აღმოაჩინეთ როდოსი
როდოსი ყველაზე დიდი კუნძულია დოდეკანის კუნძულებიდან. ის ხშირად ყველაზე სასურველი საზაფხულო დასვენების ადგილია საბერძნეთში, რადგან მასში გაერთიანებულია ისტორია, საინტერესო კულტურა, აქტიურi ღამის ცხოვრება. ის ყველაზე პრეტენზიული ვიზიტორის მოთხოვნებსაც კი დააკმაყოფილებს. ლამაზი სოფლები, ისტორიული მონუმენტები, არქეოლოგიური ადგილები, ხმელთაშუა ზღვის ციხესიმაგრეები და ულამაზესი სანაპიროები, მიზეზების ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც როდოსი უნდა მოინახულოთ.
ტურები როდოსის მიმართულებით შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე Turebi.Ge.
ძველი ქალაქი
ქ.როდოსის ძველი ნაწილი (მას ძველ ქალაქსაც უწოდებენ), ყველაზე დიდი ხმელთაშუა ზღვის ქალაქია ევროპაში. საერთაშორისო დონეზე, ის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონუმენტად ითვლება და UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი 1988 წლიდან. ვიწრო ქუჩები, კლასიკური არქიტექტურა, ხმელთაშუა ზღვის სტილში აგებული ეკლესიები და ხიდები უნიკალურ ატმოსფეროს შეგიქმნით და სხვა ეპოქაში გაგრძნობინებთ თავს.
ლიდოსი
ლიდოსი ძველი ქალაქია, ის როდოსის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, თვალწარმტაცი ნაწილია, მომხიბვლელი ქალაქებით, ვიწრო ქუჩებით. ლინდოსის აკროპოლისი, უძველესი ტაძრებით და კოშკებით, მომაჯადოებელი და საბერძნეთის ყველაზე მონახულებადი არქეოლოგიური ადგილია.
პეპლების ველი
როდოსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კლდეებით გარშემორტყმულ პეპლების ველს იხილავთ, უამრავი ხით და წყლის პატარა ნაკადულებით. ივნისიდან სექტემბრამდე ეს ველი სხვადასხვა ფერის პეპლებითაა სავსე და იდეალური ადგილია ცხელ ზაფხულში განტვირთვისათვის. ველთან ახლოს მდებარეობს კაფე-ბარები და რესტორნებიც.
როდოსის არქეოლოგიური მუზეუმი
როდოსის არქეოლოგიურ მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ დოდეკანის კუნძულებზე აღმოჩენილი სკულპტურები, ქანდაკებები, კერამიკა და სხვა არტეფაქტები, რომლებიც რომის, მიკენურ, ელინისტურ და არქაულ პერიოდებს მიეკუთვნება.
წყლის პარკი
როდოსის წყლის პარკი არაჩვეულებრივი ადგილია ბავშვების, ოჯახებსა და მეგობრებისთვის. ბევრი აუზი, მრავალფეროვანი ატრაქციონები, გამაგრილებელი სასმელები და მხიარული გარემო, დასამახსოვრებელ დღეს გპირდებათ. წყლის პარკი კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან პარკის მიმართულებით უფასო ავტობუსი დადის.
სანაპიროები
აუცილებლად ეწვიეთ ფალიკარის, ლინდოს და წმ.პავლეს ყურეში მდებარე სანაპიროებს, ისინი ცნობილია თავისი გრძელი ქვიშიანი სანაპიროებით, ლურჯი ზღვით და აქტიური ღამის ცხოვრებით.
.