სულ რამოდენიმე საათია საკმარისი - ფირადან შეგიძლიათ ავტობუსს გაყვეთ, უმჯობესია საღამოს საათებში- საკრუიზო გემების და ზღვის ჩასვლის ულამაზესი ხედების გადასაღებად. მზის ჩასვლით ტკბობა როგორც უკვე აღვნიშნეთ - ოიადან მზის ჩასვლის ყურება აუცილებელი სანახაობების სიაში შედის. ნავით ღია ზღვაში გასვლა ამ სანხაობას კიდევ უფრო ლამაზს ხდის  

 

10972582665_df3dfc9da0_z

 

Fish Spa თუ არასოდეს გიცდიათ, სანტორინი ის ადგილია, სადაც პატარა თევზებს შანსი უნდამისცეთ. ფირაში უამრავი Fish Spa-ა. დაჯექით სავარძელში, მოდუნდით, და მიეცით თევზებს თქვენი გალამაზების საშუალება. დამერწმუნეთ, ასეთი მხიარული გასართობი აქ სხვაგან არ შეგხვდებათ

 

  10972596675_446e422e8b_z

 

გასეირნება სახედარით ბერძნულ ფილმებში ნანახი კადრები სანტორინიზე რეალობა ხდება.  სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ბილიკებს ფირაშიც და ოიაშიც შეხვდებით. ციცაბო ბილიკების დასასრულს შეგიძლიათ სანტორინის კალდერას ხედებით დატკბეთ. ასეთი სეირნობისას უმჯობესია, თუ კაბას სახლში დავტოვებთ.  

 

10981319686_6c8711f362_z   3-night-santorini-tour-from-athens-in-athens-117734   Fira-37765   hotel-volcano-view-villas02

 

პლაჟები სანტორინიზე უამრავი ფერადი პლაჟია, მათ შორის Perissa Beach, კრისტალურად სუფთა წყლით და შავი ქვიშით. 5 ევროდ 2 შეზლონგს და პლაჟის ქოლგას მიიღებთ, აქვეა რესტორნები და ბუნგალოებიც. სხვა პოპულარული პლაჟებია Kamari Beach, Monolithos Beach (საუკეთესოა ბავშვებით მოგზაურობისას) და Red Beach (იზოილირებული, წიტელქვიშიანი პლაჟი, სად მოსახვედრადაც პატარა ლასქრობაა მოსაწყობი) დიდი რაოდენობის ტურისტები - სანტორინი ძალიან პოპულარულია და შესაბამისად, აქ ტურისტების დიდი ჯგუფები ყოველ კუთხეში შეგხვდებათ. თუ საკრუიზო გემების მგზავრებს გინდათ ტავი აარიდოთ, მოინახულეთ ფირა დილით ან სარამოს. თუ ოიაში გინდათ წასვლა, ჯობია შუადღეს ესტუმროთ - ხალხი ნაკლებია და გადასაღებადაც ძალიან ლამაზი.

 

Sunset in Oia, Santorini. Here is my version of the sunset shot in Oia. This is a blend of 3 shots, 1.3 to 20 seconds, processed as follows: 1) Reduce noice on all 3 raws. 2) Create HRD in Photomatix 3) Blend using Exposure Fusion, sliders set to produce the most natural looking image while still showing some detail in the very dark areas. 4) PS smart sharpen. 5) PS burn the bottom 6) Nik Brilliance and warming 7) Nik Indian summer to warm th elights, masked to not affect the rest. 8) Nik sunlight, brushed over the buildings to add more light 9) Nik Glamour Glow to remove detail in the dark areas. 10) Detailed curves lightening pn windmills. 11) Dodge buildings that were too dark.

ოია, სანტორინი...

 

santorini9-e1423833422883  santorini_2643434b   santorini_panorama_sunrise-1     santorini-shore-excursion-private-scenic-tour-of-santorini-including-in-santorini-104223

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %