47

ფაიფურის უდაბნო

18 დეკემბერი 2015
აშშ-ს სამხრეთით, საკრამენტოს მთებსა და მდინარე რიო-გრანდეს შორის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი უდაბნო მდებარეობს. შეფერილობის გარდა, მისი ქვიშის შემადგენლობაც ძალიან უჩვეულოა. ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარე თვალისმომჭრელად თეთრ უდაბნოს აპაჩები "ფაიფურის უდაბნოს" ეძახიან. ის ზღვის დონიდან 1291 მეტრზე მდებარეობს, 710 კვადრატულ კილომეტრ ფართობს იკავებს და აშშ-ს ნაციონალური ძეგლის სტატუსი აქვს.
ქათქათა თეთრი დიუნები ერთი შეხედვით მარადიულ თოვლს მოგვაგონებს, სინამდვილეში კი თაბაშირის ერთ-ერთი ნაირსახეობის უწვრილესი კრისტალებისგან შედგება, რომელსაც სელენიტი ეწოდება. როგორც წესი, ასეთი კრისტალები წყალში ისხნება, მაგრამ უდაბნოში წყლის დეფიციტია, შესაბამისად, მთელი ის თაბაშირი, რომელიც წვიმების შედეგად მიმდებარე მთებიდან ირეცხება, დაბლობზე ჩამოდის და თეთრქვიშიან უდაბნოს ქმნის. ჩვეულებრივი ქვიშისგან განსხვავებით, სელენიტი მზის სხივს შთანთქმის მაგიერ ირეკლავს, ამიტომ არ ცხელდება და აქ ფეხშიშველი სიარული წელიწადის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი
...