მანათობელი ყვავილების მინდორი ავსტრალიაში

ავსტრალიის უდაბნოს სიღრმეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილის, უზარმაზარი კლდის კოშკის ფორმირებას დაახლოებით 600 მილიონი წელი დასჭირდება. ტურისტებისთვის ეს ადგილი ისტორიული  ინტრიგების და ბუნებრივი სილამაზის გამოა მიმზიდველი. თუმცა ბრიტანელმა ხელოვანმა, ბრიუს მუნრომ ამ ტერიტორიას სრულიად ახალი დატვირთვა შესძინა. დაღამებისას ველზე 50 000 მანათობელი ყვავილი ინთება და უდაბნოს სიბნელეს ებრძვის. p041wsfpp041wtjbp041wtwz მანათობელი ყვავილების ველმა დასრულებული სახე 2004 წელს მიიღო, თუმცა თავდაპირველად მისი განხორციელება 1992 წელს სწორედ ულურუს კლდისთვის იყო ჩაფიქრებული. მუნრომ მანათობელი ველი 12 წლის წინ ავსტრალიისგან ძალიან შორს, ინგლისში მდებარე საკუთარ აგარაკზე შექმნა. ამ წლების განმავლობაში ინსტალაცია ბრიტანეთში სხვადასხვა მოედანზე და მუზეუმში იყო წარმოდგენილი. საბოლოოდ კი მისი სრული მასშტაბით წარმოდგენა გახდა შესაძლებელი ავსტრალიაში - სწორედ იმ ადგილზე რომლისთვისაც ის შეიქმნა. p041ws63p041wswx ინსტალაცია 49 000 კვ.მ-ზეა გაშლილი და ავსტრალიაში ჩასულ ტურისტებს ამ ულამაზესი სანახაობის  ნახვა 2017 წლის 31 მარტამდე შეეძლებათ. პროექტის ავტორი, ბრიუს მუნრო ამბობს, რომ ეს პროექტი არის მისი მადლობა ულურისადმი იმ აღფრთოვანების გამო, რასაც ხელოვანი გრძნობს აქ ყოფნისას. cover 2cover
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %