სოფელი წყალზე - გითჰორნი (Giethoorn)

1230 წელს ჰოლანდიაში პაწაწუნა სოფელი დაარსდა, რომელშიც გზების ნასახიც არ იყო. მცხოვრებლები ნავებით, არხების საშუალებით გადაადგილდებოდნენ. დღეს სოფელში არხების საერთო სიგრძე დაახლოებით 7.5 კმ-ს აღწევს. ამას ემატება ველოსიპედის ბილიკები და უამრავი პატარ-პატარა ხიდი. მთავარი ტრანსპორტი დღესაც ნიჩბებიანი და ელექტრომოტორიანი ნავებია, რომლებიც სრულიად უხმაუროდ დასრიალებენ და სოფლის სიმყუდროვეს და იდილიას ოდნავადაც არ არღვევენ.

 

Giethoorn-pxpx-ru-01

 

სახლების უმეტესობა პატარა კუნძულებზეა განლაგებული, რომლებიც ერთმანეთს ხიდებით უკავშირდება. სოფელი სულ დაახლოებით 50-მდე კუნძულისგან შედგება. გითჰორნი პოპულარული 1960-ანებში გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელმა რეჟისორმა ბერტ ჰაანსტრამ ფილმის გადასაღებ მოედნად გამოიყენა. მრავალრიცხოვანი დამთვალიერებლები სოფელს მოფერებით "ჰოლანდიურ ვენეციას" ან "ჩრდილოეთის ვენეციას" ეძახიან. ჰიტჰორნის იტორიულ ნაწილში ვერც ერთ გზას ვერ ნახავთ, ქ მხოლოდ სპეციალური ნავებით ხდება გადაადგილება. ერთადერთი სიახლე რაც აქ შეინიშნება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ბილიკებია. ნავების ქირაობა კი ადგილზევეა შესაძლებელი. Giethoorn-pxpx-ru-02   Giethoorn-pxpx-ru-04არხების გასწვრივ ერთიმეორეზე ლამაზი სახლებია განლაგებული. არხის ნაპირას კი ვიწრო ასფალტის ბილიკი მიიკლაკნება, ფეხით მოსიარულეებისთვის, რომელიც გზადაგზა ხიდებზე გადადის. იმ სახლებთან, სადაც ასფალტის ბილიკი არაა, ხის ნავსაყუდელები და ხიდებია, რომლებითაც სახლები ერთმანეთს უკავშირდება. Giethoorn-pxpx-ru-05Giethoorn-pxpx-ru-06Giethoorn-pxpx-ru-07 სოფლის სახელწოდება მისი წარმოშობის ისტორიას უკავშირდება - როცა 1230 წელს ქვეყნის სამხრეთიდან მოსულმა ლტოლვილებმა აქ სოფლის დაარსება გადაწყვიტეს, პირელი რაც თვალში მოხვდათ, წყალდიდობის შედეგად დაღუპული თხების რქები იყო. Goat Horns - თხის რქებს ნიშნავს. დროთა განმავლობაში სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ტორფის საბადოებსაც მიაგნეს და მოპოვება დაიწყეს. ტორფის ადგილას ორმოები ჩნდებოდა, ორმოები პატარა ტბებად იქცეოდა, რომლებიც ერთმანეთს უერთდებოდა და საბოლოოდ იმ არხების სახე მიიღო, რაც დღეს ასე იზიდავს ტურისტებს. Giethoorn-pxpx-ru-08Giethoorn-pxpx-ru-15Giethoorn-pxpx-ru-09   Giethoorn-pxpx-ru-10 სოფელში ამჟამად 2600-მდე ადამიანი ცხოვრობს და ისინი მიიჩნევენ, რომ მათი სოფლის უნიკალურობა არა არხებით, არამედ იმ იდილიითაა გამოწვეული, რომელსაც დღემდე ხელუხლებლად ინარჩუნებენ. აქ ყველაფერი ჰარმონით, სიმშვიდით და მყუდროებითაა გაჟღენთილი. ცხოვრების ტემპი ისეთივე ნელია, როგორიც მე-18-ე საუკუნეში იყო. სახლების უმეტესობას ჩალის სახურავები აქვს - ჭობიან რაიონებში დიდი რაოდენობითაა სახურავის მასალა.  ადრე მხოლოდ მდიდარ ადამიანებს ქონდათ თუნუქის სახურავები, ახლა კი პირიქით, ჩალის სახურავები ბევრად უფრო ძვირია. Giethoorn-pxpx-ru-11   Giethoorn-pxpx-ru-12Giethoorn-pxpx-ru-13Giethoorn-pxpx-ru-14 სოფლის მოსახლეობა თევზჭერას მისდევდა. ახლა კი იმისათვის, რომ თევზაობა დაიწყო, აუცილებლად ლიცენზია უნდა გქონდეს. არხებში მოგზაურობიასს შეძლება წეროსაც წააწყდეთ, რომლიც ამაყად და გაბედულად შემოგხედავთ - იქნებ თევზით გამიმასპინძლდესო. Giethoorn-pxpx-ru-19 არ გეგონოთ რომ არხებში ნავები ქაოტურად გადაადგილდებიან - აქ ყველგან საგზაო ნიშნებია და მოძრაობაც ნეტ-ნაკლებად რეგულირდება. Giethoorn-pxpx-ru-18Giethoorn-pxpx-ru-22   Giethoorn-pxpx-ru-23   Giethoorn-pxpx-ru-26   Giethoorn-pxpx-ru-28   Giethoorn-pxpx-ru-35

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %