ოაზისი გობის უდაბნოში

გობის უდაბნოში, ჩინეთში, უსიცოცხლო ქვიშის სამფლობელოში მოგზაური მოულოდნელად ტბას შეიძლება გადაააწყდეს. ეს მირაჟი არაა, ტბა ნამდვილად არსებობს და მას Yueyaquan-ი ქვია, რომელიც ითარგმნება როგორც ახალი მთვარე. რატომ? იმიტომ რომ ტბას ნამდვილად ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ქალაქ დუნჰუანიდან სამხრეთ-დასავლეთით 6 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტბა გობის უდაბნოს მარგალიტს წარმოადგენს. 1 300 000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ უსიცოცხლო ქვიშებში ეს საოცარი ტბა დღემდე აძლევს სასიცოცხლო ტენს გარშემომყოფ მცენარეულობას.    yueyaquan-001   yueyaquan-002yueyaquan-004 ტბის გარშემო საცხოვრებელი შენობებია აგებული.  მწვანე საფარი თავს მშვენივრად გრძნობს ტბს წყალობით. აქვეა პატარა ბუდისტური ტაძარი, რომელიც  ტრადიციულ ჩინურ სტილშია ნაგები. ტბაში ბევრი თევზია, ხოლო ხეებზე ფრინველებ სხედან... ტბას გარშემო სასეირნო ბილიკი უვლის, ხოლო თავად ტბა მოაჯირითაა გამოყოფილი. მასში ჩასვლა, ცურვა და მითუმეტეს თევზის ჭერა ტურისტებისთვის აკრძალულია.   yueyaquan-005   yueyaquan-006მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ტბა დროთა განმავლობაში ნელ-ნელა შემცირდა და დაშრობა დაიწყო. ამის ძირითადი მიზეზი  დამბაა, რომელიც მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მდინარეზე ააშენეს. მდინარე დუნჰუანის გვერდით ჩამოედინება და ადგილობრივი მოსახლეობა ნაკვეთების მოსარწყავად იყენებდა. ამ პერიოდში ქალაქის მოსახლეობა 100 ათასიდან 180 ათასამდე გაიზარდა.  შედეგად მოხმარებული წყლის რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და გრუნტის წყლების რაოდენობამ ნელ-ნელა კლება იწყო. 1960 წელს ტბის საშუალო სიღრმე 4-5 მეტრი იყო, მაქსიმალური კი 7.5 მეტრი. მას შემდეგ ტბა ნელ-ნელა მცირდებოდა. 1990-იანების დასაწყისში ტბის ზედაპირის ფართობი 5.5 კვადრატულ კილომეტრამდე, ხოლო საშუალო სიღრმე 0,9 მეტრამდე შემცირდა (მაქსიმალური 1.3 მეტრი).    yueyaquan-009   yueyaquan-010yueyaquan-011yueyaquan-012 მთავრობა ცდილობს მიიღოს ზომები, რათა ტბის დაშრობა შეჩერდეს და თავდაპირველ მოცულობას დაუბრუნდეს. აიკრძალა ახალი სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების შენება, კონტროლირდება მოსახლეობის რაოდენობა. დღეს ტბა იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის სიაშია შესული. ტბამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მანქანით ან აქლემით.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %