10 ბაღი, რომელიც გაზაფხულზე უნდა მოინახულო
გაზაფხული შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. ზამთრის შემდეგ მონატრებული ბუნების, სითბოს და ყავავილების საძიებლად კი ამ ბაღებს შეგიძლია ეწვიო.
1. კეკენჰოფი – ტიტების ბაღი ჰოლანდიაში



2. ბუტჩარტის ბაღები, კანადა



3. ნონგ ჰუჩის ტროპიკული ბაღი, ტაილანდი

ნონგ ჰუჩის ბაღები 240 ჰექტარზეა გადაჭიმული და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ჩონბურის პროვინციაში, სუკჰუმბიტ-როუდის 163-ე კილომეტრზე განლაგებული პარკი ორიგინალური დიზაინით და ლანდშაფტით გამოირჩევა. პარკში შეხვდებით ბონსაის, მინი-სტოუნჰენჯს, ორქიდეების ბაღებს. ყვავილების მრავალფეროვნება და ორიგინალური სკულპტურები ისაა, რითაც ეს ბაღი გამოირჩევა.
4. კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი, ლონდონი

კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები ან უბრალოდ კიუს ბაღები 121 ჰექტარზეა გადაჭიმული. ბაღები და ბოტანიკური სათბურები ლონდონის სამხრეთით, ქალაქ რიჩმონდსა და კიუს შორის მდებარეობს და 1759 წელს შეიქმნა. ბაღში მნიშვნელოვანი ბოტანიკური კვლევები მინდინარეობს. ბაღი წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 2 მლნ მნახველს იღებს. ბაღებში 30 ათასი სახეობის მცენარეს შეხვდებით, ხოლო ჰერბარიუმში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰერბარიუმია, 7 მილიონი სახეობის მცენარეა დაცული.

ბაღის წინამორბედი ქალაქ ტიუკსბერის ლორდის, ჯონ კაპელის ეგზოტიკურ ბაღს წარმოადგენდა. მისი გაფართოება შემდგომ წლებში სხვა ადამიანებმა ითავეს. მის გამდიდრებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-მ. 1781 წელს მეფემ ბაღის ტერიტორიაზე მდებარე „ჰოლანდიური სახლი" იყიდა, როგორც სამეფო კარის საბავშვო ბაღი. 1840 წელს კიუს ბაღები ეროვნულ ბოტანიკურ ბაღად გადაიქცა. 2003 წელს, ბაღები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ერთ-ერთი ყველაზე საინერესო ექსპონატი ამაზონის უჯნგლების მცენარე- გიგანტური წყლის ლილიაა.
5. ტროპიკული პალმების პარკი, ფლორიდაა, აშშ

უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმულ პარკში იშვიათი ტროპიკული მცენარეეების უზარმაზარი კოლექციაა, მათ შორის პალმები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან. მწვანე მოლით დაფარული ველები და უამრავი მერხი სასეირნო ბილიკების გასწვრივ რელაქსაციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.





6. ბოტანიკური ბაღი უდაბნოში, არიზონა, აშშ

ამ ბაღში კაქტუსების ყველაზე დიდი კოლექციაა მსოფლიოში. პარკში უდაბნოს მცენარებულობის შესწავლა მიმდინარეობს, გარდა ამისა, შექმნილია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების საექსკურსიო ჯგუფებისთვის. აქ შეხვდებით ყველანაირი ფორმის, ზომის და წარმოშობის კაქტუსებს.


ბაღის პირველმა მფლობელმა ბაღი ხანში შესული მშობლებისთვის გააშენა მეთექვსმეტე საუკუნეში. მფლობელის მიზანი იყო, ბაღი პეკინში არსებულ იმპერატორის ბაღს დამსგავსებოდა. მეთექვსმეტე საუკუნის შემდეგ ბაღი რამოდენიმეჯერ გადაკეთდა.
პარკი ფენ-შუის ყველა წესის დაცვითაა დაგეგმილი და გაშენებული. ტერიტორია დაყოფილია ექვს ნაწილად, რომლებიც ვიზუალურად ერთმანეთისგან გამოყოფილია და ულამაზესი გადასასავლელებითაა დაკავშირებული. ბაღის სახელწოდება ითარგმნება როგორც "სიბერის ბაღი" ან "მშვიდი დასვენების ბაღი".
8. ფიქრების პარკი, შოტლანდია
ეს საოცარი ადგილი 1989 წელს შეიქმნა შოტლანდიაში, ქალაქ დამფრისში. ეგზოტიკური, ფერად-ფერადი ყვავილნარების და ბუჩქების მაგიერ აქ ალუმინის საყვავილეებია, უხვწყლიანი შადრევნების მაგიერ – შავი ხვრელები და ოპტიკური ილუზიები, ხოლო ლანდშაფტი მნახველებს უჩვეულო ფორმებით, გადაწყვეტილებებით და ხედებით ნუსხავს. ამ ბაღში სეირნობისას შეიძლება იფიქრო, რომ ეს ადამიანის მიერ შექმნილი კი არაა, არამედ ვიღაც, არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლების ნაყოფია.
სინამდვილეში ამ ბაღის შემქმნელი რეალური ადამიანია – ჩარლს ჯენქსი – მოქმედი არქიტექტორი და კრიტიკოსი. ბაღი მან ცოლთან – ლანდშაფტის დიზაინერთან მეგი კესვიკ-ჯენქსთან ერთად შექმნა. ონცეფციის შემუშავებისას იდეა მოუვიდათ – პარკი უნდა ყოფილიყო სამყაროს მინიატურული მოდელი. ლანდშაფტების და სკულპტურების საშუალებით მეგიმ და ჩარლზმა გადაწყვიტეს არამარტო სამყროს სილამაზე, არამედ მიკრო და მაკრო სამყაროების, სამყაროს კანონების, პარადოქსების, მისი შექმნის და ევოლუციის პრიცესების გადმოცემა. ასევე იმის ჩვენება, რომ ყველა მეცნიერება ერთად აღებული – მხოლოდ პატარა სხივია ჯერ კიდევ შეუცნობელის უზარმაზარ, ბნელ სივრცეში.
9. ბაღი-სტუდია მაჟორელი, მაროკო

ბაღი ფრანგმა ხელოვანმა, ჟაკ მაჟორელიმ შექმნა, რომელიც მაროკოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა ეგზოტიკის საძიებლად. ის იმდენად მოიხიბლა ამ ქვეყნით, რომ მიწის ნაკვეთი იყიდა და მაროკოში გადმოსახლდა. მიწის ნაკვეთი მარაკეშის გარეუბანში მდებარეობდა და იდეალური ადგილი იყო ორიგინალური ბაღის შესაქმნელად. ჟაკმა ლანდშაფტის საუკეთესო დიზაინერები მოიწვია, ხოლო მცენარეების მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიტანა.

აქ შეხვდებით ულამაზეს ბუგენვილიებს, სურნელოვან ჟასმინს, ლოტოსის ყვავილებს, ბანანის ხეებს, ალოეს, ბამბუკს და ქოქოსის პალმებს. აქვეა უამრავი რაოდენობის კაქტუსები, რომელთა შორის ყველაზე დიდების სიმაღლე სამ მეტრამდე აღწევს.
10. ვერსალი, საფრანგეთი
ვერსალი საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე იყო. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1682-1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო. იგი XVII საუკუნეში ანდრე ლენოტრმა შექმნა. ლენოტრმა ამოაშრო ვერსალის ჭაობიანი, ოღროჩოღრო ტერიტორია და შექმნა აუზთა სერია, რომელიც ცნობილია, როგორც დიდი არხი. 23 ჰექტარზე გადაჭიმული არხს მილსადენების გრანდიოზული სისტემა ემსახურება, 50 შადრევანში წყლის 620 ჭავლია. აქ ეწყობოდა სამხედრო-საზღვაო დემონსტრაციები თუ გონდოლებით სეირნობა. ლენოტრმა ვერსალის უნაყოფო და ხრიოკი მიწა შვიდ წელიწადში აქცია ეგზოტიკური მცენარეებით დახუნძლულ თვალისმომჭრელ ოაზისად.