34 სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო (ნაწილი I)

ონლაინ პორტალზე Quora გადაწყვიტეს მოგზაურებს შორის გამოკითხვა ჩაეტარებინათ - "რომელ ერთ კერძს აირჩევდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებიდან?" გამოკითხვის შედეგები კი ასეთი გამოდგა:

1. ბელგია: მიდიები შემწვარ კარტოფილთან ერთად

14842460-R3L8T8D-1000-Moules-Frites

მიდიებს ბელგიაში ბევრი სხვადასხვა მეთოდით ამზადებენ: ღვინოში, კარაქში, სხვადასხვა მწვანილებში ან ტომატის სოუსში. მაგიდასთან მიაქვთ კარტოფილთან ერთად და ცივ ბელგიურ ლუდსაც მიირთმევენ.

2. ავსტრია: ვენური შნიცელი

14837810-R3L8T8D-1000-2WienerSchnitzel ეს კერძი ავსტრიის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. კლასიკური ვენური შნიცელი ხბოს ხორცის თხელი, დაბეგვილი ნაჭრებია, კვერცხში და ფქვილში ამოვლებული და დიდი რაოდენობით ზეთში ან ნაღების კარაქში შემწვარი. გარნირად, როგორც წესი, მიაქვთ კარტოფილი ან ბრინჯი. მოსართავად გამოიყენება ლიმონი და მწვანილი.

3. არგენტინა: ასადო

14837860-R3L8T8D-1000-3Asado

თითქმის ყველა არგენტინულ ოჯახში შეხვდებით გრილს, რომელზეც ეს კერძი მზადდება. როგორც წესი ასადოს მომზადებით მამაკაცები- ასადორები არიან დაკავებულები. ესაა ნაკვერჩხლებზე შემწვარი ხორცი, რომლის გემოც მზარეულის ჯადოქრობაზეა დამოკიდებული. ასადოს მიირთმევენ პურთან, სალათასთან, ჩიმიჩურის სოუსთან და წითელ ღვინოსთან ერთად.

4. კანადა: პუტინი14842560-R3L8T8D-1000-Poutine

ეს ძალიან კალორიული კერძი კვებეკის მოსახლეობის საყვარელი დელიკატესია. კერძის შემადგენლობაში შედის სპეციალური სოუსი, ბევრ ცხიმში შემწვარი კარტოფილი და ყველი.

5. ბრაზილია: ფეიჟოადა.

14837760-R3L8T8D-1000-5Feijoada

ამ მრავალფეროვანი და საასრგებლო კერძის მთავარი ინგრედიენტებია შავი ლობიო, შემწვარი ხორცი - საქონლის ან/და ღორის, მანიოკის ფქვილი და ადგილობრივი სანელებლები. გარნირად გამოიყენება ბრინჯი, კომბოსტო, ლიმონის ნაჭრები და ცხარე სოუსი.

6. ავსტრალია: მცურავი ღვეზელი

14844360-R3L8T8D-1000-1Piefloater

ავტრაიელებს საყვარელი კერძი ერთდროულად სასარგებლო და ლამაზია - ბარდის კრემ-სუპში ხორცის ღვეზელი ცურავს. შესანელებლად, სურვილის მიხედვით, პამიდორის საწებელი და ძმარი გამოყენება. ეს ერთგვარი სუპი განსაკუთრებით ცივ ამინდებშია პოპულარული.

7. ჩინეთი - სიაო ლონგ ბაო

14846410-R3L8T8D-1000-Xiaolongbao

8. ხორვატია: ყველი Paški14851660-R3L8T8D-1000-Pakisircheese

ცხვრის ყველი, რომელსაც ხორვატიაში მხოლოდ კუნძულ პაგზე ამზადებენ, მთელ მსოფლიოშია განთქმული.

9. ეგვიპტე: მოლოჰია

14851960-R3L8T8D-1000-Molokhia

კერძის სამშობლო ეგვიპტეა, თუმცა აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მის უამრავ ვარიაციას შეხვდებით. ორიგინლურ, ეგვიპტურ რეცეპტში მოლოჰია მზადდება მოლოჰიას ფოთლებისგან (მწარე გემოს მქონე ბოსტნეული), რომელიც ნიორთან და ქინძთან ერთად იხარშება.  სუფრაზე მიაქვთ ლიმონის ნაჭრებთან, ბრინჯთან, ქათმინა ან კურდღლის ხორცთან ერთად.

10. ინგლისი : როსტბიფი იორკშირული პუდინგით

14853760-R3L8T8D-1000-RoastBeefYorkshirePudding

11. საქართველო: ხაჭაპური

14849910-R3L8T8D-1000-Khachapuri საქართველოში უამრავი  სახის ხაჭაპური მზადდება, თუმცა განსაკურებული პოპულარობა აჭარულ ხაჭაპურს აქვს - ნავის ფორმის ცომი, უამრავი ყველით და ზედ დახლილი კვერცხით ზღვისპირა კურორტების მენიუს განუყოფელი ნაწილია.

12. ჰოლანდია: დამარილებული ქაშაყი

14853960-R3L8T8D-1000-Sousedherring

ქაშაყის მირთმვა ბევრნაიად შეიძლება, თუმცა თვითონ ჰოლანდიელები ქაშაყის ნაჭრებს გემრიელი, ახალგამომცხვარი პურის ნაჭრებზე ათავსებენ და დაჭრილ ხახვს აყრიან.

13. ინდოეთი: ქათამი ტანდური

14854360-R3L8T8D-1000-tandoori-chicken-2

ინდოეთის ყველა რეგიონში საკუთარი ტრადიციები და მრავალფეროვანი კერძები აქვთ, ამიტომ ერთის გამორჩევა ძალიან ძნელია. თუმცა არის ერთი კლასიკური კერძი, რომელიც მთელ ინდოეთში ერთნაირად უყვართ - ქათამი ტანდური.  ქათმის ხორცის ნაჭრები იდება იოგურტის და სუნელებიან  მარინადში და შემდეგ თიხის ღუმელში იწვება დაბალ ცეცხლზე.  სუფრასთან კი ბოსტნეულთან და ბრინჯთან ერთად მიაქვთ.

14. ინდონეზია: ღვეზელი ტერანგ ბულანი

14856810-R3L8T8D-1000-collage22 ნახევარმთვარის ფორმის ტკბილი ღვეზელი სხვადასხვა გემრიელობებითაა გამოტენილი: შოკოლადის ფილის ნატეხები, გახეხილი ყველი, მიწის თხილი და ბანანი. ღვეზელი ინდონეზიის ყველა ქუჩაში იყიდება.

15. იტალია. პიცა14856660-R3L8T8D-1000-pizza2

კლასიკური ტალიური პიცა ძალიან თხელი ცომით და ცოცხლი პამიდორის, მოცარელის, ბაზილიკის და სხვადასხვა ხორცპროდუქტების გამოყენებით მზადდება. იტალიაში პიცის მომზადება ხელოვნების დარგშია აყვანილი და მისი ათობით სახეობა არსებობს.

16. იაპონია: კაცუდონი

14859910-R3L8T8D-1000-Katsudon მთელი მსოფლიოსთვის იაპონია სუშისთან ასოცირდება, თუმცა თავად ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლები უპირატესობას კაცუდონს ანიჭებენ და თუ რჩევას კითხავთ, აუცილებლად ამ კერძს შემოგთავაზებენ. კაცუდონი ღორის დაბეგვილი ხორცის, კვერცხის და ბრინჯისგან მზადდება.

17. მალაიზია: ნასი ლემაკი

14860110-R3L8T8D-1000-Nasilemak2

კერძის სახელწოდება ითარგმნება როგორც "ბრინჯი ნაღებით". ბრინჯი ქოქოსის რძეში იხარშება, პანდანუსის ფოთლებთან ერთად, შემდეგ ბანანის ფოთლებში ახვევენ და სამბალის სოუსთან, ანჩოუსებთან , კარაქთან და მოხარშულ კვერცხთან ერთად მიაქვთ სუფრაზე.

18. მექსიკა - მოლეს სოუსი

14860310-R3L8T8D-1000-Molesauce

ნაწილი მეორე

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %