18 მაისს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები თბილისში, ახალ აღმაშენებელზე გაიმართება.

  • 18:00 - კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული მსვლელობა - მონაწილეები: ისტორიულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეული, საზოგადოების ცნობილი სახეები, "შავფაროსნები" და ფოლკლორული ანსამბლების წარმოამდგენლები (მსვლელობაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ეროვნების ადამიანს)
  • 19:00 - ბენდი "მუსიკალური ელარჯი"
  • 20:00 გალა-კონცერტი: სუხიშვილები (ახალი თაობა) , ბენდი Refresh -ი & თორნიკე ყიფიანი & მარიამ აბდუშელიშვილი;  ბენდი „ეგარი“, ბენდი  ჩვენებურები“ და    „შავფაროსნების“  საჩვენებელი შოუ.
  • 15:00 საათიდან გამოფენები:
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა - ქართველ მეფეთა შესამოსელი“
  • ისტორიული სამოსი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიული ფოტოებიდან.
  • ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა სამოსის თემატიკაზე
  • ნაციონალური სამოსის სახლის გამოფენა

რაც შეეხება ბათუმს, 18 მაისს კოსტიუმირებული მსვლელობა გაიმართება 16.00 - 17.00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მემედ აბაშიძის ქუჩით ანბანის კოშკამდე თეატრის გავლით.

17:00 საათზე ანბანის კოშკთან ჩატარდება ფოლკლორული კონცერტი.

თბილისის და ბათუმის გარდა, ღონისძიებები ჩატარდება ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორში, კასპში, ახალციხეში, ყვარელში, სიღნაღში, გურჯაანში, საგარეჯოში, ქარელში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %