მსოფლიოს 25 ქალაქი, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება ფოტოობიექტივში. ნაწილი I

ქალაქებ, სადაც არასოდეს ვყოფილვათ, მაგრამ უკვე ბევრჯერ ვიმოგზაურეთ... ეს ის ქალაქებია, რომლებსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ და შესაბამისად, იღებენ ტურისტები...

1 . ფლორენცია, იტალია

2617110-R3L8T8D-1000-flooo   2617160-R3L8T8D-1000-collage000001 ფლორენცია ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია 367 569 მცხოვრებით. 1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად. მდინარე არნოზე გაშენებული ქალაქი ულამაზესი პეიზაჟებით გამოირჩევა. ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მან დიდი გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით და  საუკეთსოდ შენახული რენესანსული ქალაქია. აქაა მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკება - დავითი.აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში შედის უფიცის გალერეა, პონტე ვეკიოს ხიდი, ჯოტოს სამრეკლო,ბობოლის ბაღები და ა.შ....

2. მონრეალი, კანადა

2588560-R3L8T8D-1000-can2617410-R3L8T8D-1000-collage00002 მონრეალი  — ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში. წარმოადგენს ქვეყნის მეორე და ჩრდილოეთ ამერიკის მეშვიდე უდიდეს ქალაქს.

3. ბარსელონა, ესპანეთი

2589060-R3L8T8D-1000-b2617610-R3L8T8D-1000-collage0003 ბარსელონას სიყვარულით ესპანეთის მეორე დედაქალაქსაც ეძახიან. ის კატალონიის დედაქალაქი და სიდიდით  მეორე ქალაქია ესპანეთში, მადრიდის შემდეგ. ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა - გაუდის დაუმთავრებელი შედევრი -Sagrada Familia (წმინდა ოჯახი ტაძარი) ჯერ კიდევ შენდება და თითოეული ქვა, რომლითაც ტაძარი უნდა აშენდეს, ინდივიდუალურად, ხელით მუშავდება. აქვეა  Casa Milà, რომელიც 1984 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. გაუდის კიდევ ერთი შედევრია Casa Batlo, რომელიც 1904-1906 წლებში აიგო და 1990-იან წლებში რეკონსტურქია ჩაუტარდა. ზღვის ფერებში გადაწყვეტლი უნიკალური შენობა ერთი შეხედვით ზღაპრული სამყაროდან მოვლენილს მოგვაგონებს

4. ტაიბეი, ტაივანი

2589560-R3L8T8D-1000-ta2589610-R3L8T8D-1000-collage4 ტაიბეი — ტაივანის დედაქალაქი და ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ქალაქი ამავე დროს ნავსადგურია წყნარ ოკეანეზე. ტაიბეი XVIII საუკუნეში დაარსდა და უკვე XIX საუკუნეში საზღვაო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა.

5. ვანკუვერი, კანადა

2589860-R3L8T8D-1000-v2590160-R3L8T8D-1000-collage005 ვანკუვერი — ქალაქი კანადის დასავლეთ სანაპიროზე, ბრიტანეთის კოლუმბიის უმსხვილესი ქალაქი, სიდიდით მესამე ქალაქი კანადაში (ტორონტოსა და მონრეალის შემდეგ). 2010 წელს ვანკუვერში ჩატარდა XXI ზამთრის ოლიმპიური თამაშები. თვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 600 000 ადამიანს (2006), მაგრამ დიდ ვანკუვერში (Greater Vancouver), 20 გარეუბნის ჩათვლით, ცხოვრობს 2 მილიონზე მეტი ადამიანი.

6. ვენა, ავსტრია

2590910-R3L8T8D-1000-vienna2593060-R3L8T8D-1000-collage006 ვენა- ავსტრიის თეთრი ქალაქი და მსოფლიო მუსიკის ცენტრი. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ადგილებს წარმოადგენს კარლსრიხის ეკლესია, იგივე წმინდა კარლოსის ეკლესიას, რომელიც  მეთვრამეტე საუკუნეში აიგო და შავი ჭირისგან მცველ ეკლესიად ითვლებოდა. 1874–1883 წლებში აშენდა ვენის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა: ავსტრიის პარლამენტი, რომლის წინაც ათენა პალადას ულამაზესი სკულპტურა დგას. ცნობილი ვენური ბალი დღემდე ტარდება ვენის ოპერის შენობაში.

7. ლისაბონი, პორტუგალია

2593360-R3L8T8D-1000-hh2595060-R3L8T8D-1000-collage7 ლისაბონი — პორტუგალიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ლისაბონი აღმართების, დაღმართების და ულამაზესი პანორამული ხედების ქალაქია. კაფეებში და რესტორნებში ზღვის პროდქუტების უზარმაზარი არჩევანია. აქაურობის სავიზიტო ბარათს ტრამვაი წარმოადგენს, რომელიც წითელ-ყვითლადაა შეღებილი და უძველეს, ვიწრო, აღმართებზე შეფენილ ქუჩებს აკავშირებენ ერთმანეთთან. ობიექტივებში კი ყველაზე ხშირად მაინც ლისაბონის ხიდი - Ponte 25 de Abril (25 აპრილის ხიდი) ხვდება. ხიდი ერთი შეხედვით სან-ფრანცისკოს გოლდენ-გეითს მოგვაგონებს, რაც იმის დამსახურებაა, რომ ეს ორი ხიდი სხვადასხვა დროს ერთმა და იმავე სამშენებლო კომპანიამ დააპროექტა.

8. სან-პაულო, ბრაზილია

2596060-R3L8T8D-1000-sp2596160-R3L8T8D-1000-collage8 სან-პაულუ  — ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქი; ი სამხრეთ ნახევრასფეროს უდიდესი და მსოფლიოს სიდიდით მერვე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.  ქალაქში განლაგებულია მნიშვნელოვანი მონუმენტები, პარკები, და მუზეუმები. მათ შორისაა ლათინური ამერიკის მემორიალი, პორტუგალიური ენის მუზეუმი, სან-პაულუს ხელოვნების მუზეუმი, იბირაპუერას პარკი თუ პაულიტას გამზირი, რომელიც ქალაქის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.

9. კიევი, უკრაინა

2598460-R3L8T8D-1000-kiev2598560-R3L8T8D-1000-collage9კიევი — უკრაინის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. მოსახლეობის მიხედვით, კიევი მე-8 უდიდესი ქალაქია ევროპაში. ნაწილი IIნაწილი III
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %