ნატრონი - ტბა ფერადი მარილებით
ბუნების სიმდიდრით გამორჩეულ აფრიკის კონტინეტს ნატრონის ტბა კიდევ უფრო გასაოცარს ხდის. ტბა ტანზანიაში მდებარეობს. ნატრონი ფლამინგოების საყვარელი ადგილია. ამიტომ ტურისტები, რომლბსაც სურთ ცოცხალ ბუნებაში დატკბნენ ფლამინგოების სილამაზით ნატრონის ტბას სტუმრობენ. ეს, ერთადერთი ადგილია ფლამინგოს სახეობის „ lesser flamingo “-ს გასამრავლებლად. ნატრონის ტბის სიღრმე 3 მეტრია, ხოლო სიგრძე 57 კილომეტრი. ტბა, ბუნების სხვა სასწაულითაც არის დაჯილდოებული- ზოგიერთ მონაკვეთში მისი წყლის ტემპერატურა 50 გრადუსზე მეტია. ნატრონის ტბა არის უხვმარილიანი. წყალში მცხოვრები მიკროორგანიზმები კი წყალს საოცარ სანახაობად გარდაქმნიან - მარილი პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს. ნატრონის ტბა- აფრიკის ველური ბუნების სილამაზის დასტურია. იგი მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის სიაშია შეყვანილი.