ქალაქები, რომლებსაც დამახასიათებელი სუნი აქვთ
მოგზაურები ხშირად ამბობენ, რომ ყველა ქვეყანას თუ ქალაქს თავისი "სუნი" აქვს. მართალია, ეს ხატოვანი გამონათქვამია, თუმცა ზოგიერთი ქალაქის შემთხვევაში შეგვიძლია პირდაპირი მნიშვნელობითაც გავიგოთ. ქალაქი ბრისტოლი ასოცირდება ძმრის სუნთან. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ ქალაქს ძმრის სუნი აქვს. ეს ყველაფერი კი გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძმრის გამოყენება სარეველებთან საბრძოლველად დაიწყო.
შოკოლადის მოყვარულებისთვის სასიამოვნო იქნება სტუმრობა ქალაქ იორკში. სწორედ ამ ქალაქში, ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრშია განთავსებული Nestle-ს ქარხანა. ქარს ხშირად მოაქვს ტკბილი შოკოლადის სურნელი და ქალაქიც შოკოლადთან გახდა ასოცირებული.
ედინბურგი გაჯერებულია ლუდის სუნით. შოტლანდიის დედაქალაქში მრავალი ლუდსახარში და არყის ქარხანაა. მათი სუნით ისე გაჯერდა ქალაქი, რომ 2009 წელს აქ "სუნის კონტროლის" კოშიც კი დაამონტაჟეს.
მაროკოს ქალაქი ფეზი ტყავის უძველესი სამშობლოა. ამიტომაც მის ვიწრო ქუჩებში ახალი დამზადებული ტყავის სუნს ყველგან შეიგრძნობთ.
ზოგადად, ინდოეთი სხვადასხვა სანელებლების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა. თუმცა ქალაქი მუმბაი პალმის ზეთისა და დარიჩინის სუნით გამოირჩევა.
დურიანი ეგზოტიკური და მძაფრი სუნით გამორჩეული ხილია. ბანგკოკში ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბაზრობებზე გასაყიდად გამოტანილს ხშირად ნახავთ. თუმცა სუნი იმდენად მძაფრი აქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისი გადატანა აკრძალეს.,