8 ფაქტი რომელიც უნდა იცოდეთ სანამ ვენას ესტუმრებით

ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც შეხება ჰქონდა როგორც რომაელებთან, ასევე ბარბაროსებთან, ვენასთან შეაჩერეს მონღოლი მეომარი ურდოებო და დაამარცხეს ოსმალთა იმპერიის ჯარები.

დღეს ვენა ვალსის, ხელოვნების, მუსიკის ქალაქია, დიდი ტაძრებით, მდიდრული რეზიდენციებით, საოპერო სახლებით, თეატრებით და მუზეუმებით. მას ხშირად ოცნებების ქალაქსაც უწოდებენ.

წარმოგიდგენთ 8 საინტერესო ფაქტს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ქალაქის შესახებ.

 

ვენაში მდებარეობს მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი  Tiergarten Schönbrunn-ი, რომელიც 1972 დაარსდა.

Tiergarten Schönbrunn in vienna, ენის ზოოპარკი, მსოლიოს უძველესი ზოოპარკი

ვენა ერთადერთი დედაქალაქია, რომელიც საკუთარ ღვინოს აწარმოებს, რისთვისაც  დაახლოებით 1500 ჰექტარი ვენახი აქვს გაშენებული. ყველაზე ცნობილი ღვინის სახეობებია Riesling, Weissburgunder and Grüner Veltliner.  ვენაში მოგზაურობისას არ დაგავიწყდეთ ქალაქში ცნობილი ტავერნის Heurigers -ის სტუმრობა, სადაც ადგილობრივი წარმოების ღვინოს დააგემოვნებთ.

vines in vienna Riesling, Weissburgunder and Grüner Veltliner

ვენაში ყოველწლიურად 300-მდე წვეულება ტარდება.

balls in vienna, წვეულება ვენაში

ცნობილი კომპოზიტორების უმეტესობა ვენაში ცხოვრობდა მათ შორის მოცარტი, ბეთჰოვენი, იოჰან შტრაუსი და სხვა. ისინი ამ ქალაქში ცხოვრებას ანიჭებდნენ უპირატესობას.

ვენა,  მოცარტი, ბეთჰოვენი, იოჰან შტრაუსი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი 4 საოკუპაციო ზონად დაიყო, რუსეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და ა.შ.შ-ის.

vienna was divided in 4 zones during world war 2, ვენა 4 ნაწილად დაიყო, მეორე მსოფლიო ომი

თოვლის გლობუსი 1900 წელს ვენაში შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოგონება შემთხვევითი იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მასიური წარმოება დაიწყო.

ვენური ყავა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ვენის ყავის სახლებს ხშირად შემდეგნაირად აღწერენ : „ადგილი სადაც დროით და სივრცით სიამოვნებას იღებ, მაგრამ ქვითარში მხოლოდ ყავის საფასურს ნახულობ.“

ვენა ორ კლიმატურ ზონაში მდებარეობს : ევროპული გარდამავალი და პანონიანი.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %