5 აუზი აზიაში დაუვიწყარი ხედით
ყველა, ვისაც სამხრეთ დასავლეთ აზიაში უმოგზაურია დამერწმუნება, რომ მასპინძლობა ამ რეგიონში ძალიან მაღალ დონეზეა. ტურიზმის და ინფრასტრუქტურის მასობრივმა განვითარებამ და მდიდრული სასტუმროების მშენებლობამ ააყვავა ეს რეგიონი. გთავაზობთ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში 5 ყველაზე მდიდრულ და ლამაზ აუზს, რომლებიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება.
Alila Uluwatu, Bali
ზღვის დონიდან, 100 მეტრის სიმაღლეზე, კირქვის კლდეებზე მდებარეობს სასტუმრო Alila Uluwatu. სასტუმროს აუზიდან იშლება წარმოუდგენლად ლამაზი ხედი აკვამარინისფერ ოკეანეზე და ტროპიკულ ბუნებაზე, ოქროსფერი მზის ჩასვლა კი ყველაფერს ჯადოსნურ ელფერს სძენს.
W Hong Kong
ჰონგკონგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის, W Hong Kong-ის 76-ე სართულზე მდებარეობს აუზი, საიდანაც იშლება ხედი ქალაქზე და ვიქტორიას პორტზე (სასტუმრო Kowloon-ი, ვიქტორიას პორტთან ახლოს ჰონგკონგის კუნძულზე მდებარეობს). მზის ჩასვლის ყურება და ქალაქის ხედი დაუვიწყარი გამოცდილებაა ყველა ტურისტისთვის.
Marina Bay Sands
Marina Bay Sands-ი სინგაპურში მდებარეობს. მის აუზს ნავის ფორმა აქვს, საიდანაც პანორამული ხედი იშლება მთელ სინგაპურზე, ხოლო თვითონ სასტუმრო 3 დიდი შენობისგან შედგება.
Okura Prestige Bangkok
25-ე სართულზე განლაგებულია აუზი, საიდანაც მთელი ბანკოკი როგორც ხელისგულზე ისე ჩანს.
Alila Ubud, Bali
Alila მართლაც რომ განსაკუთრებულ ძალისხმევას, კრეატიულობას, დროს და ენერგიას დებს სასტუმროს დიზაინში. შუაგულ ბუნებაში მდებარე კომფორტული სასტუმრო ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას, მისი აუზიდან კი დაუვიწყარი ხედი იშლება.