10 ყველაზე გასაოცარი ტაძარი ინდოეთში

ინდოეთი მრავალფეროვანი, მდიდრული კულტურის და ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა. კულტურა და ტრადიციები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. ინდოეთში ბევრი რელიგიაა გავრცელებული, მათ შორის ქრისტიანობა, ბუდიზმი, ისლამი, ინდუიზმი და სხვა.

ქვეყნის ტერიტორიაზე უამრავი ტაძარია მიმოფანტული, რომლებიც განსხვავდებიან ზომებით, სტრუქტურით, არქიტექტურით. ზოგიერთი ტაძარი კლდეშია გამოკვეთილი, ზოგიერთი ოქროთია დაფარული, ზოგიერთი კი - ეროტიკული ქანდაკებებით.

დღეს წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გასაოცარ ტაძარს ინდოეთში.

რამმანათასამის ტაძარი (  Ramanathaswamy Temple )

რამმანათასამის ტაძარი რამმანათასამის კუნძულზე მდებარეობს. ის ინდური ღმერთის შივას საპატივსაცემოდ ააგეს, ტაძარში შივას 12 წარმოჩენაა. ინდუიზმის აღმსარებლებისთვის აუცილებელია Char Dham-ის ტაძრების ნახვა, რაც 4 ტაძარს მოიცავს, მათ შორისაა რამმანათასამის ტაძარიც. ინდუისტებს სჯერათ, რომ თუ ოთხივე ტაძარს მოილოცავენ ყველა ცოდვა ეპატიებათ.  რამმანათასამის ტაძარი მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული, ის მოიცავს 2 კოშკს (126 და 78 ფუტის სიმაღლის) და 22 „წმინდა ჭას“. რამმანათასამის ტაძარს  ყველაზე გრძელი დერეფანი აქვს ინდუისტურ ტაძრებს შორის.

მაჰადბოდჰისტაძარი ( Mahabodhi Temple )

მაჰადბოდჰის ტაძარი ბოდჰაიაში მდებარეობს. ის მნიშვნელოვანი და წმინდა ბუდისტურ ადგილია. ტაძარი იმ ადგილასაა აშენებული, სადაც სიდჰარტ გაუტამა - ბუდა -  „განათლდა“. ბუდისტებს ასევე სჯერათ, რომ სწორედ ამ ადგილას დასრულდება დედამიწის არსებობა და ამ ადგილიდან დაიწყება ახალი დედამიწის შექმნა.

მაჰადბოდჰის ტაძარი გვიანი გუპტას პერიოდშია აშენებული, ყველაზე ძველი ტაძარია აღმოსავლეთ ინდოეთში, რომელიც აგურით აშენდა. ტაძარი ძალიან დიდია, მასში ოქროთი დაფარული და ღია ფერებში გამოწყობილი ბუდას ქანდაკებაა განთავსებული.

აკშარჰამის ტაძარი ( Akshardham Temple )

აკშარჰამის ტაძარი სხვებთან შედარებით ახალია, ის 2005 წელს აშენდა. ის ახალი დელის გარეუბანში მდებარეობს და მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი ინდუისტური ტაძარია. მისი მშენებლობისას ძველი ტექნოლოგიები გამოიყენებოდა, რითაც პატივი მიაგეს ძველ კულტურას.

ქაილასასტაძარი ( Kailasa Temple )

ქაილასას ტაძარი ადამიანის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და ძველი ტაძარია. ის კლდეში ხელით გამოიკვეთა საჭრისის, ჩაქუჩის და წერაქვის გამოყენებით. ტაძრის ყველა ვიზიტორი გაოცებული რჩება მისი დიდებულებით, დახვეწილი არქიტექტურით, რთული დიზაინით, რელიეფით და სვეტებით.

ლოტოსის ტაძარი

ლოტოსის ტაძარი ახალ დელიში მდებარეობს. ის ასევე ცნობილია როგორც ბაჰაის სალოცავი სახლი ან Bahai Mashriqul-Adhkar Temple. ტაძარი 1986 წელს გაიხსნა და მას ლოტოსის ფორმა აქვს. ბაჰაის რელიგიის მიხედვით არსებობს ღმერთის, რელიგიების და ადამიანების ერთობა, მისი კარი ღიაა ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის, მაგრამ აკრძალულია ტაძარში ქადაგება.

ლოტოსის ტაძარი ასევე არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასაც წარმოადგენს. მისი სტრუქტურა ირანელმა არქიტექტორმა Fariborz Sahba-მა შექმნა. შენობა 27 მარმარილოს ფოთლისგან შედგება, რომლებიც მას ლოტოსის ფორმას აძლევენ.

კაჯურაჰოს ტაძრები (Khajuraho Temples)

კაჯურაჰოს ტაძრები ნამდვილად არ არის განკუთვნილი მორცხვი ტურისტებისთვის. ყველა მათგანი მთლიანად  ეროტიკული ქანდაკებითაა გაფორმებული. ტაძარი ინდოეთში, მადჰიაში მდებარეობს, ის 900 -1130 წლებში შენდებოდა. ითვლება, რომ ამ ადგილას 85 ტაძარი იდგა, მარგამ ჩვენს დრომდე მხოლოდ 25-მა მოაღწია. არავინ იცის ზუსტი მიზეზი იმისა, თუ რატომ აშენდა მსგავსი ტაძრები. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ის Kama-ს (იგივე სიამოვნება) საპატივცემულოდ აშენდა. ინდუისტურ რელიგიას 4 მიზანი აქვს: Kama - სიამოვნება, Artha -  წარმატება, Dharma - სიმართლე, Moksha - თავისუფლება. 

ვირუპაკშას ტაძარი (Virupaksha Temple)

ვირუპაკშას ტაძარი მეშვიდე საუკუნიდან მოქმედებს და ყველაზე ძველი ფუნქციონირებადი ტაძარია ინდოეთში. ის Vijayanagar-ის იმპერიის, იგივე სახელის მქონე დედაქალაქის ნაწილი იყო. ტაძარი დღემდე მოქმედებს, ქალაქი კი თითქმის ნანგრევებადაა ქცეული.

ვირუპაკშას ტაძრის კომპლექსი 3 კოშკისგან შედგება, ის შივას ღვთაებას მიუძღვნეს, რომელიც ამ რეგიონში ვირუპაკშას სახელითაა ცნობილი.

მეენაკში ამანის ტაძარი (Meenakshi Amman Temple)

მეენაკში ამანის ტაძარი ტამილ ნადუში მდებარეობს. ტაძრების უმეტესობა ინდოეთში უბრალო შეფერილობისაა, მეენაკში ამანის ტაძარი კი ფერების ნამდვილი მიქსია. ტაძარი 14 კოშკისგან და 33 000 სხვადასხვა ფერის ქანდაკებისგან შედგება. ის შივას საპატივსაცემოდ ააგეს.

ტამილ ნადუს ტერიტორიაზე ტაძრები ძვ.წ.აღ მე-6 საუკუნიდან არსებობდა, მათი უმეტესობა 1300-იან წლებში მუსლიმმა გენერალმა Malik Kafur-მ გაანადგურა, რათა ტერიტორიაზე ისლამი გაევრცელებინა.  1559 წელს კი, ტაძრები ისევ განაახლა ნაიაკის პირველმა მეფემ მადურაიმ.

ოქროს ტაძარი 

ოქროს ტაძარი პუნჯაბში მდებარეობს და სიკხიზმის მიმდევართათვის ყველაზე წმინდა ადგილია. ტაძარი ტბის პირას მდებარეობს. ლეგენდის თანახმად ტბა იმდენად წყნარი იყო, რომ ბუდაც კი მიდიოდა იქ მედიტაციისთვის. ამ ტბასთან მედიტირებდა სიკხიზმის დამფუძნებელი გურუ ნანაკიც. სიკხიზმის მეოთხე გურუმ გააფართოვა, ტბა გადააქცია ის უკვდავების ნექტრად და მის ნაპირზე ტაძარი ააშენა .

ოქროს ტაძარი დაკავშირებულია სულიერ თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან. ის ქანდაკებებით, ოქროთი და ძვირფასი თვლებითაა დეკორირებული.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %