უფროსობის დღე, ანესთეზია და პური - 16 ოქტომბერი

#365დღე #16ოქტომბერი

დღეს ჩვენ გავიგებთ თუ რას აღნიშნავენ მსოფლიოში 16 ოქტომბერს

 

მსოფლიო სურსათის დღე

მსოფლიო სურსათის დღე (World Food Day) 1979 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამოცხადდა და ამის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება 16 ოქტომბერს. ეს დღე ეხმაურება სოფლად სიღარიბის დაძლევისა და სოფლის მოსახლეობის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანეს მიზნებს,  რომელთა მიღწევის ერთ-ერთ ძირითადი გზა სოფლის მეურნეობის განვითარებაა. ამავდროულად ამ დღის მიზანია ყველას შეახსენოს ჯანსაღი კვების აუცილებლობა.

 

პურის საერთაშორისო დღე

პური -  ყველაზე პოპულარული საკვები პროდუქტი, რომლის გარეშეც არ გადის ჩვენი ცხოვრების ერთი დღეც (თუ დიეტა არ ვიცავთ). ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მას  საკუთარი დღესასწაულიც კი აქვს , რომელიც ყოველწლიურად 16 ოქტომბერს აღინიშნება.

 

ანესთეზიის მსოფლიო დღე

ანესთეზიის მსოფლიო დღე  (World Anaesthesia Day) ბევრ ქვეყანაში ზუსტად 16 ოქტომბერს აღინიშნება. ანესთეზიის გამოყენების ისტორია 1846 წლის 16 ოქტომბერს იწყება, როდესაც  ამერიკელმა  ექიმმა თომას მორტონმა ეთერის ნარკოზით ოპერაცია ჩაატარა.

 

უფროსის საერთაშორისო დღე

 

ყოველწლიურად, 16 ოქტომბერს, უამრავ ქვეყანაში აღნიშნავენ  ბოსის ანუ უფროსის დღეს (National Boss's Day)  -  ნებისმიერი კოლექტივის ან ჯგუფის ხელმძღვანელის დღეს. თქვენ თუ მიულოცეთ თქვენს უფროსს?

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %