10 მიმართულება, რომელიც 2016 წელს უნდა აღმოაჩინო

ზამთარი ის დროა, როცა ზაფხულის შვებულება უნდა დაგეგმო. ევროპა, აზია, შორეული ამერიკა.... არჩევანი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

1. ჰოკაიდო, იაპონია

ჰოკაიდო იაპონია ცნობილია რკინიგზის უსწრაფესი და კომფორტული ქსელით, რომელსაც უმოკლეს დროში მივყავართ ქვეყნის ყველა წერტილში. 2016 წელს ლამის ათწლიანი საკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ რკინიგზის ახალი ხაზი იხსნება ჰოკაიდოს მიმართულებოთ. 26 მარტიდან მატარებელი ტოკიოდან პირდაპირ  შინ-ჰაკოდატე-ჰოკუტოს სადგურამდე ივლის და მანძილის დაფარვას სულ რაღაც ოთხი საათი დაჭირდება. დღეს ტურისტების სრული უმრავლესობა ფრენას ამჯობინებს. ზამთრობით ტურისტებს და მოთხილამურეებს ჰოკაიდოს ველური ბუნება და თოვლიანი მთები იზიდავს, ხოლო ზაფხულობით შირეტოკოს ნახევარკუნძულიდან დელფინებზე და ვეშაპებზე დაკვირვება, კუშაროს ტბაზე თევზაობა და კანოეთი სეირნობა და მთა ასაჰიზე ლაშქრობებს მოწყობაა პულარული. აქვეა ტოია ონსენის ცხელი წყაროები და ბიეის ლავანდის მინდვრები.

2. ტბების ოლქი, ინგლისი

lakebuttermere-lak_3533630b ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებრე ნაციონაური პარკი ცნობილია ულამაზესი მთიანი პეიზაჟებით. როგორც სახელწოდებიდან მიხვდით, აქ უამრავი და ულამაზესი ტბაა. ამ არკში მდებარეობს ინგლისის ყველაზე მაღალი მთა, Scafell Pike-ი. პარკი 1951 წლის 9 მაისს დააარსდა და ყოველლიურად 15 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს.    

3. კოლორადოს დიდი კანიონი - "გრანდ-კანიონი"

grand-canyon_3533665b მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კანიონი არიზონას შტატში მდებარეობას და 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია, სიგანე კი 6-დან 29 კილომეტრამდე მერყეობს. ეროზიის გამო, რომელსაც შედარებით რბილი ქანები და ქარის, წვიმის და მზის გავლენა განაპირობებს, კანიონი მუდმივად იცვლება, ფართოვდება და სახეს იცვლის. ადამიანთა ცხოვრების პირველი ნიშნები აქ, კანიონში გამოხატულია კლდეზე შესრულებულ ნახატებში, რომელიც შეიქმნა ინდიელთა მიერ დაახლოებით 3 ათასი წლის წინ. დიდ კანიონს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ათვალიერებს. ტარდება ექსკურსიები თვითმფრინავითა და ვერტმფრენებით. კანიონი დასერილია მრავალი ვიწრო და განიერი ბილიკით. განვითარებულია საწყლოსნო ტურებიც.

4. ანდები, პერუ

laketiticaca-peru_3533632bმაჩუ-პიქჩუ ის ადგილია, რის გამოც ტურისტების უმრავლესობა ჩადის პერუში. გარდა ამისა, ქვეყანაში უამრავი რამით შეიძლება დაკავდე. არქეოლოგიის მოყვარულებს შეუძლიათ პაჩაკამაკის კომპლექსი დაათვალიერონ, რომელიც ლიმასთან ახლოს მდებარეობს. აქ ნახავთ 17 პირამიდას, უამრავ  სასახლეს და ტაძარს. ტბა ტიტიკაკაზე კი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადაღირებულ კომპლექსში შეგიძლიათ ნავი ან კაიაკი იქირაოთ და ტურისტების ბრბოსგან მოშორებით, პრივატული ტურები მოიწყოთ.

5. ინდოეთი

ინდია რაჯასტანის უძველესი კულტურა, უალამაზესი ტაჯ-მაჰალი, კურორტი გოა... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საოცარი და ეგზოტიკური ადგილების, რაც ინდოეთში ჩასულ სტუმრებს ხვდებათ. ადგილობრივი ტურისტული კომპანიები უცხოელებს საფარი-ტურებსაც სთავაზობენ. არ გაუშვათ შანსი, თქვენც იმოგზაუროთ 2016 წელს ამ ქვეყანაში.

6. იოსი, საბერძნეთი

გრიკ საბერძნეთის კუნძული, იოსი ბერძენმა ფილანტროპმა იყიდა და გადაწყვიტა, რომ კუნძულზე მინი ნაკრძალი მოაწყოს. კუნძულის 90%-ზე მეტი ხელუხლებელი რჩება და ამავე დროს ღიაა ტურისტებისთვის. ორქიდეების 35 სახეობა, კედრის უნიკალური ტყეები და ადგილობრივი ცხვრის ფარები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს კუნძულს. აქ უკვეა აშენებული ოტელი და ორი ჰაი-კლასის ბარი, სადაც თითქმის ყველა დეტალი კუნძულის მფლობელის დიზაინითაა შექმნილი, ადგილობრივი მასალების გამოყენებით, იოსზე მცხოვრები ხელოსნების მიერ. იგეგმება კერძო ვილების აშენებაც, რომლებთან მისვლა იახტებით იქნება შესაძლებელი.

7. პელოპონესი, საბერძნეთი

Epidaurus-greece_3533639b უზარმაზარი ნახევარკუნძული, რომელსაც საბერძნეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი უჭირავს, ის ადგილია სადაც თანამედროვეობა უძველესი კულტურის ნაშთებს ხვდება. ეპიდაურუსის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში აგებული ამფითეატრი დღესაც ისეთივე დიდებულია, როგოროიც შენების წელს იყო. სპარტას ნანგრევები, ოლიმპიას ძველბერძნული ქალაქი... ეს უმნიშვნელო ნაწილია იმ ძეგლების ჩამონათვალში, რომელიც აქ უნდა მოინახულო.  

8. ვროცლავი, პოლონეთი

ვროც პოლონეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი, რომელიც მდინარე ოდრაზე მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული ქალაქია. მდინარის ულამაზესი სანაპირო, მეცამეტე საუკუნის ბაზრის მოედანი და ძველი ქალაქი, რომელსაც შუასაუკუნოვანი ატმოსფერო აქვს შენარჩუნებული ტურისტების საყვარელი ადგილებია. ქალაქის დასათვალიერებლად საუკეთესო მეთოდი ფეხით სეირნობაა მის ქუჩებში. მუზეუმების, წიგნის პატარ-პატარა მაღაზიების, მარკეტების, ეკლესიების და სამხატვრო სტუდიების დიდი არჩევანი ყველა გემოვნების ტურისტს დააკმაყოფილებს. აქ შეხვდებით ლუდის ბარებს, ძვირფას რესტორნებს, ეთიოპიურ ყავახანებს და ყველანაირ მუსიკას ბარებში - ჯაზიდან დაწყებული ტექნო მუსიკით დამთავრებული.      

9. პორტო, პორტუგალია

porto-portugal_3533645b   თავიდან ქალაქს  პორტუს კალე ერქვა — ამ სახელწოდებიდან წარმოიქმნა მთელი ქვეყნის სახელწოდება პორტუგალია. ქალაქს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი ახასიათებს, თუმცა მასზე გავლენას ატლანტის გრილი ნიავი ახდენს, მიუხედავად ამისა ზაფხულში, განსაკუთრებით კი აგვისტოში, აქ ტემპერატურა 40 °C-ს აღწევს. პორტვეინი  სახელს ამ ქალაქიდან იღებს. პორტვეინი ქვეყნის ყველაზე განთქმული პროდუქტია. პორტოს ისტორული ცენტრი  კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.   მაგრამ საუკეთესო მხარე არა მისი ისტორია, არამედ თავად პორტია. აქ სახლების უმეტესობა გესთჰაუზებადაა გადაკეთებული, რომლებიც ტურისტებს არამარტო ღამის გასათევს, არმედ ტურების მოწყობას და ადგილობრივი დელიკატესების დაგემოვნებას სთავაზობენ.

10. კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

capetown_3533648b ამ ქალაქს უამრავი გასართობის შემოთავაზება შეუძლია - შოპინგ ტურები ქალაქის მაღაზიებში, სამთო ტურები იმ მთებში,რომელიც ქალაქს გარს აკრავს, ღვინის ტურები და ა.შ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, საკვები ყველგან გემრიელი და იაფია, მოსახლეობა მეგობრული და კეთილგანწყობილი. კეიპტაუნის სიახლოვეს არსებული კაპის ოლქი 2004 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული.    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %