შეფშაუენი - მსოფლიოში ერთადერთი ლურჯი ქალაქი

ლურჯი და ცისფერი ფერის სხვადასხვა ტონალობაში შეღებილი კედლები, ქვის სახლები, პირვანდელი სახით შემონახული შუა საუკუნეების არქიტექტურა შეფშაუენის სავიზიტო ბარათია. მაროკოში ჩასული ტურისტებისთვის  ლურჯი ქალაქი  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.  შეფშაუენი (იგივე შავენი) ადგილობრივების ენაზე „რქას“ ნიშნავს, მისი სახელწოდება იმ რქის ფორმის  მთიდან მომდინარეობს, რომლის ფერდობზეც ქალაქია გაშენებული.  ქალაქის ისტორია 1471 წელს იწყება.  ანდალუსიელმა ემირამ, მოულა ალი-ბენ-მუსაა-ბენ-რაშიდ-ელ-ალამმა ბერბერებისთვის მცირე ზომის დასახლების  და  პორტუგალილებისგან დასაცავად მოროკოს ჩრდილოეთით  ციხე-სიმაგრის აგება გადაწყვიტა.  ემირის გადაწყვეტილებით  შავენი მუსლიმთა  წმინდა ქალაქად ითვლებოდა და სხვა აღმსარებელთა ქალაში მოხვედრა აკრძალული იყო. ამან ერთის მხრივ ქალაქს შუნარჩუნა შუასაუკუნეების არქიტექურა, ხოლო მეორეს მხრივ საფუძველი დაუდო ამბავს, რომელსაც ქალაქში გამგზავრებამდე აუცილებლად მოისმენთ: შუა საუკუნეებში შეფშაუენში სხვა რელიგიის მიმდევართა მხოვედრა სიკვდილით ისჯებოდა. მისი დაარსებიდან XX საუკუნემდე მხოლოდ სამმა ევროპელმა ტურისტმა შეაღწია ქალაქში, ორი მათგანი რამდენიმე საათში გარდაიცვალა , ხოლო მესამემ გამოქცევით უშველა თავს. გავრცელებული ვერსიით, ქალაქის შენობების ლურჯ ტონალობაში შეღებვას ებრაელებს მიაწერენ. იქ ჩასახლებულ ებრაელებს "სეფარადებს" უწოდებდნენ, რომელთა შთამომავლებიც XV საუკუნეში ესპანეთიდან  განდევნეს.  სეფარადებს ლურჯი წმინდა ფერად მიაჩნდათ, მას  ზეცის და ღმერთის ფერს უწოდებდნენ. ევროპის ქალაქებიდან შეფშაუენში მოხვედრა 20 ევრომდე ჯდება. ქალაქში მოიპოვება ჰაშიში, მაგრამ ძნელად მიაგნებთ  ალკოჰოლურ სასმელს გასაყიდად. შავენი ტურისტებისთვის ცნობილია პიტნის ჩაით და თხის ყველითაც. 010203040506070809101114

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %