ყველაზე გამწვანებული ქუჩა მსოფლიოში

დიდ ქალაქებში, სადაც ძალიან ბევრი ხმაური, მტვერი  და გამონაბოლქვია, "მწვანე ფილტვები", რომელიც ქვის და რკინის ჯუნგლებს ცოტა გააფერადებს, ჟანგბადის წყარო იქნება და მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას მიცემს, როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ბრაზილიაში, ქალაქ პორტუ-ალეგრიში  ასეთი პრობლემა არ აქვთ. ქალაქის ერთი ქუჩა - რუა გონსალუ დე კარვალო მსოფლიოს ყველაზე გამწვანებულ ქუჩად ითვლება.  rua-goncalo-de-carvalho-002rua-goncalo-de-carvalho-006ეს ქუჩა ყოველთვის ასეთი გამწვანებული არ იყო. 1930 წლამდე ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ქუჩა იყო, სადაც მზეს და სიცხეს ვერსად დაემალებოდი. მაგრამ ენთუზიასტების წყალობით, რომლებიც გერმანელი ემიგრანტების შთამომავლები იყვნენ და ადგილობრივ ლუდსახარშში მუშაობდნენ, იერსახე იცვალა. ემიგრანტების იდეას ადგილობრივმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და დარგვაში თვითონაც მიიღო მონაწილეობა. ხის ნერგების არჩევისას მთავარი კრიტერიუმი ჩრდილის მოცემა იყო, ამიტომ არჩევანი ტიპუანაზე შეჩერდა. ხე სიმაღლეში 18-20 მეტრს აღწევს, მისი ვარჯი მოწითალო-ყავისფერია, ყვავილობისას კი ტოტები ულამაზესი ყვითელი ყვავილებით იფარება.rua-goncalo-de-carvalho-007rua-goncalo-de-carvalho-009rua-goncalo-de-carvalho-011ათეულობით წლის განმავლობაში ხეები გაიზარდა, უზარმაზარ სიმაღლეს მიაღწია და ქუჩა სიმწვანეში ჩაიძირა. ქუჩის ორივე მხარეს დარგული ხეების ვარჯები ერთმანეთში გადაიხლართა და ცოცხალი თაღი შექმნა, რომელშიც მზის სხივი იშვიათად ატანს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დიდ ქალაქში კი არა, სადღაც უღრან ტყეში ხარ. ქუჩის სიგრძე 500 მეტრამდეა და მას ასზე მეტი ხე ჩრდილავს.   rua-goncalo-de-carvalho-013მაგრამ ამ სილამაზით ყველა არაა აღფრთოვანებული. მხხვილი ბიზნესების წარმომადგენლები უკვე არაერთხელ შეეცადნენ ხეების მოჭრას ახალი სავაჭრო ცენტრების და სხვა კომერციული დანიშნულების მქონე ფართების ასაგებად, მაგრამ მოსახლეობა ყოველ ჯერზე აპროტესტებდა ამ ფაქტს.  ქუჩაზე შენობების აგების პარალელურად მოხდებოდა მოდერნიზება - ქვაფენილის ნაცვლად, რომელიც ახლა ალამაზებს ქუჩას, დაიგებოდა ასფალტი. ეს კი ხელს შეუშლიდა წვიმის წყლის მიწოდებას ხეებისთვის, რაც თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებდა მათზე.rua-goncalo-de-carvalho-0142006 წელს რუა გონსალო დე კარვალოს ქუჩამ ლათინურიამერიკის ნაციონალური მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო და ახლა უკვე კანონითაა დაცული ყოველგვარი მოდერნიზაციისგან.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %