მსოფლიოს 10 ქალაქი ცხოვრების საუკეთესო ხარისხით
თუ რომელიმე ქვეყანაში ხანგრძლივ მოგზაურობას ან სულაც, საცხოვრებლად გადასვლას გეგმავთ, ამ სიას უნდა გადახედოთ. კომპანია Mercer-მა მსოლფიოს 450 ქალაქი შეისწავლა და გამოაქვეყნა იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ცხოვრების საუკეთესო ხარისხია. შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა: პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული გარემო, ჯანდაცვა, განათლების სფერო, საჯარო სერვისები და ტრანსპორტი, რეკრეაცია, უძრავი ქონება და ბუნებრივი გარემო.
ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:









10. სიდნეი, ავსტრალია
ბუნებრივი პირობები, ამინდი, მზარდი კულტურული გარემო ის ფაქტორებია, რომლითაც სიდნეი სიის ათეულში მოხვდა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ 22%-იანი მაჩვენებლით სიდნეი ავსტრალიის ქალაქებიდან ყველაზე დიდი დამსაქმებელია.
9. კოპენჰაგენი, დანია
ცოტა ხნის წინ კოპენჰაგენი საცხოვრებლად ყველაზე ბედნიერი ადგილების სიაშიც მოხვდა. და ეს არცაა გასაკვირი. ერთ დროს მეთევზეთა სოფელი დღეს ძლიერი ურბანული და კულტურული განვითარებით და სამუშაო ცხოვრების ბალანსით გამოირჩევა.
8. ჟენევა, შვეიცარია
ჟენევა დიპლომატიის გლობალური ცენტრი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საცხოვრებელი ადგილია. ქალაქი უსაფრთხოების მაღალი დონით და უაღრესად განათლებული მოსახლეობით გამოირჩევა.
7. ფრანკფურტი, გერმანია
ფრანკფურტი ვაჭრობის ცენტრია, სწორედ აქ იმართება ყველაზე ცნობილი სავაჭრო შოუები, მათ შორის ფრანკფურტის ავტოვაჭრობა.
6. დიუსელდორფი, გერმანია
დასავლეთ გერმანიის ქალაქი ათეულში თავისი ცნობილი მოდის ინდუსტრიის და სახელოვნებო სივრცეების წყალობით მოხვდა.
5. ვანკუვერი, კანადა
ვანკუვერი კანადის ქალაქებს შორის ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანია. მისი მოსახლეობის 52%-ისთვის პირველი ენა ინგლისური არ არის.
4. მიუნხენი, გერმანია
გერმანიის ცენტრად აღიარებული ქალაქი მუდმივად ხვდება Mercer-ის კვლევის ლიდერებს შორის.
3. ოკლენდი, ახალი ზელანდია
ქალაქი დაფუძნებულია ორი დიდი ნავსადგურის გარშემო და ლიდერობს დაბალანსებული ეკონომიკით, იდილიური გარემოთი და პირადი უსაფრთხოების მაღალი დონით.
2. ციურიხი, შვეიცარია
ციურიხი შვეიცარიის კულტურული და ეკონომიკური კერაა და მუდმივად ლიდერობს არამხოლოდ Mercer-ის სიაში, არამედ მსოფლიოის საუკეთესო საცხოვრებელი ადგილების სხვა ჩამონათვალშიც.
ვენა, ავსტრია
