როცა ცივილიზაციისგან მოწყვეტა გსურთ - 5 საუკეთესო ადგილი

დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტურისტი ეძებს ისეთ ადგილს დასასვენებლად, სადაც გონებას უბრალოდ გათიშავს და ცივილაზიას რამდენიმე დღით მაინც მოწყდება. ეს ძალების აღდგენის და რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ამ იდილიის პოვნა შესაძლებელია.

ამაზონის ჯუნგლები, ეკვადორი

ცივილაზიისგან სრულიად მოწყვეტილი სოფელი, ცხოვრება პალმის ტოტებით დახურულ სახლში, ნადირობა, ცურვა, კანოეთი სეირნობა - სხვა რა უნდა ინატრო მშვიდი დასვენებისთვის. BECC10-1680x1050

ბუტანი, სამხრეთ აზია

აღმოსავლეთ ჰიმალაის მთებში მდებარე პატარა, იზოლირებული სამეფო, ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ადგილი, ბუდისტური მონასტრებით, უამრავი კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობით. thimphu-bhutan-asia

საბა, ჰოლანდიის კარიბის კუნძულები

კარიბის ზღვის კუნძლებიდან ყველაზე პატარა კუნძული, ლამაზი, მშვიდი ძველი სახლებით. განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილი დაივინგის მოყვარულებისთვის. image31

კოლორადოს კარიბჭე

შეზღუდული წვდომა ციფრულ სამყაროსთან, სეირნობა ცხენებით და მთის ველოსიპედებით - ეს ყველაფერი დაგხვდებათ წითელი კლდეების კანიონში. gateway-canyons-resort_meetings_2_a

ტატაი, კამბოჯა

ტროპიკული ტყეების შუაგულში მდინარეზე მცურავი კარვების ტიპის 12 სახლი, რომლებზე მოხვედრაც მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი. დამსვენებლებს ჩაერთონ ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა თევზჭერა, კაიაკინგი, ლაშქრობა.. 20110102_022325
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %