სტოკჰოლმის ხის ხომალდი-მუზეუმი

თუ ოდესმე გიოცნებიათ  ხის იალქნიან ხომალდზე მოხვედრაზე, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ გუსტავ ვაზას ხომალდ-მუზეუმს. სტოკჰოლმში, იურგორდენის კუნძულზე, ვაზას მუზეუმში ნამდვილი, მეჩვიდმეტე საუკუნის ხომალდი ელოდება დამთვალიერებლებს. vasa-museum-001vasa-museum-002ვაზა შვედური საბრძოლო ხომალდია, რომელიც ზღვაში პირველად 1628 წელს ჩაუშვეს. გემს სახელი ვაზას დინასტიის საპატივსაცემოდ დაერქვა, რომელიც იმ დროს შვედეთს მართავდა. გემი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ძვირადღირებული და კარგად აღჭურვილი სამხედრო ხომალდი, რომელიც ფლოტილიას ჩაუდგებოდა სათავეში. გემის მშენებლობით 400 ადამიანი იყო დაკავებული. ხის მასალისთვის მოიჭრა 16 ჰექტარი მუხის ტყე, ანუ ათასზე მეტი ხე. ჩამოასხეს ბრინჯაოს ზარბაზნები. ხომალდის კორპუსი  უამრავი, მდიდრული, მოოქროვილი ხეში ნაკვეთი სკულპტურებით და ფერადოვანი დეკორაციებით მოირთო.  გემის მშენებლობაში საუკეთესო ხელოსნები მონაწილეობდნენ - მღებავები, დურგლები, მხერხავები, მჭედლები და ა.შ.  ახალი ხომალდი სტოკჰოლმის მოსახლეობის სიამაყის საგანი გახდა, მისით ყველა აღფრთოვანებული იყო.   vasa-museum-003   vasa-museum-004vasa-museum-005Regalskeppet Vasa, som bärgades från Stockholms havsbotten efter 333 år. - The Vasa Warship was salvaged from the depths of the sea after 333 years.მაგრამ სამწუხაროდ გემის მშენებლობისას დაშვებული შეცდომების გამო 1826 წლის 10 აგვისტოს, ზღვაში ჩაშვებისთანავე, გემი გადაბრუნდა და ჩაიძირა. გემბანზე ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა. აქ იყვნენ მათი ოჯახებიც, მათ შორის ბავშვები. საბედნიეროდ ვაზა სტოკჰოლმის ნავსადგურიდან მხოლოდ 100 მეტრში ჩაიძირა და ადამიანების უმრავლესობის გადარჩენა მოხერხდა. ხომალდთან ერთად მხოლოდ 30 ადამიანი დაიღუპა. ჩაძირული გემი ზედაპირზე 1961 წლის 24 აპრილს ამოიტანეს. გემს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა და 1990 წლის 16 აგვისტოს მუზეუმიც გაიხსნა. მუზეუმი იურგორდენში, სტოკჰოლმის ცენტრში მდებარეობს. უფრო ხშირად კი მას სკანსენის პარკად, ლუნა-პარკად და ნორდისკის მუზეუმად მოიხსენებენ. ვაზას მუზეუმის დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმია.   vasa-museum-009vasa-museum-010vasa-museum-011რესტავრირებული ხომალდის ირგვლის სამდონიანი იარუსია აშენებული, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ ხომალდი ყველა მხრიდან საფუძვლიანად დაათვალიეროთ. მუზეუმში ხომალდის გარდა შეგიძლიათ იხილოთ ეკიპაჟის ცვილის ფიგურები, პატრიოტული ატრიბუტიკა, ნახატები თავად მეფის გამოსახულებით, რამოდენიმე ძველი ზარბაზანი და გემის უამრავი პატარა მოდელი. აქვეა კინოდარბაზი, სადაც აჩვენებენ ხომალდის ისტორიისადმი მიძღვნილ ფილმებს. აქვეა ინტერაქტიული ატრაქციონი "გადაარჩინე ვაზა". ტარდება ტურები, სადაც მოგემსახურებათ გიდი. vasa-museum-013vasa-museum-016vasa-museum-017vasa-museum-020vasa-museum-027
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %