სარდინიაზე აიკრძალა GOOGLE Maps-ის გამოყენება!
სარდინიის ერთ-ერთი დასახლების მერი რამდენიმე ტურისტის დაკარგვაში GOOGLE Maps-ს ადანაშაულებს - ინფორმაცის The Guardian-ი ავრცელებს.
სარდინია ყველასათვის ცნობილია, როგორც იტალიის მარგალიტი: ულამაზესი ყურეები, საოცარი ბუნება და გრანიტის კლდეები. ეს არის იდეალური ადგილი დასვენებისათვის. თუმცა აქაც ხდება უცნაური შემთხვევები.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაუნის დასახლებაში (ბაუნეი - Baunei) მაშველებმა მთებში დაკარგული 144 ტურისტი გადაარჩინეს. ამაში დასახლების მერმა ზუსტადაც რომ Google Maps-ის აპლიკაცია დაადანაშაულა და გადაწყვიტა აპლიკაციის გამოყენების აკრძალვა. დასახლებაში ზოგიერთ ადგილას უკვე შესაბამის ამკრძალავ საგზაო ნიშნებსაც კი შეხვდებით. ადგილობრივი ხელუსუფლების თქმით, ბოლო დროს გახშირდა მანქანების გამოყვანა გაუკვალავი ადგილებიდან, სადაც მძღოლები Google-ის არასწორი რუკის გამო ხვდებოდნენ.
მერიის თქმით, ტურისტები საოცარი მთის პეიზაჟების სანახავად იყენებნენ აპლიკაციას და ავტომანქანის გადაადგილებისას აღმოჩნდებოდნენ მიუვალ ადგილებში, რომელიც რეალუარდ მხოლოდ ფეხით სასიარულოდ იყო განკუთვნილი. ამას ემატებოდა ისიც, რომ ასეთ ადგილებში მოხვედრისას მძღოლებს, ხშირ შემთხვევაში, ავტომანქანის მოტრიალების შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ.
ბოლო ინციდენტი, რომელმაც საბოლოოდ დაარწმუნა მერი გადაწყვეტილების მიღებაში - მოუვიდა ერთ ტურისტ წყვილს, რომლის გადარჩენა მხოლოდ ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ჩარევით მოხერხდა: მათი Porsche-ს მარკის ავტომანქანამ ვერ შეძლოს მთის ვიწრო გზაზე დამოუკიდებლად ჩამოსვლა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი 144 შემთხვევა დაფიქსირდა. მერის განცხადებით, მსგავსი სამაშველო ოპერაციები საკმაოდ ძვირი უჯდება ქალაქს და ამას ემატება ტურისტების პასუხისმგებლობა სადაზღვევო კომპანიების მიმართ.
პრობლემის გადასაჭრელად, გზებზე დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი ნიშნები: „ნუ მიყვებით Google Maps-ის მითითებებს“. რათქმაუნდა, ხელისუფლება რუკების შეცვლასაც ცდილობს და ამ მიზნით, პირდაპირ დაუკავშირდნენ Google-ის კომპანიას. აპლიკაციის შემქმნელებმა პრობლემის მოგვარების პირობა მისცეს, ასევე შეპირდნენ გამოსავლის ძებნაში, რომელიც მძღოლებს გააფრთხილებდა გზის შესაძლო სირთულეების შესახებ,
სამწუხაროდ ბაუნეი არ არის იტალიის ერთადერთი ქალაქი, სადაც Google-ის რუკები არასწორად მუშაობს. მაგალითად, ასე აპლიკაციამ შესაძლებელია ვენეციისარხების გასწვრივ ავტო-მოგზაურობაში გაგიშვას, როდესაც რეალურად მანდ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებისთვის სიარული აკრძალულია.
ამასობაში იბადება კითხვა, როგორ მუშაობს Google Maps საქართველოს გზებზე?