მსოფლიოს ულამაზესი პარკები - იაპონია, ჰიტაჩის პარკი

Hitachi Seaside Park იაპონიაში, იბარაკის პრეფექტურაში, ოკეანის პირას 190 ჰექტარზეა გაშენებული. ყველაზე ცნობილი სანახაობა აქ ნემოფილების (baby blue eyes) ყვავილობის სეზონია, რომელიც აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში ყვავილობს და ცისფერი ხალიჩასავით ეფინება პარკის ტერიტორიას. 6914610-R3L8T8D-1000-nemophilas-field-hitachi-seaside-park-3 პარკის შემოვლა შესაძლებელია ფეხით, ველოსიპედით და მატარებლით. ველოსიპედებისთვის ფეხით მოსიარულეთა არიდან გამოყოფილი 10 კმ-იანი ბილიკია გაკეთებული, გზადაგზა პარკინგის ადგილებით.  ველოსიპედის ქირაობა შესაძლებელია ადგილზე, თუმცა საკუთარი ველოსიპედითაც შეიძლება შესვლა. პარკში მოქმედებს 100 მეტრის სიმაღლის ეშმაკის ბორბალი, საიდანაც  ულამაზესი ხედები იშლება. ერთი წრე 12 წუთი გრძელდება. 6915060-R3L8T8D-1000-nemophilas-field-hitachi-seaside-park-7 პარკში მოძრაობს პატარა მატარებელიც, რომლის სრული მარშუტი დაახლოებით 40-წუთიანია და 10 გაჩერება აქვს. dc7e11f2a2a1a475c11a3404628fbbaa-754x401 პარკის ტერიტორია რამოდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, ყველას მისთვის დამახასიათებელი ყვავილების პარკი აქვს და ისეა განაწილებული, რომ წელიწადის მანძილზერამოდენიმეჯერ იცვლის შეფერილობას.   3e3261c8cae41a2f522abf9f4163c43f-754x4014ca551a01e1ee1bb6757e726938ca20b-754x401 ლავანდა Kaori no Tani-ში ივლისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე დაგხვდებათ 5a6b9b4a60db462470cb40a5775f8bd5-754x401 ცისფერი ყვავილების რაოდენობა აქ 4 მილიონზე მეტია.  ნემოფილების გარდა პარკში ტიტების 170-მდე სახეობა გვხვდება. პარკის ვიზიტორებს სპეციალურ ყვავილების კალენდარს სთავაზობენ, რომელიც საშუალებას იძლევა, ზუსტად დაგეგმო ვიზიტი და სასურველი ყვავილის გაფურჩქვნის დრო შეარჩიო. 649d717ffbd87768462bbe5da9ecf767-754x401 ყაყაჩოები Daisogen Flower Garden-ში ადრეული მაისიდან ადრეულ ივნისამდე ყვავიან 836ba1326278fa043507c4ce1509e463-754x401 ტიტები კი Tamago no Mori Flower Garden-ში აპრილის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდეა გაშლილი. 963685e0a6ea4fb77e2842f5c36ec69d-754x40166171376e4368d38beb0bfe2336cb170-754x401c8302a0f7e96cb88bb18d5ca00cfd196-754x401 რაც შეეხება ვარდებს, მაისის ბოლოდან ივნისის პირველ რიცხვებამდე და ნოემბრის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდეა გაშლილი Hitachi Rose Garden-ში.6914660-R3L8T8D-1000-nemophilas-field-hitachi-seaside-park-1 ეს ცისფერი საოცრება და ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობა აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე შეიძლება იხილოთ Miharashi no Oka-ს ბაღში. 6914710-R3L8T8D-1000-nemophilas-field-hitachi-seaside-park-8   6914760-R3L8T8D-1000-nemophilas-field-hitachi-seaside-park-2   6914810-R3L8T8D-1000-nemophilas-field-hitachi-seaside-park-4   6914860-R3L8T8D-1000-nemophilas-field-hitachi-seaside-park-9   6914910-R3L8T8D-1000-nemophilas-field-hitachi-seaside-park-10   6915010-R3L8T8D-1000-nemophilas-field-hitachi-seaside-park-5
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %