10 კუნძული რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო. ნაწილი I

მათთვის, ვისაც ზღვა და გარუჯვა უყვარს  ეს კუნძულები დასვენების იდეალური ადგილია - მცირე მასშტაბები, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, მზიანი დღეები და ულამაზესი პლაჟები წელიწადის ნებისმიერ დროს თქვენს განკარგულებაშია.

1. პროვიდენსიალესი, ტერქსი და კაიკოსის კუნძულები

shutterstock_188443094-630x269 (1)
ფართობი: 98 კვ.კმ მოსახლეობა: დაახლოებით 32 ათასი საშუალო ტემპერატურა °С: +32 ზაფხულში და +25 ზამთარში ენა: ინგლისური
ტერქსის  და კაიკოსის კუნძულები კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც 30 კუნძულისგან შედგება და ბაჰამების ახლოს მდებარეობს. პროვიდენსიალესი, იგივე პროვო არქიპელაგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძული და ქვეყნის ტურისტული ცენტრია. პროვო  - ესაა გამჭვირვალე სანაპირო წყლები, თეთრი ქვიშის სანაპიროები, მანგოს ხეები და განვითარებული ინფრასტურქტურა. აქ მთელი წლის მანძილზე გრძელდება სეზონი. პროვოს პლაჟები საუკეთესოდ ითვლება, ხოლო ყურე გრეისი მსოფლიოს ულამაზესი ყურეების სიაში შედის. https://youtu.be/rLd_uMwbfyc   კუნძულზე არაა მსხვილი დასახლებული პუნქტები. სამაგიეროდ მრავლადაა პატარა დასახლებები და მაღაზიები, კაზინოები, გალერეები, სპორტული და კულტურის ცენტრები და სპა სალონები. აქ ყველა ადამიანს შეუძია საკუთარი გასართობის მოძებნა. მაგალითად, შეგიძიათ დაიქირავოთ სკუტერი ან ველოსიპედი და პრინცესა ალექსანდრას სახელობის ნაციონალურ პარკს ეწვიოთ, სადაც ზურმუხტისფერი მლაშე ტბები, მარჯნის რიფები და ულამაზესი ფრინველები დაგვხვდებიან. პროვოზე არსებობს უნიკალური ფერმა, სადაც იშვიათი ჯიშის მოლუსკებს ზრდიან. საწყლოსნო სპორტის მოყვარულთათვის არის სერფინგის, ვინდსერფინგის და დაივინგის შესაძლებლობები. ლივარდ-მარინას და საპოდილა ბეის ნავსადგურებში შეგიძიათ იახტა იქირავოთ და სათევზაოდ წახვიდეთ. აქვეა უამრავი გოლფ-კლუბი, სადაც ყოველწლიური ტურნირები ტარდება.

2. მაუი, აშშ

shutterstock_42267292-630x365
სართობი: 1 883,5 კვ.კმ მოსახლეობა: ≈144 ათასი. საშუალო ტემპერატურა, °С: +30 ზაფხულში და +21 ზამთარში ენა: ინგლისური
მაუი ორი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შეიქმნა - ვულკანებიდან ამოხეთქილი ლავა გაერთიანდა და ულამაზესი კუნძული შექმნა. კრატერების გამო სიმაღლიდან გადაღებისას  კუნძული გიგანტურ რვიანს მოგვაგონებს. ერთ-ერთი ვულკანის კრატერი  - ხალეაკალა ("მზის სახლი", 3055 მეტრი ზღვის დონიდან) - ამავე დასახელების ნაციონალური პარკის ნაწილია. აქ საცხენოსნო და ველოტურები იმართება. მაუის კუნძულზე პლაჟების საერთო სიგრძე დაახლოებით 60 კილომეტრია. მათ შორის ორი საკურორტო ზონა გამოირჩევა: კანააპალი და ვაილეა. კანააპალი იდეალურად თეთრი ქვიშის სანაპიროებით და გამჭვირვალე წყლით გამოირჩევა, აქვეა უამრავი ოტელი, მაღაზია, სპორტული მოედნები და გასართობი ცენტრები. ვაილეა პოპულარობით მეორე ადგილზეა კანააპალის შემდეგ. ეს უფრო ახალგაზრდული გართობის და თავშეყრის ცენტრია, სადაც უამრავი ბარი და დისკოთეკაა.  პლაჟების ინფრასტრუქტურა ყველაგან უმაღლეს დონეზეა განვითარებული. თქვენ აქ დაგხვდებათ შეზლონგები, ქოლგები, ფრენბურთის მოედნები. გექნებათ სხვადასხვა საწყლოსნო სპორტით დაკავების შესაძლებლობა, როგორიცაა სერფინგი, დაივინგი და ა.შ. https://youtu.be/1yuM_WDV25M წყალქვეშა სამყაროს მოყვარულებს შეუძლიათ მაუის ოკეანარიუმს ეწვიონ. გიგანტურ აკვარიუმებში ათასზე მეტი სახეობის თევზი დაცურავს, ხოლო დეკემბრიდან მარტის ჩათვლით სანაპიროზე ვეშაპებზე დაკვირვებაა შესაძლებელი.

3. როატანი, ჰონდურასი

shutterstock_123868111-630x354
ფართობი: 125 კვ.კმ მოსახლეობა: ≈52 ათასი საშუალო ტემპერატურა, °С: +26 ზაფხულში და +22 ზამთარში
ენა: ესპანური
როატანი ულამაზესი კუნძულია, კრისტალურად სუფთა სანაპიროებით. ის ჰონდურასის მარგალიტად ითვლება და პოპულარობას მხოლოდ კოპანას უთმობს.  კუნძულის სანაპირო ხაზი 1254 კილომეტრზეა გადაჭიმული. ყველაზე კომფორტული პლაჟები კი კუნძულის დასავლეთ ნაწილში,  West Bay-ზეა. როტანი  მარჯნის რიფებითაა გარშემორტყმული. დაივინგი მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი და აღჭურვილობაც ბევრგან ქირავდება. განსაკუთრებით ცნობილია პატარა სოფელი, სახელად ვესტ-ენდი, სადაც ფაქტიურად ყველა სახლში დაივინგ-ცენტრია გახსნილი. https://youtu.be/6nYgGOE2h1M კუნძულის "დედაქალაქი" პატარა ქალაქი კოქსენ-ჰოულია. ქალაქი 1835 წელს კაიმანების კუნძულებიდან გადმოსახლებულებმა დააარსეს. კუნძულის ოფიციალური ენა ესპანურია, თუმცა მოსახლეობა კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, უფრო ზუსტად, ინგლისურის კრეოლურ დიალექტზე.  ქალაქის ახლოს საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს. მათთვის, ვისაც ბუნებაში სეირნობა ხიბლავს, აქ 16 ჰექტარზე გაშენებული ბოტანიკური ბაღია. აქ იზრდება კარამბოლა, მანგო, უამრავი ლიანა, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ჯუნგლებში მოგზაურობთ. https://youtu.be/e_WVKZt2ZuM ყველაზე რომანტიული სანახაობა პეპლების პარკია, სადაც პეპლების უამრავი ფერადი, ტროპიკული სახეობა დაფარფატებს ყვავილიდან ყვავილზე.  მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის კი იგუანების და გველების საშენია, სადაც ექსკურსიები ტარდება.

4. სანტორინი, საბერძნეთი

shutterstock_149799614-630x366
ფართობი: 76 კვ.კმ მოსახლეობა: ≈14 ათასი საშუალო ტემპერატურა, °С: +30 ზაფხულში და +12 ზამთარში ენა: ბერძნული
სანტორინი ვულკანური წარმოშობის კუნძულია და აქ უამრავი არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს.  სანტორინიზე უამრავი უძველესი და ულამაზესი ადგილია. ყველაზე ცნობილია ქალაქი ია: ქათქათა თეთრი სახლები, რომლებიც კლდეზეა შეფენილი, ულამაზესი ზღვის პეიზაჟების ფონზე.  ქალაქი უამრავი მხატვრის, მწერლის და კინორეჟისორის მუზა გახდა. ლეგენდის მიხედვით, თუ შეყვარებულები კლდეზე საკუთარ სახელებს დაწერენ, ეს სიყვარული მარადიულად გაგრძელება. აქაური მზის ჩასვლების სილამაზე კი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სანტორინიზე უამრავი პლაჟია, შავი და წითელი ქვიშით. ზღვის და გარუჯვის მოყვარულებისთვის ზაფხული ყველაზე საუკეთესო სეზონია, როცა ჰაერის და წყლის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს. თუმცა  ეს იმას არ ნიშნავს, რომ კუნძული ზამთარში არ უნდა მოინახულოთ. ზამთარი აქ ძალიან თბილია, ტემპერატურა ძალიან იშვიათად ეცემა ათ გრადუსზე დაბლა, ხოლო მზიან დღეებში საშუალოდ 17 გრადუსია. სანტორინი მშვიდი და წყნარი დასვენების მოყვარულთათვისაა იდეალური. აქ ხმაურიანი ბარები და დისკოთეკები ცოტაა. სამაგიეროდ უამრავი კაფე და რესტორანია ღია ვერანდებით და ზღვის ხედებით. სამზარეულო უგემრიელესია და შესაბამისად, ბევრ გურმანს შეხვდებით. კუნძულზე უკვე საუკუნეებია რაც ყურძნის უნიკალურ ჯიშს აშენებენ - ასირტიკოს - და მისგან უგემრიელეს ღვინოს ამზადებენ. არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებიდან აღნიშვნის ღირსია მინოსის ეპოქის დროიდელი ნანგრევები, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედედგად განადგურდა. არის უამრავი ძველი ეკლესია და არქეოლოგიური მუზეუმიც.   https://youtu.be/M84us5Wvy2U

5. ტაუ, ტაილანდი

shutterstock_99795914-630x336
ფართობი: 21 კვ.კმ მოსახლეობა: 1300 საშუალო ტემპერატურა, °С: +32 ზაფხულში და +31 ზამთარში ენა: ტაი
ტაუ ტაილანდის სამხრეთში მდებარებს, სიამის, იგივე ტაილანდის ყურეში.  ტაის ენიდან კუნძულის დასახელება ითარგმნება როგორც "კუების კუნძული". ოდესღაც ამ ტერიტორიაზე უამრავი კუ ბინადრობდა. დღეს კი კუნძულზე კუებზე მეტი დაივერები არიან.
ტაი წყალქვეშა სამყაროს მოყვარულთა სამოთხეა. წელიწადში 300-ზე მეტი მზიანი დღე (სეზონი დეკემბერიდან მარტამდე გრძელდება) და გამჭვირვალე წყლები (ზოგიერთ ადგილას ხილვადობა 4 მეტრამდე აღწევს) საუკეთესო გარემოს ქმნის დაივინგისთვის. განსაკუთრებით პოპულარულია ფრიდაივინგი. კუნძულზე ცნობილი სკოლა Apnea Total მდებარეობს, სადაც მოსწავლეები წყალქვეშ ცურვას და სუნთქვის სწორად შეკავებას სწავლობენ. კუნძულზე ათობით დაივინგ-ცენტრია, სადაც არამარტო დაივინგის სწავლა, არამედ აღჭურვილობის დაქირავებაც შეიძლება. სპორტული თევზაობა ასევე საკმაოდ პოპულარულია, რადგან კუნძულის სანაპიროებთან უამრავი თევზიოა. https://youtu.be/bJ0Z1x8ZBVo ტაუ ტაილანდის სხვა კუნძულებთან შედარებით ნაკლებად ხალხმრავალია, თუმცა აქ ინფრასტრუქტურაც ნაკლებადაა განვითარებული. ზოგჯერ წყდება წყალი და ითიშება ელექტროენერგია, ხოლო გზები არც ისე კეთილმოწყობილია. კუნძულზე გადაადგილება მოტოციკლებით ხდება, რომელსაც ადგილზე იქირავებთ, თუმცა კუნძული იმდენად პატარაა, რომ სურვილის შემთხვევაში ფეხითაც თავისუფლად შემოივლით. კუნძულზე სულ ექვსი პლაჟია. ყველაზე დიდია Sairee, სნორკელინგისთვის საუკეთესოა Ao Tanote, ხოლო Sai Nuan ყველაზე ლამაზ პლაჟად ითვლება. https://youtu.be/0tbaZIRs8jU წყლის თხილამურები, კლზედე ცოცვა, პეინტბოლი ჯუნგლებში, სერფინგი, კვადროციკლებით მოგზაურობა და კრუიზები კუნძულის გარშემო - აქ ყველა იპოვის საკუთარ გასართობს. ნაწილი 2
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %