მარილისგან აშენებული სასტუმრო

მარილის სასტუმრო, ანუ Palacio de sal  ბოლივიაში მდებარეობს. სასტუმრო მთლიანად მარილის ბლოკებითაა აშენებული. სასტუმრო იმ ტურისტებისთვისაა აშენებული, რომლებიც აქ სალარ დე უიუნის (Salar de Uyuni), მსოფლიოს ყველაზე დიდი მარილის საბადოს სანახავად ჩამოდიან. ის მარილი, რომელითაც სასტუმროა აშენებული, სწორედ აქედან მოიპოვეს.

 

solt-001   solt-003

აქაურ რესტორანში ამზადებენ საფირმო კერძებს ლამას და ხბოს ხორცისგან, რასაკვირველია, სალარ დე უიუნის მარილის გამოყენებით. აქვეა პაბი და სათამაშო ოთახი. ასევე 40-ადგილიანი კინოთეატრი. გარდა ამისა სასტუმროს დამსვენებლებისთვის მოქმედებს საუნა, აუზი და ჯაკუზი ზღვის, მარილიანი წყლით. სასტუმროს აქვს საკუთარი სპა-სალონი, სადაც მარილის და არამარტო მისი გამოყენებით უამრავი პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ და უბრალოდ, რელაქსირდეთ მძიმე დღის შემდეგ.  

 

solt-004solt-005

 

მარილის საბადო აქ რამოდენიმე პრეისტორიული ტბის გაერთიანების და დაშრობის შემდეგ წარმოიქმნა. დაბლობი მარილის ერთმეტრიანი ფენითაა დაფარული, რომელიც აბსოლუტურად სწორ ზედაპირს ქმნის. ყველაზე მცირე წვიმის შემდეგაც კი მარილის ზედაპირი წყლის თხელი ფენით იფარება და უზარმაზარ სარკეს ქმნის, რომელშიც ცა ირეკლება და ფოტოგრაფები მფოსლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან საოცარი ფოტოების გადასაღებად. ჰაერი მიკროელემენტებითაა გაჯერებული და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.  

 

solt-006

სასტუმროს  მშენებლობისას მილიონზე მეტი მარილის ბლოკი იქნა გამოყენებული. შენობა 2007 წელს აშენდა და აქ ცხოვრებისას რამოდენიმე წესს უნდა დაემორჩილოთ. მათ შორის, არ გალოკოთ კედლები (კი, ზოგ ტურისტს ასეთი იდეებიც მოსდის თავში) და ავეჯთან დამატებითი სიფრთხილე გამოიჩინოთ. საწოლები, სავარძლები, მაგიდები... თითქმის ყველა დეტალი მარილისგანაა გაკეთებული და გამოჭრილი. ხოლო მარილის ბლოკები მარილის და წყლის სხნარითაა "შეწებებული".   

 

solt-008solt-009

მაისიდან ნოემბრამდე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ მოედანზე, რომელიც პირდაპირ მარილის საბადოს იდეალურად სწორ ზედაპირზეა განლაგებული, გოლფის ტურები ტარდება, როგორც დამწყები ასე პროფესიონალი გოლფის მოთამაშეებისთვის.

 

    solt-015OLYMPUS DIGITAL CAMERAsolt-019

სასტუმროს მარილისგან აშენება სამი მიზეზითა იყო განპირობებული: მარილი ძალიან იაფი და ხელმისაწვდდომი საშენი მასალაა ამ რეგიონში, მეორე მხრივ, ასეთ სასტუმროში არმარტო ისვენებ, არამედ მისი მიკროკლიმატი განჯანსაღებაშიც გეხმარება, ძალიან სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ასთმა ან ალერგია აწუხებს. და უბრალოდ, ეს ორიგინალური იდეაა.

 

solt-022solt-023

solt-024  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %