მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქები

თუ სილამაზის, ელეგანტურობის  და დახვეწილი არქიტექტურის საძიებლად მოგზაურობთ, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ ქალაქებს, რომლებიც  ნებისმიერ ტურისტზე წარუშლელ შთბეჭდილებას დატოვებენ. 

პარიზი 

კონკურსის მონაწილე 400 ქალაქიდან მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქის სტატუსი პარიზმა მოიპოვა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია. პარიზი ფრანგული ხელოვნების, არქიტექტურის, ლიტერატურის, მოდის და კულინარიის ცენტრია. ეს ქალაქი სილამაზესთან, მოდასთან, ელეგანტურობასა და ულამაზეს არქიტექტურასთნაა დაკავშირებული. სადაც არ უნდა გაიხედოთ ყველგან ისტორიით, დიდებულებით, შარმით სავსე, დახვეწილი სტილის მქონე არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას დაინახავთ. მაგალითად, ეიფელის კოშკი, ლათინური კვარტლის შუასაუკუნოვანი ბილიკები, გვიან 1800-იანი წლების ბულვარები, განსაცვიფრებელი ეკლესიები, პარკები და ხიდები. 

 

 

ლონდონი 

მეორე ადგილი ლონდონს ერგო. დღევანდელი ლონდონი განსაცვიფრებელი ქალაქია,ის ისტორიის, ტრადიციების და თანამედროვეობის მიქსია. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ კლასიკურ სტილში აგებული თეატრით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით და ამავდროულად იხილოთ თანამედროვეობის გამოძახილი „ლონდონის თვალი“, დიდებული ბულვარები, ლამაზი ქუჩები, ლიტერატურული კაფეები და ცათამბჯენები.

 

 

ვენა 

ვენა როგორც მაჟამინდელი ავსტრიის და ყოფილი ავსტრო-ვენგრიის იმპერიის დედაქალაქი, დახვეწილობის და ელეგანტურობის განსახიერებაა. ყველაფერი, რაც ადამიანის გულს აჩქარებს შეგიძლიათ ვენაში იხილოთ: კლასიკური მუსიკა, ვენური ვალსი, ტრადიციული და მოდერნისტული დიზაინის შენობები, ლამაზი ქუჩები, საკონდიტრო შედევრები, სასტუმროებად გადაკეთებული ბაროკოს სტილის სასახლეები, ოპერის სახლი და ყოველწლიური წვეულებები. მოიქეცით როგორც ადგილობრივი მოსახლე, გაისეირნეთ ფეხით, ეწვიეთ თეატრს, ვენურ ფილარმონიას ან ოპერას, დააგემოვნეთ სახელგანთქმული ვენური ყავა და დაფიქრდით იმ ყველაფერზე, რაც ამ უდაოდ ელეგანტურმა ქალაქმა მსოფლიოს აჩუქა. 

 

 

 

ვენეცია 

ვენეციამ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ის მნახველების ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს ვენეციამდე და მისი ვიზიტის შემდეგ. ვენეციის მონახულების შემდეგ მიხვდებით, რომ ამ ქალაქში ადამიანები წარსული დიდებულების აღმოსაჩენად და შესაგრძნობად მოგზაურობენ. ძველი ვენეციელები ქალაქის ეკლესიების, სასახლეების, ხიდების და ქუჩების სილამაზით ტკბებოდნენ, ისევე როგორც დღეს ტურისტები. არც ზღაპრული კარნავალის სიყვარული განელებია ვინმეს.

 

 

ფლორენცია 

ფლორენცია მსოფლიოს რიგით მე-5 ყველაზე ელეგანტური ქალაქი და  რენესანსის დაბადების ადგილია, იტალიის ყველაზე დიდი საგანძურის, იტალიური ხელოვნების და არქიტექტურის საუნჯეა. ქალაქის გრაგნილებიან ბილიკზე სეირნობა, დროში უკან დაგაბრუნებთ, ეპოქაში, როდესაც მას მედიჩების დაუნდობელი დინასტია მართავდა. სწორედ ამ ოჯახმა აქცია ფლორენცია ხელოვნების და არქიტექტურის ცენტრად. დღეს ფლორენცია მრავალფეროვანი კულტურული მარგალიტია, კონცერტებით, ფესტივალებით, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ტარდება, ბაზრებით, ქუჩის თეატრებით, ბუტიკებით, სადაც ულამაზესი, ხელნაკეთი საიუველირო სამკაულებია წარმოდგენილი, რესტორნებით, რომლებიც ადგილობრივი, დახვეწილი სამზარეულოთი და ტოსკანის რეგიონის ფანტასტიკური ღვინით ანებივრებენ სტუმრებს.

 

 

ბარსელონა 

ბარსელონამ მსოფლიო ცნობადობა 1992 წელს მოიპოვა, როდესაც ქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. ბევრი ტურისტული ქალაქისგან განსხვავებით, რომლებსაც ისტორიული ნანგრევები წლებთან ერთად ემატება, ბარსელონა დროსთან ერთად მხოლოდ გაუმჯობესდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. ის კატალონიის გოთიკური დედაქალაქიდან, ტრენდსეტერ ქალაქად იქცა. აქ შეიქმნა მოლეკულური გასტრონომია, ამ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ ანტონიო გაუდის სურეალისტური შენობები, რომლებიც ბარსელონის რევოლუციური ვიზუალის სიმბოლოდ იქცნენ. ბარსელონა ასევე გთავაზობთ Art Nouveau შენობებს, სანაპიროებს, ბუტიკ და მდიდრულ სასტუმროებს, გოთიკურ კვარტლებს და სხვა ბევრ საინტერესო კულტურულ და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას.

 

 

ნიუ იორკი 

ნიუ იორკი, რაღა თქმა უნდა, ელეგანტური ქალაქია. მისი ელეგანტურობის მიზეზად კი, ყველა სხვადასხვა კრიტერიუმს ასახელებს, მათ შორის ქალაქის კულტურულ ინსტიტუტებს, მოდის ტენდენციებს, პარკებს და ლეგენდარულ ენერგიას. დღეს მანჰეტენი ცნობილია, როგორც ქალაქის გლამურული, მდიდრული და დასამახსოვრებელი ნაწილი. თუმცა თუ გსურთ ნამდვილად შეიგრძნოთ ნიუ-იორკი, მაშინ უნდა იმგზავროთ მეტროთი, ეწვიოთ Sunset Park-ს ბრუკლინში, მოინახულოთ ქალაქის ცნობილი არქიტექტურული შენობები და ისიამოვნეთ ღამის ხედით. 

 

 

ბორდო  

ბროდო სიდიდით მესამე ქალაქია საფრანგეთში, ის ბევრი ტურისტისთვის ახალი საყვარელი დანიშნულების ადგილია მისი განსაკუთრებული ხასიათის, აქტიური სოციალური ცხოვრების და ხელმისაწვდომობის გამო. ის პარიზთან ახლოს მდებარეობს.

ბორდო შთამბეჭდავი, ძველმოდური ქალაქია, ისეთი ძეგლებით, როგორიცაა 600 წლიანი საათის კოშკი, ელეონორა აკვიტანიელის საძვალე ( ის სხვადასხვა დროს საფრანგეთის და ინგლისის დედოფალი იყო) და 1780 წელს გახსნილი ბორდოს ნეოკლასიკური თეატრი, რომელიც დღესაც სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.

ქალაქის ძირითად საქმიანობას ღვინის წარმოება წარმოადგენს, შესაბამისად საკვები და სასმელი ამ ქალაქში ძირითად მნიშვნელობას იძენს. ძვირადღირებული ბარები ტურისტებს ღვინის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. 

 

 

მილანი 

მილანიიტალიის მოდის ცენტრი და მსოფლიოს რიგით მე-9 ყველაზე ელეგანტური ქალაქია, სადაც შეგიძლიათ მოდის მომავალი ტრენდები უბრალოდ ქალაქში სეირნობისას აღმოაჩინოთ. ასევე მილანში მდებარეობს Galleria Emmanuele Vittoria II, რომელიც შოპინგის სასახლეს უფრო მოგაგონებთ. მილანი ცნობილია ისეთი კულტურული ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩის  The Last Supper,Teatro alla Scala და სფორცების სასახლე. 

 

 

რომი 

რომი მსოფლიოს რიგით მე-10 ყველაზე ელეგანტური ქალაქია. ის 2000 წლის განმავლობაში იყო ძალაუფლების და სიმდიდრის სიმბოლო, თავდაპირველად როგორც რომის რესპუბლიკის, მოგვიანებით კი რომის იმპერიის დედაქალაქი.

ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ქალაქია. რომში სეირნობისას შეგიძლიათ მისი სხვადასხვა ისტორიული ეპოქა (პრე-რომაული, რომის იმპერიის, რენესანსის, ბაროკოს...) და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები იხილოთ, მათ შორის : კოლიზეუმი, სიქსტის კაპელა, წმ.პეტრეს ბაზილიკა, პანთეონი, ვატიკანის მუზეუმები, Palazzo Doria Pamphilj და სხვა. 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %