თბილისიდან ფრენებს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია იწყებს
საქართველოს ავია ბაზარს წელს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაემატება. მათ შორისაა ირანის უმსხვილესი ავიაკომპანია Iran Air, ქუვეიტური ავიაკომპანიები Kuwait Airways-ი, Jazeera Airways-ი და რუმინული ავიაკომპანია Blue Air, რომელიც ფრენებს ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით გეგმავს.
ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანიაც გამოჩნდა MyWay Airlines, რომელიც ჩინური ინვესტიციით დაფუძნდა. „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები გრძელდება სხვა ავიაკომპანიებთანაც.


მსოფლიო
07 მარტი 2018

18608
გაზიარება










