Caminito Del Rey - ესპანეთის ყველაზე საშიში სალაშქრო მარშუტი უკვე უსაფრთხო გახდა
აქ მოსახვედრად ესპანეთის სამხრეთით, მალაგაში უნდა წახვიდეთ. ეს ბილიკი ადრენალინის მოყვარულ ჰაიკერებში ფართოდ იყო ცნობილი - ნახევრად დანგრეული, გზადაგზა უამრავი ჩასავარდნებით და ხიფათებით აღსავსე ბილიკი მსოფლიოს ყველა მხრიდან იზიდავდა ტურისტებს. უზარმაზარი კანიონის თავზე გამავალი ბილიკი არამარტო საშიში, არამედ ულამაზესიცაა. რკინის და ცემენტის კონსტრუქცია პირდაპირ ვერტიკალურად აღმართულ კლდეებზე იყო მიმაგრებული და სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს საჭიროებდა.
100 წლის ასაკის და 100 მეტრი სიმაღლის ბილიკები ფაქტიურად დაუცველი იყო ამინდის ყველანაირი ზემოქმედებისგან. ქარი წვიმა და მზე თანაბრად ათბობდა და ყინავდა ტურისტებს.
აქ კარგად ჩანს ის ხვრელები, რომლებიც ყველგან გვხვდებოდა


სამი კილომეტრის სიგრძლის ბილიკზე ფეხის შედგომას მხოლოდ ყველაზე თავზეხელაღებული ტურისტები ბედავდნენ. უმეტეს ადგილას ადამიანებს კლდეზე ცოცვით ან დაჟანგული რკინის კონსტრუქციების გავლით უწევდათ გადაადგილება. სამთო აღჭურვილობის გარეშე მოძრაობა პრაქტიკულად შეიძლებელი იყო. კარაბინები, თოკები და ა.შ. აუცილებელი აღჭურვილობის სიაში შედიოდა.


ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ წინ ჰაიკერები, ვიწრო ხეობაში კი ქარი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო. 7 მეტრი სიგანის, ნახევრად დაშლილ ბილიკზე ადამიანისთვის გვერდის აქცევა საკმაოდ შრომატევადი და სახიფათო რამეა.

ბილიკის ისტორია
ბილიკი 1905 წელს აშენდა, 4 წლის საკონტრუქციო სამუშაოების შემდეგ. ბილიკი ორი ჰიდროელექტროსადგურის დასაკავშირებლად შეიქმნა Chorro Falls და Gaitanejo Falls-ს შორის, რომელიც კანიონის ორ სხვადახსვა კიდეშია განლაგებული. 1921 წელს ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-მ გაიარა ეს ბილიკი და ამიტომ ამ ადგილს მეფის ბილიკსაც უწოდებენ. ამ ბილიკზე უამრავი ჰაიკერია გარდაცვლილი. ათობით წლის მანძილზესარეკონსტრუქციო სამუშაოების არარსებობის გამო ბილიკი ნებისმიერ წუთას შეიძლებოდა ფეხქვეშ ჩაშლილიყო. 100 მეტრის სიმაღლიდან დავარდნისას კი შედეგი თითქმის ყოველთვის სამწუხაროა.



ბილიკის რეკონსტრუქცია
ოთხწლიანი ინტენსიური სამუშაოების შემდეგ განახლებული ბილიკი 2015 წელს გაიხსნა. საიტზე მოქმედებს ვირტუალური ტურიც, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ, თუ როგორ შეიცვალა აქაურობა.


ბილეთები ძალიან იაფია 0.94 ან 1.5 ევრო. ბილიკის გავლას დაახლოებით 4 საათი ჭირდება. თავდაპირველად ბილიკზე შესვლა ორივე მხრიდან შეიძლებოდა (ბილიკი წრიული არაა), ხოლო პირველი ოქტომბრიდან 2016 წლის მარტამდე შესვლა მხოლოდ Ardales-დან შეიძლება. ასეთ შემთხვევაში სიარული დაღმართზე გიწევს, რაც ბევრად უფრო მოსახერხებელია. ადგილამდე თანამედროვე და კომფორტული მატარებელი მიდის. შესვლა მხოლოდდღის საათებშია დაშვებული და ალაგ-ალაგ დასასვენებელი ადგილებია მოწყობილი.


მსოფლიო
12 ოქტომბერი 2015

21947
გაზიარება










