ექსტრემალური პლაჟი - როცა რამოდენიმე მეტრის დაშორებით თვითმფრინავები დაფრინავენ

მაჰოს სანაპირო სენ-მარტენის კუნძულზე, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ არის მზე, ქათქათა ქვიშის პლაჟი, კრისტალურად სუფთა ზღვა და რაც ყველაზე მთავარია - შენს თავს ზემოთ რამოდენიმე მეტრის სიმაღლეზე მფრინავი ავიალაინერები. ეს სანაპირო პრინცეს ჯულიანას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე სახიფათო აეროპორტების ათეულში შედის.   article2957   maho-001   maho-003 იმის გამო, რომ კუნძულის ფართობი ძალიან მცირეა, პლაჟი პირდაპირ ასაფრენი ბილიკის დასაწყისშია განთავსებული, რის გამოც  ლაინერები 10-20 მეტრის სიმაღლეზე ფრენენ, დამსვენებლების თავებს ზემოთ.   maho-007   maho-008 პლაჟის სიგრძე დაახლოებით 300 მეტრია, სიგანე - 15 მეტრი. ყოველი რეისის ჩამოფრენის ან აფრენის წინ დამსვენებლებს აფრთხილებენ რადიოს მეშვეობით, ხოლო პლაჟზე ალაგ-ალაგ განლაგებულ დაფებზე ფრენების განრიგია დატანილი. აქვეა გაფრთხილებების იმის შესახებ, რომ ავიალაინერების რეაქტიული ძრავებიდან გამოტყორცნილმა ჰაერის ნაკადმა ადამიანი შეიძლება დააზიანოს, ზღვაში გადაისროლოს ან/და მოკლას, თუმცა ეს ხელს არ უშლის ექსტრიმის მოყვარულ დამსვენებლებს იმაში, რომ ფოტოს გადასაღებად მორიგი ავიალაინერის აფრენას ან დაჯდომას მშვიდად დაელოდონ.   maho-012   maho-013   maho-014 ამ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ ატრიალებს ქვიშას ჰაერის მძლავრი ნაკადები. maho-016ეს პლაჟი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს და ფოტოგრაფებს შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, დაგვეთანხმებით - ფოტოები მართლაც შთამბეჭდავია.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %