Hitsujiama - ვარდისფერი პარკი იაპონიაში

თუ ვარდისფერის მოყვარული ხართ, აუცილებლად უინდა ეწვიოთ ამ პარკს, რომელიც იაპონიაში მდებარეობს და ყოველ გაზაფხულზე ვარდისფერის უამრავ ტონალობაში იმოსება.
 
 
26
 
98220377_Holm_Shibazakura_cvetenie_floksov_2
 
ყოველწლიურად აპრილიდან მაისის ჩათვლით იაპონიაში, ქალაქ ჩიჩიბუს ახლოს არსებულ ჰიცუჯიამას პარკში ულამაზესი სანახაობა გელოდებათ - ფლოქსების ყვავილობის პერიოდი. Shibazakura-ს გორაკი, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით  17,6 ათასი მ2 -ა, გაზაფხულზე მთლიანად იფარება ვარდისფერი ხალიჩით. ამ ყვავილებს სხვანაირად საკურას ბალახადაც მოიხსენიებენ. გორაკზე ათი სახეობის ფლოქსი იზრდება.
 
98220384_Holm_Shibazakura_cvetenie_floksov_7
 
98220386_Holm_Shibazakura_cvetenie_floksov_8
 
ყვავილობის პერიოდში პარკში უამრავი ღონისძიება იმართება, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ჩიჩუბის ღამის ფესტივალია.
 
 
20130829101453580
 
ფლოქსების გარდა პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი ძირი იოშინოს ალუბალი იზრდება - ამ ხის ყვავილები ორმაგი ფურცლებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ხის ასაკი კი 600 წელზე მეტია. საკურების ყვავილობის ნახვა მაისის თვეშია შესაძლებელი. პარკის მცენარეულობაზე უამრავი კვალიფიციური მებაღე და ფლორისტი ზრუნავს. პარკში არის პატარა გუბურაც, სადაც ოქროს თევზები დაცურავენ, გუბურის ნაპირებთან კი ფლოქსები იზრდება.
 
park-Hitsuzhiyama-YAponiya
 
shibazakura-1
 
ყვავილობის პერიოდში პარკში ოჯახებით მოსულ უამრავ იაპონელს შეხვდებით. ტურისტების კომფორტის და ხედების უკეთესად აღქმის მიზნით პარკში უამრავი ხის დასასვენებელი სკამები დგას. პარკთან ახლოს კი უძველესი ტაძარი მდებარეობს.
 
 
shibazakura-2
 
shibazakura-3
 
shibazakura-4
 
პარკის ტერიტორიაზე არის ველოსიპედის ბილიკები, ხოლო ველოსიპედები აქვე ქირავდება. იმ შემთხვევაში, თუ ველოსიპედით გასეირნებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ იაპონიაში ტრანსპორტი გზის მარცხენა მხარეს მოძრაობს. პარკის გვერდით რამოდენიმე სასტუმრო და რესტორანია, მათ შორის ყველაზე პოპულარული სასტუმრო "ხიოში"-ა, ხოლო რესტორნებიდაბ "ჩაკოს" და "კანაგავას" უწევენ ტურისტები რეკომენდაციას. რესტორნებში შემოგთავაზებენ როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპულ სამზარეულოს. დაწესებულებების უმეტესობა საშუალო ბიუჯეტზეაგათვლილი.
 
 
shibazakura-5
 
shibazakura-6
 
tsvetenie-floksa-v-parke-Hitsuzhiyama
 
პარკი ტოკიოდან დაახლოებით 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საიტამას პრეფექტურაში, ქალაქ ჩიჩიბუში.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %