10 შენობა, სადაც მოჩვენებები დააფიქსირეს

რასაკვირველია, ეს შეიძლება ფოტომანიპულაციებია, თანაც საკმაოდ კარგი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ მსგავსი ისტორიების მოსმენა, განსაკუთრებით ღამე და მეგობრების წრეში, საკმაოდ ექსტრემალური გასართობია.

1. ედინბურგის ციხე-სიმაგრე, შოტლანდია

7794760-1000-1458130633-Ed

თუ აადგილობრივების მონაყოლს დავუჯერებთ, ამ ციხე-სიმაგრეში რეკორდული რაოდენობის მოჩვენებები ცხოვრობენ. ოლივერ კრომველის არმიის მედოლეს სული, ძაღლის მოჩვენება, რომელიც სასაფლაოზე დასეირნობს ხოლმე, ფრანგი ტყვეების  და ქალაქის მაცხოვრებლების სულები, რომლებიც შავი ჭირის ეპიდემიის დროს გარდაიცვალნენ. ისტორიები ძალიან ბევრია. უამრავი ტურისტი აღნიშნავს, რომ შენობაში სიარულისას მართ ესმით გაურკვეველი წარმოშობის ხმები, ადამიანების კვნესის და გმინვის და სიარულის  ხმები. უამრავი მათგანი აღნიშნავს რომ შენობაში შესვლისას ძალიან ითრგუნებიან.

 

2. მირტის პლანტაცია, ლუიზიანა, აშშ

7794310-1000-1458130633-Mirtle

ეს აშშ-ს ყველაზეცნობილი მოჩვენებებიანი სახლია. პლანტაციაში შავკანიანი ზანგი მონა ქალის, ქლოეს სული დაბოდიალობს. ლეგენდის მიხედვით, მონათმფლობელმა მონას მაშინ წაასწრო, როცა ეს უკანასკნელი კართან იდგა და მიყურადებას ცდილობდა. გაბრაზებულმა მონათმფლობელმა მონას ყური მოაჭრა. განაწყენებულმა მონა ქალმა პატრონს მოწამლული ღვეზელი გამოუცხო, რომელიც შემთხვევით მისმა ცოლმა და სამმა ქალიშვილმა მიირთვეს და გარდაიცვალნენ. გაბოროტებულმა და განრისხებულმა მონათმფლობელმა მთელი რისხვა პლანტაციის მონებს დაატეხა თავს და დასაჯა ყველა, ვინც, მისი აზრით, ამ ამბავში იყო დამნაშავე. რისხვას გადარჩენილ ქლოე დანარჩენმა მონებმა ლინჩის წესით გაასამართლეს და მოკლეს. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა მოჩვენება პლანტაციის ტერიტორიაზე.

3. ქვინს-ჰაუზი, ლონდონი, აშშ

7794360-1000-1458130633-Queens

ეს თეთრი სახლი, რომელიც შავი ხითაა გაფორმებული, სხვადასხვა დროს ანა ბოლეინის, ქეთრინ ჰოვარდის (ჰენრი მერვის მეხუთე ცოლი), ლედი ჯეინ გრეის, დედოფალ ელიზაბეთ პირველის საპყრობილე იყო. დღეს სახლის კიბეებზე რუხი ლედის მოჩვენებას აწყდებიან, თუმცა მოჩვენების ვინაობა დღემდე დადგენილი არაა.

1966 წელს ფოტოგრაფმა რალფ ჰარდიმ მოახერხა და მოჩვენების სილუეტი ფირზე დააფიქსირა. კოდაკის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კადრი აუთენტურია და გაყალბებას ადგილი არ ქონია. ქუინს-ჰაუზში მოჩვენების გარდა სხვა ანომალიებსაც ვხვდებით - ისმის ბავშვთა გუნდის სიმღერის ხმა და რამოდენიმე ადამიანმა ნახა ქალის მოჩვენება, რომელიც იატაკიდან სისხლს წმენდა.

4. ნიუბის ეკლესია, ჩრდილო იორკშირი, დიდი ბრიტანეთი

7794260-1000-1458130633-Newby

ნიუბის ეკლესია მოჩვენებების სიუხვით არ გამოირჩეოდა და 1963 წლამდე ჩვეულებრივი ეკლესია იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკლესიის პასტორმა საკურთხეველის ფოტო გადაიღო და მასზე დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლის ფანტომი დააფიქსირა, ეკლესიის პოპულარობამ ერთი-ორად იმატა.  ფოტოზე გამოსახული მოჩვენება იმდენად რეალურია, რომ ხელოვნურად დამუშავებულს გავს, თუმცა ექსპერტებმა დიდი კვლევა-ძიების შემდეგ დაასკვნეს, რომ ფოტო ნამდვილია და არანაირ მანიპულაციას ადგილი არ ქონია.

5. პორტ-არტურის ციხე, ტასმანია, ავსტრალია

7794710-1000-1458130633-Port_Arthur_Penitentiary

6. ვინჩესტერების სახლი, სან-ხოსე, კალიფორნია, აშშ

7794210-1000-1458130633-o-WINCHESTER-MYSTERY-HOUSE-facebook

სახლი იარაღის მწარმოებლის, ოლივერ ვინჩესტერის ცოლს, სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1884 წელს შეიძინა.  ბავშვის, ხოლო შემდეგ ქმრის გარდაცვალების შემდეგ სარამ მედიუმს მიაკითხა, რომელმაც უთხრა, რომ უბედურებები იმ ადამიანთა სულების გამო ხდებოდა, რომელიც ვინჩესტერების მიერ წარმოებული იარაღით მოკლეს.

იმისათვის, რომ შურისმაძიებელი სულები ვეღარ მიწვდომოდნენ, სარამ სახლის რეკონსტრუქცია ჩაატარა და უზარმაზარი ლაბირინთი შექმნა, სადაც მარტო ფანჯრების რაოდენობა ათი ათასამდეა. სარას გარდაცვალების შემდეგ სახლში უცნაური მოვლენები დაიწყო: სარკეებში ჩნდებოდნენ აჩრდილები, თავისით იხურებოდა კარებები, ნივთები იცვლიდნენ ადგილებს. მისტიური ვერსიის თანახმად, შურისმაძიებელი სულები დღემდე დაბოდიალობენ შენობაში და სარას ეძებენ. სახლი კალიფორნიის ყველაზე ექსტრავაგანტული ღირსშესანიშნაობაა და უამრავ ტურისტს იზიდავს, რომლებიც აქ მძაფრი შეგრძნებების საძიებლად ჩამოდიან.

7. ბერი პოუმროის ციხე-სიმაგრე, დევონი, დიდი ბრიტანეთი

7794160-1000-1458130633-Pomeroy

ამ ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მოხვედრილი ადამიანები უმიზეზო სევდას, გუნება-განწყობის ცვალებადობას და დეპრესიას უჩივიან. გავრცელებული აზრით ამის მიზეზი თეთრი ლედის აჩრდილია, რომელსაც არაერთხელ გადააწყდნენ ციხე-სიმაგრის კედლებში. ადგილობრივი მოსახლეობა იძახის, რომ ეს მარგარეტ პოუმროის სულია, რომელიც საკუთარმა დამ ელეონორმა შურის ნიადაგზე ჩაკეტა ერთ-ერთ კოშკში და 20 დღის მანძილზე აშიმშილებდა, სანამ პატიმარი არ გარდაიცვალა. ყველაზე ხშირად თეთრი ლედის წმინდა მარგარეტის კოშკის თავზე ხედავენ, სადაც ის უჩუმრად დალივლივებს.

8. წმინდა დავითის ტაძარი, უელსი, დიდი ბრიტანეთი

7794510-1000-1458130633-StDavid

ტაძარში წმინდა დავითის  - უელსის მფარველის  წმინდა ნაწილები ინახება, ამიტომაც აქ მომლოცველთა უზარმაზარი რაოდენობა ჩამოდის. 2006 წელს საიმონ ისტოპმა ფოტო გადაიღო, რომელზეც მოჩვენებაა გამოსხული. მისი აზრით ეს წმინდა დავითია, თავისი შუბით. ლეგენდის მიხედვით დავითი ეშმაკს ამ ეკლესიის სახურავზე ებრძოდა.

9. რეიმჰემ ჰოლი, ნორფოლკი, დიდი ბრიტანეთი

7794410-1000-1458130633-Reinhemholl

ტაუნსჰენდების საგვარეულო მამული მსოფლიოში ყავისფერი ლედის მოჩვნების წყალობით გახდა, რომელიც სიცოცხლეში მარკის ტაუნსჰედის ცოლი, დოროთი იყო. მოჩვენება აქ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, ხოლო 1936 წელს ფოტოგრაფმა ინდრე შირმა მისი ფირზე აღბეჭდვა მოახერხა. ეს ფოტო მოჩვენებების ფოტოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა.

10. უივერლი ჰილზის სანტორიუმი, სუისვილი, კენტუკი, აშშ

7794610-1000-1458130633-Sanatory

აშშ-ს ტერიტორიაზეეს ერთ-ერთი ყველაზე ბნელი, პირქუში და დაღვრემილი ადგილია. წარსულში ეს ტუბერკულოზით დაავადებულთა სანატორიუმი იყო და ცნობილი "სიკვდილის გვირაბის" წყალობით გახდა. "სიკვდილის გვირაბი" კორიდორი იყო, რისი გავლითაც გარდაცვლილთა სხეულები ისე გაქონდათ, რომ პაციენტებს არ დაენახათ. მოგვიანებით მოჩვენებები სწორედ ამ კორიდორში გამოჩნდნენ. გარდაცვლილი პაციენტების სულების გარდა, სანატორიუმის ერთ-ერთ ოთახში მედდის მოჩვენებაც ცხოვრობს, რომელიც ორსულად იყო, როცა გაიგო რომ ტუბერკულოზი ქონდა და თავი მოიკლა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %