კოსტა ბრავა - პატარა კულტურული სამოთხე

კოსტა ბრავა ტურისტებს სთავაზობს ევროპის ყველაზე რომანტიკულ, სუფთა, ხელუხლებელ, ქვიშიან სანაპიროს, ვარდისფერ ქვებს, ლურჯ ზღვას, მდიდრულ რესტორნებს, სასტუმროებს, მუზეუმებს, ბაღებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. 

კოსტა ბრავაში მოხვედრა ბარსელონის გავლითაა შესაძლებელი. ჯერ უნდა გადაფრინდეთ ბარსელონას აეროპორტში. თბილისიდან ბარსელონაში გამგზავრება პირდაპირი რეისითაა შესაძლებელი Georgian Airways-ის ავიახაზით, ხოლო ქუთაისიდან Wizzair-ის ავიახაზით. ჩაფრინდებით EL PRAT-ის აეროპორტში, რომელიც ბარსელონიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აეროპორტიდან ქალაქამდე მისვლა შეგიძლიათ აეროპორტის ავტობუსით ან ტაქსით. ბარსელონადან კოსტა ბრავაში შეგიძლიათ გაემგზავროთ ავტობუსით რაც 2-15$-მდე დაჯდება, ტაქსით რაც 120 -150$-მდე დაჯდება ან მატარებლით რაც 4 - 8$-მდე დაჯდება.

წარმოგიდგენთ კოსტა ბრავას კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

სალვადორ დალის სახლ-მუზეუმი

კოსტა ბრავას სანაპიროზე, Cadaqués-სთან ახლოს, ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, სადაც ის 50 წლის მანძილზე ცხოვრობდა. დალიმ მთელი შემოქმედების პერიოდში 1500-მდე ნახატი და ხელოვნების ნიმუში შექმნა. მუზეუმის ბილეთი 22$ ღირს.

სალვადორ დალის სახლ-მუზეუმი , salvador dali museim in costa brava,  costa brava, barcelona, spain

პერატალადა

პერატალადა შუა საუკუნეებში აშენებული დაუვიწყარი, პატარა სოფელია ულამაზესი არქიტექტურით, ბუნებით, სკვერებით და ბაღებით, პატარა რესტორნებით და ბარებით, არტ-გალერეებით და სუვენირების მაღაზიებით. მის ცენტრს the Plaça de les Voltes მოედანი წარმოადგენს.

პერატალადა, peratalada, costa brava,  costa brava, barcelona, spain

Cap Roig-ის ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღი კლდეზე მდებარე სასახლის ქვემოთ მდებარეობს. აუცილებლად ესტუმრეთ მას გაზაფხულზე ან ზაფხულში. უამრავი ლამაზი ყვავილით, ბილიკებით და ხედით ის მართლაც განუმეორებელია.

Cap Roig-ის ბოტანიკური ბაღი , Cap Roig botanic garden in costa brava, costa brava, barcelona, spain

Aqua Brava-ს წყლის პარკი

თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, გიყვართ ცურვა და თუ გსურთ დღე მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად გაატაროთ, მაშინ ესტუმრეთ Aqua Brava-ს წყლის პარკს. ის Cadaqués სამხრეთით მდებარეობს. პარკში შეგიძლიათ აირჩიოთ საცურაო აუზები ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, ამ პარკში ევროპის ყველაზე დიდი ტალღოვანი აუზია.

 costa brava, barcelona, spain, Aqua Brava park, Aqua Brava წყლის პარკი

Cap de Creus-ის ნაციონალური პარკი

საფრანგეთის საზღვრიდან 15 მილის დაშორებით, სამხრეთით მდებარეობს ველური, მაღალმთიანი, ნაციონალური პარკი, ულამაზესი ხედებით, მრავალფერვანი ფლორით და ფაუნით.

 costa brava, barcelona, spain,Cap de Creus state park, Cap de Creus-ის ნაციონალური პარკი

დალის თეატრის მუზეუმი

დალის თეატრის მუზეუმი ტურისტებში ძალიან პოპულარულია. ისეთივე სიურეალისტური და თეატრალური, როგორიც თვითონ დალი იყო, ოქროსფერი და ვარდისფერი ფასადით და ექსტრავაგანტული  ექსპონანტებით. აქ შეგიძლიათ იხილოთ  Mae West ოთხი, ტუჩის ფორმის დივნით, აქვე იხილავთ მანქანის საბურავებისგან დამზადებულ მიქელანჯელოს დავითს და  ხელოვნების სხვა ნიმუშებს.

 costa brava, barcelona, spain, dali theatre museum, დალის თეატრის მუზეუმი

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %